ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

შექმნის დღიდან პრიორიტეტად დავისახეთ ახალგაზრდებში სოციალურად თანასწორი გარემოს უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, თავისუფალი, დამოუკიდებელი, თანასწორუფლებიანი მოქალაქეების სახელმწიფოს შენება.

ისტორია:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნდა 2012 წლის 9 ივლისს, როდესაც სასტუმრო „თბილისი მერიოტში’’, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა რეგიონული კონფერენცია თემაზე: „ახალგაზრდული პოლიტიკა - ახალი ხედვა’’. აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

დაარსებას წინ უძღვოდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ჯგუფის შექმნა (2011 წლის დეკემბერი), რომელიც პარტიის ჩამოყალიბებამდე ორგანიზებას უწევდა პოლიტიკურ აქციებს და ახორციელებდა ახალგაზრდულ პროექტებს.

2012 წლის 21 აპრილს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების’’ ბაზაზე შეიქმნა მემარცხენე ცენტრისტული იდეოლოგიის პოლიტიკური პარტია სახელწოდებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’.

2012 წლის 7 მაისს მ.პ.გ. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუერთდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ჯგუფი, რის შედეგადაც გუნდმა წარმოადგინა ერთობლივად შემუშავებული ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია და სტატეგია.

მიუხედავად იმდროინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული მძიმე წნეხისა, დღითიდღე მატულობდა ორგანიზაციის აქტივობა და იზრდებოდა ორგანიზაციის რიგები.

2012 წლის 1 ოქტმობრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა კოალიცია.  არჩევნებამდე, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პარტიის ახალგაზრდული გუნდი აქტიურად იყო ჩართული ყველა ღონისძიებასა და საპროტესტო აქციაში და თავისი წვლილი შეიტანა საბოლოო გამარჯვებაში. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ახალგაზრდებმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც.

2016 წლის 26 ივნისს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა. ყრილობის დელეგატებსა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინსირი დაესწრო და მან აუდიტორიას სიტყვით მიმართა. დელეგატების მიერ ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გიორგი ჩაკვეტაძე. ყრილობამ დაამტკიცა გამგეობის წევრებიც, მათი არჩევა ღია კენჭისყრით მოხდა. ამ ეტაპისთვის, ორგანიზაცია ჩართულია წინასაარჩევნო პროცესში და გეგმავს სამომავლო განვითარების სხვა მიმართულებებს.

ისტორია:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნდა 2012 წლის 9 ივლისს, როდესაც სასტუმრო „თბილისი მერიოტში’’, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა რეგიონული კონფერენცია თემაზე: „ახალგაზრდული პოლიტიკა - ახალი ხედვა’’. აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

დაარსებას წინ უძღვოდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ჯგუფის შექმნა (2011 წლის დეკემბერი), რომელიც პარტიის ჩამოყალიბებამდე ორგანიზებას უწევდა პოლიტიკურ აქციებს და ახორციელებდა ახალგაზრდულ პროექტებს.

2012 წლის 21 აპრილს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების’’ ბაზაზე შეიქმნა მემარცხენე ცენტრისტული იდეოლოგიის პოლიტიკური პარტია სახელწოდებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’.

2012 წლის 7 მაისს მ.პ.გ. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუერთდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ჯგუფი, რის შედეგადაც გუნდმა წარმოადგინა ერთობლივად შემუშავებული ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია და სტატეგია.

მიუხედავად იმდროინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული მძიმე წნეხისა, დღითიდღე მატულობდა ორგანიზაციის აქტივობა და იზრდებოდა ორგანიზაციის რიგები.

2012 წლის 1 ოქტმობრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა კოალიცია. არჩევნებამდე, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პარტიის ახალგაზრდული გუნდი აქტიურად იყო ჩართული ყველა ღონისძიებასა და საპროტესტო აქციაში და თავისი წვლილი შეიტანა საბოლოო გამარჯვებაში. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ახალგაზრდებმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც.

2016 წლის 26 ივნისს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა. ყრილობის დელეგატებსა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი დაესწრო და მან აუდიტორიას სიტყვით მიმართა. დელეგატების მიერ ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გიორგი ჩაკვეტაძე. ყრილობამ დაამტკიცა გამგეობის წევრებიც, მათი არჩევა ღია კენჭისყრით მოხდა. ამ ეტაპისთვის, ორგანიზაცია ჩართულია წინასაარჩევნო პროცესში და გეგმავს სამომავლო განვითარების სხვა მიმართულებებს.

ორგანიზაციის მიზნები და სტრუქტურა:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაცია დადგენილი მიზნების შესრულებისათვის ფუნქციონირებს განსაზღვრული წესითა და ფორმით. ორგანიზაციას აქვს დასახული სტრუქტურა, ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც ხელძღვანელობს ორგანიზაციას და წარმოადგენს მას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებიც თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ განსაზღვრული მიმართულებით.

ორგანიზაციის ყრილობა არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველი ორი წლის შემდეგ ამტკიცებს ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და გამგეობის წევრებს. ორგანიზაციას ჰყავს თბილისის 10 რაიონის თავმჯდომარეები და რეგიონების 63 თავმჯდომარე.

ორგანიზაციის სამსახურებია: ახალგაზრდული სამსახური, თბილისის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რეგიონული სამსახური და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.

თავისი მიზნების შესასრულებლად, ორგანიზაციას ასევე ჰყავს საორგანიზაციო საქმიანობის კოორდინატორი, ადმინისტრაციული ხელმძღვანელი და კანცელარია.

საერთაშორისო თანამშრომლობა:

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაცია საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობს სხვადასხვა ახალგაზრდულ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ, 2016 წლის 25-28 თებერვალს გამართულ „ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის” კონგრესზე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია მისი დამკვირვებელი წევრი გახდა. „ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირი” მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც 1907 წელს დაარსდა და 100-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე ახალგაზრდულ პოლიტიკურ ორგანიზაციას აერთიანებს.