×

17 აგვისტო, 2021

ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენა

მე ჩემს არაერთ გამოსვლაში მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ყველა მერი და ზოგადად, მმართველი უნდა იყოს მსახური ხალხის. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს - ვემსახურებით საქართველოს. ამ სიტყვების თქმის შემდეგ მე მინდა წარმოგიდგინოთ ბათუმის მერობის კანდიდატი, ოფიცერი, კაცი, რომელიც მთელი თავისი გულით და გონებით ემსახურება თავის ქალაქ და თავის ქვეყანას - არჩილ ჩიქოვანი. - ირაკლი ღარიბაშვილი
 
 
უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში ბევრი პროექტია დაგეგმილი - სპორტის სასახლე, რომელიც მალე დასრულდება, სკოლების რეაბილიტაცია, რომელიც წარმოუდგენლად დიდი ტემპით მიმდინარეობს.
ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ბათუმს წარმოაჩენს, როგორც ერთ-ერთ სამაგალითოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. იგი არის ტიპიური ევროპული ყაიდის ქალაქი, რომელმაც უნდა იამაყოს იმ განვითარებით, რაც აქვს, თუმცა, მე ვიცი როგორი მომთხოვნნი არიან ბათუმელები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით.
მერის კანდიდატი, რომელიც ერთი წელია მერის მოვალეობას ასრულებს თავის გუნდთან ერთად დარწმუნებული ვარ შეძლებს კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევას და ჩვენ ოთხი წლის მერე ვნახავთ რამდენი რამ შემატა „ქართული ოცნების“ გუნდმა, ახალმა მერმა ბათუმს. - კახა კუჭავა
 
 
ბათუმი და ბათუმელები არასოდეს ვღალატობთ პრინციპებს და ეს ქალაქი მართლაც არის ღირსების, თავისუფლების და კულტურის ქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც, თითოეული ბათუმელი, თითოეული გულშემატკივარი გვერდში დაუდგება ძალიან ღირსეულ მერს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის და იმ გუნდს, რომელიც იქნება ამ ქალაქის უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში. ეს ადამიანები სწორედ ამ თვისებებს ატარებენ და როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს ემსახურებოდნენ ამ ქვეყანას და აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საჯარო სტრუქტურებში მუშაობის, ასევე ბათუმელების სამსახურის. ამიტომ, ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენ ძალიან დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ და მინდა ყველას კიდევ ერთხელ გთხოვოთ, როგორც ძველ გვარდიას, ჩვენ გვესწრებიან ადამიანები, რომლებიც 2011 წლიდან ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს დაუდგნენ გვერდში, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი, ეს ქალაქი ყოფილიყო თავისუფალი და თითოეულ ქართველს თავი ეგრძნო ღირსეულად ამ ქვეყანაში. - თორნიკე რიჟვაძე
 
 
ძალიან დიდი გამოწვევაა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო იმ ქალაქის მერობის კანდიდატი, რომელმაც მოგვცა ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გაგაჩნია, მათ შორის სამსახურეობრივი კარიერა, სადაც აიდგი ფეხი და სადაც გაკავშირებს ყოველი დღე, ყოველი წამი იმ ხალხთან და ადამიანებთან, რომლებთანაც გატარებული და განვლილი გაქვს ძალიან დიდი გზა. ამისთვის მე მინდა მადლობა ვუთხრა „ქართული ოცნების“ ძალიან გამოცდილ, ძალიან ღირსეულ და მრავალ გამარჯვება ნანახ გუნდს იმისთვის, რომ მე ეს პატივი მხვდა წილად.
მრავალწლიანი, 17 წლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობის და ჩემს ქალაქთან დამოკიდებულება, განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში, მერიის საჯარო მოხელეთა ძალიან ძლიერ გუნდთან, მიღწეული შედეგები და ჩვენს თანამოქალაქეებთან ყოველდღიური ურთიერთობა და ყოველდღიური შედეგები, ის, რამაც განაპირობა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს უპრეცედენტო ბიუჯეტი და განვახორციელეთ ძალიან ბევრი პროექტი, ჩაყრილი აქვს ძალიან დიდ პროექტებს, როგორც სოციალური მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით. - არჩილ ჩიქოვანი