×

13 აგვისტო, 2021

ახმეტის მერობის კანდიდატის ალექსი ფიცხელაურის წარდგენა

ჩვენ მერებს ვარჩევთ განსაკუთრებული ყურადღებით. მერი და ყველა ხელისუფალი უნდა ემსახურებოდეს ხალხს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხალხის არჩეულები, ხალხის დანიშნულები და მსახურები, გარკვეული ვადით. შესაბამისად, მერისადმი ჩვენი დავალება იქნება მაქსიმალური ყურადღება. მერი უნდა შევიდეს თითოეულ ოჯახში, თითოეულ სოფელში. ადგილზე უნდა გადაუწყვიტოს თითოეული პრობლემა, რომელიც ამა თუ იმ ოჯახს შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გავუზრდით ბიუჯეტს, წამოვა დამატებითი ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრამა დავაფინანსოთ. ყველა შენობას, ყველა ქუჩას უნდა ჩავუტაროთ რეაბილიტაცია, მეტი სკოლა და საბავშვო ბაღები ავაშენოთ და მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ. - ირაკლი ღარიბაშვილი

გვაქვს ამბიციური, გრძელვადიანი გეგმა. პრემიერის ინიციატივით შექმნილია რეგიონებისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროგრამები, რომლებიც აუცილებელია, რომ შესრულდეს ისე, როგორც დაგეგმილია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მერი და ძლიერი საკრებულო - მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ, მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ალტერნატივა არ ჰყავს ახმეტაში. - კახა კუჭავა
ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ბატონ ალექსისთან ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ თანამშრომლობას კიდევ უფრო ინტენსიურად, კიდევ უფრო აქტიურად, იმისთვის რომ პოტენციალი, რომელიც ამ რეგიონს აქვს ავითვისოთ და ჩვენ ვხედავდეთ ულამაზეს ლანდშაფტს, გზაზე რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია და ეს უნდა აითვისოს ახმეტის ადგილობრივმა მოსახლეობამ. - ლევან დავითაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია. ახმეტელები პირდაპირ ვირჩევთ მერს, რომელმაც მუნიციპალიტეტის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და ცენტრალურ ხელისუფლებას აქტიურად ეთანამშრომლოს, რათა რაც შეიძლება მეტი რესურსი გვქონდეს იმისთვის, რომ თავად გადავჭრათ ის პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი მუნიციპალიტეტი და ჩვენი ხალხი იმყოფება. მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს, გამოგვიცხადებს ნდობას, მე და ჩვენს პოლიტიკურ გუნდსაც და შედეგიანი და დასამახსოვრებელი იყოს მომავალი 4 წლიანი თვითმმართველობა ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი ყველა კეთილისმსურველისთვის, რათა ერთად შევქმნათ ახმეტის ახალი და წარმატებული მომავალი. - ალექსი ფიცხელაური