×

13 აგვისტო, 2021

თელავის მერობის კანდიდატის - ლევან ანდრიაშვილის წარდგენა

მინდა აღვნიშნო, რომ განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში ჩვენ ვიწყებთ ცნობილი შვიდი ბორცვის პროექტის განხორციელებას წელსვე. ასევე დამატებითი თანხები გამოიყოფა იმისთვის, რომ დამატებითი ცენტრების მოწყობა შევძლოთ.
მე ვიცი, რომ თელავში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, არის წყალმომარაგება. არ ვიცი, მართლაც არ მაქვს კითხვაზე პასუხი, რატომ არ იყო მანამდე ეს საკითხი მოგვარებული. ბოლო წლების განმავლობაში ვიცი, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. ცენტრალური მთავრობის მხრიდან ეს საკითხი საჭიროებდა უფრო მეტ აქტიურ ჩარევას და გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ მე გპირდებით, რომ ჩვენ წელსვე დავიწყებთ ამ პროექტს და თელავს ძალიან მალე ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. - ირაკლი ღარიბაშვილი


თელავის საერთაშორისო ჩოგბურთის ტურნირმა უკვე სახელი დაიმკვიდრა მსოფლიოში. აქ აშენდა ბრწყინვალე, საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი, უნივერსიტეტი, სადაც მეც მომეცა ბედნიერება, რამდენიმე საჯარო ლექცია წამეკითხა, ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი, სადაც ბრწყინვალე წარმოდგენები იმართება. ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ თელავი გავხადოთ არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.
ჩვენ გვყავს მერობის ძლიერი კანდიდატი, ძლიერი გუნდი საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს, ერთმანეთს მივულოცავთ გამარჯვებას. თელავი გაიმარჯვებს. - კახა კუჭავა


ჩემი მიზანია ერთად ვისაუბროთ, ერთად ვიზრუნოთ მომავალზე, თელავზე, უშუალოდ მუნიციპალიტეტზე, რომელიც უნდა იყოს მიმზიდველი არა მარტო მისი მაცხოვრებლებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის.
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მექნება ხშირი კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან და უშუალოდ იმ ადამიანებთან, ვისაც გული შესტკივა მუნიციპალიტეტის განვითარებაზე და მის მომავალ დღეზე. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად ღირსეული შენამატი შეგვიძლია მივიღოთ საქართველოს ევროინტეგრაციის შეუქცევადი პროცესისგან, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია უამრავი ქმედითი ნაბიჯი გადავდგათ კიდევ უამრავი გამოწვევის წინაშე. - ლევან ანდრიაშვილი