×

11 აგვისტო, 2021

გარდაბნის მერობის კანდიდატის დავით კარგარეთელის სიტყვით გამოსვლა

მოგესალმებით მეგობრებო, ძვირფასო სტუმრებო, დამსწრე საზოგადოებავ.

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა, დღე, როდესაც ჩემი ქალაქის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა პოზიციაზე, ათზე მეტი წლის მუშაობის შემდეგ, ჩემმა გუნდმა გარდაბნის მერობის კანდიდატად დამასახელა!

უკვე წლებია, რაც გარდაბნის და აქ მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოგვარება, მათი გაჭირვებისა თუ სიხარულის გაზიარება ჩემი ცხოვრების და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ამბიციურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ზედმიწევნით ვიცნობ ჩვენი ქალაქის, აქ მცხოვრები ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებს და ჩემს გამოცდილ გუნდთან ერთად მაქვს კონკრეტული, ზუსტი ხედვა, თუ როგორ შეიძლება მათი დაძლევა.

თამამად ვიტყვი იმასაც, რომ ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნის პერიოდში კარგად გამიცნო გარდაბნის მოსახლეობამაც. მჯერა, მათ კარგად იციან, რომ არასდროს, არცერთ ვითარებაში, არანაირი სირთულის წინაშე არცერთ მათგანს მარტოს არასდროს დატოვებ და ყოველთვის მათ გვერდში ვიდგები როგორც პერსონალურად, ისე, გარდაბნელების მხარდაჭერის შემთხვევაში - როგორც ჩვენი ქალაქის მომავალი მერი.

დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ერთობლივი, შეთანხმებული ნაბიჯებითა და დროული გადაწყვეტილებებით შევძლებთ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქი ბევრად უფრო კომფორტული, განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული გავხადოთ, ვიდრე დღესაა.

გარდაბნის მერიაში მოსვლის პირველივე დღიდან ვგრძნობდი ჩვენი მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერას და მწამს, რომ თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!