×

14 აგვისტო, 2021

გურჯაანის მერობის კანდიდატის - ზურაბ უტიაშვილის წარდგენა

არჩევნებს რაც შეეხება - ძალიან მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ისევე როგორ ჩვენ, თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით ძვირფასო გურჯაანელებო, გავიმარჯვეთ შვიდ არჩევნებში, გავიმარჯვებთ მერვე არჩევნებშიც და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. ველისციხის პროექტზე მინდა ასევე აღვნიშნო - აღნიშნული პროექტით ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაცოცხლებთ ამ რეგიონს. შეიქმნება ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ტურისტული ადგილი. ველისციხეში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ, დაწყებული გვაქვს ამაზე მუშაობა და სამაგალითო ადგილი გახდება ველისციხე. - ირაკლი ღარიბაშვილი

ტექნოპარკი რეგიონში ორია და მათ შორის, ერთ-ერთი არის გურჯაანში. ეს არის ცენტრი, სადაც ახალგაზრდობა იკრიბება და შეუძლიათ, საკუთარი მიდგომები და ინოვატორული იდეები, პროექტები განახორციელონ, წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებაში.მოხარული ვარ, რომ გურჯაანის მაჟორიტარის ინიციატივით, გურჯაანში იქნება ცნობილი კულინარიის უნივერსიტეტი, სადაც ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანები ცოდნის მიღებას შეძლებენ.მადლობა ყველას, ვინც ჩართულია ამ რეგიონის, ამ მუნიციპალიტეტის განვითარებაში და წარმატებას ვუსურვებ ახალ კანდიდატს. ის არის ექიმი, რაც ნიშნავს, რომ იგი იზრუნებს თითოეულ ადამიანზე. - კახა კუჭავა


ჩემთვის დიდი პატივია  თქვენს წინაშე, კიდევ ერთხელ, გამოსვლა და იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც გურჯაანში ხორციელდება, რომელიც  თითოეული თქვენგანის დამსახურებაა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ახალგაზრდული საბჭოს წევრები, რომლებიც აქ შეგვეგებნენ და სწორედ ისინი არიან გურჯაანის მომავალი. მათი დამსახურებით შევძელით,  რომ გურჯაანში  რეგიონული ტექნოპარკი გაკეთდა, ამ პროექტს ჰქონდა დიდი მხარდაჭერა პრემიერის და „ქართული ოცნების“ მხრიდან.  აქვე მინდა, აღვნიშნო ველისციხის პროექტი. ეს იქნება ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი და იმ ისტორიის გახსენება, რომელიც ველისციხეს ტრადიციულად მოყვება. - დავით სონღულაშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბევრ რამეს, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული, რაც ჩვენს გუნდს ახასიათებს, ეს არის სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულად გამოცხადება და რა თქმა უნდა, გურჯაანი არის გამორჩეული მუნიციპალიტეტი სოფლის მეურნეობის კუთხით. არის გეგმები, რომელიც გაწერილია ბიუჯეტით და აუცილებლად შესრულდება. განსხვავებით იმ დაპირებებისგან, რომელსაც ხშირად ოპონენტები მიმართავენ, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს საფუძველს მოკლებულია და დიდწილად უტოპიური.​ამიტომ, ჩვენ თქვენთან ერთად სოფლის მეურნეობაში შეგვიძლია მივაღწიოთ მეტს, ვიდრე მივაღწიეთ. შედეგები, მართლაც თვალსაჩინოა, ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. - ლევან დავითაშვილი


მჯერა, რომ ჩვენ არა მარტო თვითმმართველობის არჩევნებში გავიმარჯვებთ, არამედ ერთად შევძლებთ გურჯაანი გადავაქციოთ წარმატებულ, პატარა, ლამაზ ევროპულ ქალაქად, რომელიც იქნება მიმზიდველი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყოფი ტურისტისთვის. მჯერა, რომ ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! - ზურაბ უტიაშვილი 


#განვითარებაყველარეგიონს