×

14 აგვისტო, 2021

საგარეჯოს მერობის კანდიდატის ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენა

წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, მათ შორის, საგარეჯოში. განხორციელდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც ეხება გზების მოწესრიგებას, წყლის პროექტს, ვიცი, რომ გამოწვევად რჩება რამდენიმე სოფელში წყლის პრობლემა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და 2-3 წელიწადში დასრულდება ეს პროექტი დ 2023 წლისთვის სრულად იქნება უზრუნველყოფილი წყლით საგარეჯო და საგარეჯოს სოფლები. - ირაკლი ღარიბაშვილი


ბოლო ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ვსტუმრობთ კახეთს, წარმოვადგენთ ყველა განხორციელებულ პროექტს და სიამაყით ვიმეორებთ, თუ რა გაკეთდა, რადგან გაკეთდა ბევრი რამ , რაც მოსახლეოებისთვის ნამდვილად ხელშესახებია - ეს იგრძნობა და ჩანს.
ყველაფერი იდეალურად არ არის, ბევრია სამუშაო, ახალი პროექტებია დასაწყები და განსახორციელებელი. ჩვენ გვაქვს მიზანი და გვაქვს გეგმა ყველა მიმართულებით, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ ქვეყნის განვითარება.
რეგიონში ბევრი პროექტია განხორციელებული - ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ჩქაროსნული გზის პროექტი, ასევე, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის რეაბილიტაციის პროექტები, რაც უზრუნველყოფს, რომ კიდევ უფრო კომფორტული გახდეს დავით გარეჯის ულამაზესი მონასტრის მონახულება. - კახა კუჭავა


მინდა ხაზი გავუსვა პროფესიული განათლების მნიშვნელობას, რომელიც ჩვენს სფეროში ასევე სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში აღმოცენდეს რამდენიმე კოლეჯი, რომელიც მორგებული იქნება იმ კონკრეტული რეგიონის ინტერესებსა და საჭიროებებზე. მათ შორის,აქვე მინდა გითხრათ, რომ საგარეჯოში აუცილებლად იქნება ახალი, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელი, რომელიც მოერგება საგარეჯოს საჭიროებებს. - მიხეილ ჩხენკელი