მე მინდა ჩემი დღევანდელი გამოსვლა დავიწყო და გავიხსენო ჩვენი გმირები. დღეს 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა და კერძოდ, 17-მა შინდისელმა გმირმა გმირულად თავი გაწირა ჩვენი სამშობლოსთვის. მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ეს დღე მართლაც ტრაგიკული დღეა. თუმცა გვახსენებს იმას, რომ ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ. გმირების, რომლებმაც დაგვიტოვეს მაგალითი. დაუტოვეს მაგალითი ჩვენს თაობას, ჩვენს შვილებს, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ სამშობლოს. შინდისის გმირებმა საკუთარი გმირობით დაგვიტოვეს მაგალითი იმისა, რომ სიცოცხლე არაფრად არ ღირს, მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის დაცვას. ამ დღეს სიმბოლურია, რომ თავდაცვის ძალების და მთავრობის შუამდგომლობით, ინიციატივით, ჩვენ მივმართეთ ქალბატონ პრეზიდენტს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დღეს, ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა. ამით აჩვენა სიმამაცის უმაღლესი მწვერვალი. უდიდესი მაგალითი გვაჩვენა თავგანწირვის და თავდადების. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს.ჩვენი ტრაგედიაა ასევე ის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთის მხრივ, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს აჩვენეს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს, მსოფლოს, თუ როგორ უნდა შეეჭიდო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიოში, რუსეთის არმიას, თავი გაწირო შენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ამ დროს ტრაგედიაა და სირცხვილია ჩვენი, იმავე დღეს, 11 აგვისტოს, 13 წლის წინ, იმ დროინდელმა პრეზიდენტად წოდებულმა მთავარსარდალმა გვაჩვენა სიმხდალის არნახული მაგალითი. ბრძოლის ველიდან გაქცეული და მიწაზე გართხმული მთავარსარდალი. ეს არის ჩვენი ტრაგედია, ეს არის ჩვენი ეროვნული ტკივილი. მაგრამ ეს იყო რეალობა, რეალობა ისაა, რომ ასეთი მხდალ, ლაჩარი ადამიანი მართავდა ჩვენს ქვეყანას. შემთხვევით არაფერი ხდება. სწორედ მის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება - აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20%.2007 წელს რუსეთის ბოლო ქვედანაყოფმა, ჯარმა დატოვა საქართველო რამდენიმე თვეში ასეთი უგუნური ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის და ღალატის შედეგად, ასეთ უმძიმეს პროვოკაციას რომ ვერ ააცილებ საკუთარ ქვეყანას და შემოაბრუნებ რუსულ ჯარს საქართველოში, ეს არის ქვეყნის და ხალხის ღალატი. მაშინ, როდესაც უნდა აჩვენო როგორც ლიდერმა თავდადების და ერთგულების მაგალითი, გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის ბოლო მაგალითი და მიწაზე გართხმული იმ დროინდელი პრეზიდენტის ფოტოებით აჭრელდა მთელი მსოფლიო. სამწუხაროდ, ისევ გვიწევს ამ რეალობასთან ჭიდილი, მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია და იღებს სწორ გადაწყვეტილებას. ხალხმა იცის, ვინ ლაპარაკობს სიმართლეს და ვინ ტყუილს. გარკვეული პერიოდი შეიძლება შეაცდინო შენი მოსახლეობა, რაც ჩვენ გამოვცადეთ, მაგრამ, „არაფერია დაფარული, რაიც არა გაცხადეს“. არაფერი არ იმალება ქვეყანაზე.მინდა ახლა გადავიდე არჩევნების საკითხზე. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის. თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ერთგული წევრები. თქვენი დახმარებით, გვერდში დგომით ქართულმა ოცნებამ ბოლო შვიდ არჩევნებში ღირსეული, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. რომ არა თქვენი მხარდაჭერა და ერთგულება, ეს გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ და ჩვენმა დიდმა ოჯახმა, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად ვიცით ერთგულების ფასი. ბევრი გულის ტკენაც იყო, ბევრი შეცდომა იყო, ბევრი მოღალატე იყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი გუნდი, „ქართული ოცნება“, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე და ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ყოველთვის გავიმეორებ ამას, ვინაიდან ეს არის სიმართლე-ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც განაპირობა და მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველა წინსვლის და განვითარების. ჩვენ როგორს პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სიტუაცია გავხადეთ პროგნოზირებადი. სიტყვა „პროგნოზირებადი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადვილად გასაგები, აღქმადი ყველა მოქალაქისთვის, იქნება ეს ექიმი, მასწავლებელი, პოლიციელი, ჯარისკაცი, ბიზნესმენი, მეწარმე, ფერმერი. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს სჭირდება სტაბილურობის განცდა. მას სჭირდება პროგნოზირებადი მომავალი. აი, სწორედ ეს პროგნოზირებადი მომავალი გარანტირებული გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ ჩვენი პარტია, ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი პარტია და ჩვენ არაფერს ისეთს არ გავაკეთებთ, რითაც საფრთხეში ჩავაგდებთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას. შეცდომები არ გვაქვს? რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ ეს შეცდომა არის გამოსწორებადი. ახლა ჩვენ სრული მობილიზება გვჭირდება იმისთვის, რომ ძალიან ღირსეულად, ძლიერად გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში. თვითმმართველობის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში ჩვენ უნდა ჩავიდეთ. მერი უნდა ჩავიდეს ყველა სოფელში, ყველა უბანში უნდა შევიდეს, მოსახლეობას ელაპარაკოს და ადგილზე გადაუწყვიტოს ყველა პრობლემა. მეგობრებო, მოსახლეობას სჭირდება ზრუნვა, ყურადღება, ჩემი დავალება თითოეული მერისადმი იქნება, რომ სწორედ მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ ჩვენს მოქალაქეებზე.„მშვიდობას და სტაბილურობას სჭირდება განვითარება. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, იქნება ეს განათლება, სპორტი, კულტურა, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ადგილობრივი წარმოების განვითარება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით არაერთი პროექტი დაა პროგრამა დაფინანსდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 13 000-ზე მეტი ბენეფიციარი ფერმერი სარგებლობს შეღავათიანი პროგრამებით. 1700-ზე მეტი სამაცივრე პროგრამა დაფინანსდა. გაშენდა 6400 ჰექტარი ახალი ვენახები. 13 000 ჰექტარი ხეხილის მრავალწლოვანი კულტურები გაშენდა. ეს საკმარისი არ არის, ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება. ჩვენ შევიმუშავეთ კომპლექსური, მასშტაბური განვითარების ხედვები, ყველა მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება მექნება მე პირადად და ჩვენს მთავრობას ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში დაფინანსდება დაახლოებით 1300 ახალი საწარმო დაა ჯამში მთავრობა და კერძო სექტორი 2 მლრდ 500 მილიონის ინვესტირებას მოახდენს ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული წინსვლა,, წითელი ხიდიდან სარფამდე 4 საათში იქნება შესაძლებელ მგზავრობა. 32 მილიარდი დაიხარჯება ჩვენი რეგიონების განვითარებაში. ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტები. ეს და იხარჯება 500 მილიონი. მე მინდა, რომ ყველა ქალაქი დს მუნიციპალიტეტი გახდეს ევროპული ტიპის. დავიწყებთ ურბანული ცენტრების განახლებას. ამით ისარგებლებს როგორ ჩვენი მოსახლეობა, ასევე კერძო სექტორი. დავიწყებთ რეკრეაციული სივრცეების განახლებას. ახალი სკვერები, ბაღების. ჩვენ დღეს ვიმყოფებით წალკის უნიკალურ კანიონთან, რომელიც ევროპაში არის ერთ-ერთი გამორჩეული. აქ უცხოური კომპანია ისრაელიდან 40 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს, რაც ამ ადგილის უნიკალურობაზე მიუთითებს. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ასეთი უნიკალური ადგილები მაქსიმალურად ავითვისოთ. შევქმნათ ახალი ტურისტული ატრაქციები, გავუჩინოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენს მოსახლეობას, ახალი სამუშაო ადგილები - ეს უნდ იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენ ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ. უნდა გავაათმაგოთ მუშაობის ტემპიც და განვითარების ტემპიც. ეს სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. სჭირდება კეთილდღეობა, სიმშვიდე და სტაბილურობა.2 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ძლიერად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში და შემდგომი მინიმუმ 3 წელი, 2024 წლამდე, მანამ სანამ არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანაში უნდა იყოს სწრაფი აღმავლობის და განვითარების წლები და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ თქვენი მხარდაჭერით.მნიშვნელოვანია განათლება. სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას სჭირდება თანამედროვე, გადამზადებული სპეციალისტი. აუცილებელია განათლების სფეროში ინვესტირება. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში აშენდეს პროფესიული სასწავლებელი. გვაქვს გეგმა, რომ პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული წავახალისოთ განსაკუთრებული ინიციატივებით, წამახალისებელი ღონისძიებებით, მივცეთ მათ იაფი სესხი, დაფინანსება, გრანტები მთავრობისგან, იმისთვის, რომ ადგილზე მოხდეს მათი დასაქმება და გამყენება.ბოლო წლების განმავლობაში 175 ახალი სკოლა აშენდა ჩვენს დროს, 250-ზე მეტი სკოლა გარემონტდა. დღეს კიდევ ერთ ახალ სკოლას დავათვალიერებ. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიან სტანდარტი - ყველა სკოლა, ყველა ბაღი უნდა იყოს ერთიანი ევროპული სტანდარტით აშენებული და რეაბილიტირებული. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი - განვითარება, განვითარება, განვითარება.ახლა რაც შეეხება პანდემიას, მე მინდა რამდენიმე სიტყვით ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა თუ სად ვიყავით, სად ვართ და ჩვენი პროგნოზით სად ვიქნებით მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ პანდემია არის მსოფლიო მოვლენა, ეს ხდება ყველგან, მთელ მსოფლიოში, ეს იყო მოულოდნელი ჭირი, რომ იტყვიან, გამოწვევა მთელი მსოფლიოსი, რამაც დაანგრია, შეაჩერა, გააჩერა მთელი მსოფლიო. ჩვენ, რა თქმა უნდა როგორც მთელი მსოფლიო, გასულ წელს შევხვდით მოუმზადებლები, არ ვიცოდით, თუ რასთან გვქონდა საქმე. ახლა უკვე უკეთესად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა გვაქვს და მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადოთ. 5 თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3,5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული, ყველაფერი, გვქონდა კომენდანტის საათი, შეზღუდვები და აშ.. იყო სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი. ამას ემატებოდა ის საბოტაჟი და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი. დღეს რა ვითარება გვაქვს, ლარი არის სტაბილური, მაქსიმალურად ამ მოკლე დროში, 5 თვეში, შევძელით დასტაბილურება და ჩამოვიდა, 40 პუნქტით გამყარდა. ამას გარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში. 45% იანი ზრდა გვქონდა აპრილის თვეში, მაისის თვეში 25%-იანი, ივნისში 18%-იანი. 12,7% გვაქვს 6 თვის ზრდის მაჩვენებელი, რაც არის უპრეცედენტო ბოლო წლების განმავლობაში, ორნიშნა ზრდა ჩვენ არ გვქონია 2006 წლის შემდეგ. მეგობრებო, ამას სჭირდება შენარჩუნება. ამის შედეგი რა არის- ამის შედეგი არის ის, რომ მაგალითად ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონით გავზარდეთ და შევიტანეთ პარლამენტში, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ ბიუჯეტს. 600 მილიონი მივეცით ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული და რომელიც საჭიროებდა ამ თანხას. სხვა თანხები გავუშვით ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკაში, წარმოებაში და მოქალაქეების, მაგალითად ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებაში. დღეს გადავხედოთ ტურისტულ ადგილებს. ყველა ტურისტული ადგილი აბსოლუტურად გადაჭედილია. ტურისტებით სავსე, იგივე ჩვენი შიდა ტურიზმი ძალიან მაგრად მუშაობს, ხალხი ქმნის დოვლათს და შემოსავალი შესდის ყველა მოქალაქეს, ყველა ოჯახს მეტ-ნაკლებად. ამ ყველაფერს სჭირდება მეგობრებო, შენარჩუნება.ეხლა ვუბრუნდები ვაქცინის საკითხს. მე გითხარით, რომ ვაქცინები 5 თვის წინ არ იყო. ველოდებოდით COVAX-ის პლატფორმას, ეს პლატფორმა არის საერთო პლატფორმა, რომლისგანაც ყველა ქვეყანა ელოდებოდა ვაქცინებს, მაგრამ მოხდა დაგვიანება და ვაქცინები იმ დროისთვის, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, არ ჩამოვიდა საქართველოში. მე გადავწყვიტე მაშინ, დავავალე კაბინეტს და დავიწყეთ პირდაპირ მწარმოებლებთან, მომწოდებლებთან მუშაობა. მაშინ კომუნიკაციაზე საერთოდ არავინ არ გამოდიოდა. კვირების განმავლობაში ელოდებოდნენ პასუხს მეილით. მე მქონდა ნაცნობობა ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს ჯანმოს გენერალურ დირექტორთან, რომელიც იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მასთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, მისი დახმარებით, მისი უშუალო კომუნიკაციით და შუამავლობით დავუკავშირდი „ფაიზერის“ პრეზიდენტს, მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის ჩართულობით, ჩემს აპარატთან, ჩემს ადმინისტრაციასთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან, მაქსიმალურად დავაჩქარეთ პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი „ფაიზერი“ საქართველოში. მილიონი ცალკე, რომელიც ჩვენ ვიყიდეთ და ნახევარი მილიონი პრეზიდენტ ბაიდენის საჩუქარი საქართველოსთვის. მეორეს მხრივ, მაშინ იყო დილემა, ასეთი კითხვა არსებობდა ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით. პირველივე დღეებიდან ვიყავი მომხრე და ჩემი ინიციატივა იყო სწორედ ჩინური ვაქცინების შემოტანა საქართველოში. იმიტომ, რომ ისევ ჩემი კარგი მეგობრის და ნაცნობის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის რჩევით, პრივატულ საუბრებში მან მითხრა, რომ ორივე ჩინური ვაქცინა იქნება აღიარებული უახლოეს კვირებში და თვეებში, დროის ამბავია. მე მაშინ დავავალე მთავრობას და დავუკვეთეთ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. ახლა რა ხდებოდა ამ პროცესში. მოთხოვნა იყო საკმაოდ გაზრდილი, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ბევრს ჰქონდა და არა მხოლოდ ჩვენ, ამიტომ მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება იყო. ჩინეთის პრემიერთან მქონდა კომუნიკაცია, შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ მილიონნახევარი ჩინური ვაქცინა დღეს არის საქართველოში. ანუ, საუკეთესო ვაქცინების მობილიზება შევძელით უმოკლეს დროში. ეკონომიკა გავხსენით და ყველა რეიტინგით, პარამეტრით დავუბრუნდით, ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას. სულ ახლახანს გამოქვეყნებული Fitch-ის რეიტინგიც ამას მოწმობს, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ეხლა, ამდენს რატომ ვლაპარაკობ, დაგღალეთ, უკაცრავად, მაგრამ მე მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ამ ყველაფერს, მეგობრებო, სჭირდება კარგი შენარჩუნება. ერთის მხრივ, ბალანსის დაცვა, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება საქმე, მეორეს მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ძალიან დიდი უმრავლესობა მოქალაქეებისა არიან დასაქმებულები. ადამიანებს სჭირდებათ დასაქმება, ყოველთვიური შემოსავალი. გავიხსენოთ წინა წელი, როცა გამოვკეტეთ სახლებში ადამიანები და შემდეგ 200 ლარები დავურიგეთ. არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად შეძლოს ცხოვრება?! რა თქმა უნდა, არა. გვინდა, რომ გავიმეოროთ იგივე?! მე ვფიქრობ, არა. ამიტომ, ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ. სიტუაცია მშვიდად და ცივად უნდა ვმართოთ. მე მესმის ჩვენი ექიმების და მათ ვუთანაგრძნობ, მადლობას ვეუბნები მათი გმირობისთვის, ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, გვერდში დავუდგეთ, შეძლებისდაგვარად, აი იმ ზღვარზე როგორც ვართ ახლა, უნდა ვმართოთ სიტუაცია.თუ ჩვენ, მოქალაქეები არ დავეხმარებით ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს ექიმებს და არ ავყვებით ამ ფერხულში, რასაც ჰქვია ვაქცინაცია და აცრა, იქნება ძალიან ცუდი სამსახური ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თავისთვის. ახლა რატომ, იმიტომ, რომ აუცრელი ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის გაუარესების ძალიან მაღალი რისკია. უკვე ჰოსპიტალში მოხვედრილი, ანუ დამძიმებული პაციენტის რისკები ასევე იზრდება. 99,99% აცრილებისა არ ხვდებიან კლინიკებში, არ ხდება გარდაცვალება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, აცრა იცავს სიკვდილისგან. მე აცრილი ვარ, კოვიდიც გადავიტანე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. ამით მინდა, რომ ერთგვარი ელემენტარული მაგალითი მივცე ყველას, ჩემს გარშემო მყოფს. ჩავრთე ჩემი ინიციატივით მთელი მთავრობა, სამინისტროები, დავავალე ყველას, რომ დავიწყოთ ორგანიზებულად აცრები. ისევე როგორც რეგიონებში გუბერნატორები, მერები, საკრებულოს წევრები, ახლა გამოვედით ხალი ინიციატივით, რომ ცესკოს ყველა თანამშრომელი იქნას აცრილი, ისევე როგორც ყველა მერობის კანდიდატი, იმისთვის, რომ ჩავატაროთ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი“, - განაცხადა მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ამას ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ მშვიდად და ყოველგვარი პანიკის და ისტერიის გარეშე. თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში. აპოკალიფსია პირდაპირ. მთელ მსოფლოში ეს ხდება. მანამდე მომადგნენ, ყოველ დღე აქციებს მიტარებდნენ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ობიექტურად მაშინ ხალხი იყო შეწუხებული. ეს გავაკეთეთ. შემდეგ გავითვალისწინე მოსახლეობის ჩივილი და სტაბილური სიტუაციისას, როდესაც ვაქცინების შემოტანა დავიწყეთ, გავაუქმეთ პირბადის ტარების რეგულაციაც. დროებით, მაგრამ ვაკვირდებოდით სიტუაციას. ახლა ჩვენ შემოვიღეთ ასეთი რეგულაცია - 5 ადამიანზე მეტი თუ იკრიბება და მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ვიმყოფებით აქტიურ საარჩევნო კამანიაში, საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა.