14
აგვისტო,
2021
მოგესალმებით, მივესალმები სიღნაღს და სიღნაღელებს, ამ ულამაზეს ქალაქს, რომელიც ცნობილია, როგორც ვახტანგ გორგასლის საუფლისწულო ქალაქი და ყველა ქართველის განმანათლების, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ქალაქი. დიდი პატივია დღეს, თქვენს წინაშე გამოსვლა.
ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. პირველ რიგში, მე მინდა, ჩვენს ამომრჩევლებს, ჩვენი დიდი ოჯახის, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს მადლობა გადაგიხადოთ იმ ნდობის, ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ. სწორედ თქვენი მხარდაჭერის შედეგად, ჩვენმა გუნდა შეძლო 7 არჩევნებში ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ ახლა ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, იმიტომ, რომ ყველა ის პროექტი და პროგრამები, რომელიც დაწყებული გვაქვს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. - ირაკლი ღარიბაშვილი
მნიშვნელობა არ აქვს, პირველად ჩამოდიხარ ამ ულამაზეს ქალაქში, სიღნაღში თუ მეასედ სტუმრობ მას - გამორიცხულია, ერთი და იგივე შეგრძნება არ გაგიჩნდეს, როდესაც გადახედავ ამ სილამაზეს, მიღწევებს, რომელიც კუთხეს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. საჭიროა მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე ორიენტირებული მერი და მისი გუნდი. წარმატებას ვუსურვებ კანდიდატს და მოვუწოდებ, რომ ყოველდღიურად იყოს ჩართული თითოეულ მოსახლესთან კომუნიკაციაში და რაც ყველაზე მთავარია, მეტი ახალგაზრდები ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ ახალგაზრდებზე დიდ იმედებს ვამყარებთ. სწორედ მათი ახალი იდეებით, პროექტებით, ინოვაციური მიდგომებით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ყველა კუთხეს. - კახა კუჭავა
სიღნაღის მიუნიციპალიტეტი მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი სოფლის მეურნეობაში. აქ ფაქტობრივად ყველაფერი იწარმოება და ყველაფრის წარმოების პოტენციალის შესაძლებლობა არის. თქვენ თუ მოინდომებთ სახელმწიფო კაპიტალის არსებობის გარეშე მხოლოდ მიწის რესურსების და არსებობის შემთხვევაში კი მოგცემთ საშუალებას, რომ როგორც გრანტით ისე შეღავათიანი კრედიტით თქვენი მეურნეობები განავითაროდ, გახადოთ თანამედროვე და მიიღოთ მეტი შემოსავალი. ამას სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს და გვესმის, რომ ახლოვდება რთველი და რთველის დროს სამწუხაროდ ნაკლებია გადამმუშავებელი სიმძლავრეების ინდუსტრიული კომერციული სიღნაღში, თუმცა ბევრი პატარა საოჯახო მარანი გაჩნდა რაც რა თქმა უნდა ძალიან მისასალმებელია. ეს ხელს უწყობს დამატებით ღვინის ტურიზმის განვითარებას. - ლევან დავითაშვილი
მოგეხსენებათ, 2019 წლიდან მე ვმუშაობ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე და ეს დრო სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ზუსტად გამეგო და ზუსტად გამეთავისებინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც არის ჩვენი მუნიციპალიტეტის შემადგენელ თითოეულ სოფელში, თითოეულ მის უბანში თუ დასახლებულ პუნქტში.
მე მინდა განვაცხადო და პირობა მოგცეთ თქვენ, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო საჯარო სამსახურში, სხვადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობებზე მუშაობისას დაგროვილ გამოცდილებას, სრულად, უშურველად და მთელი გულით მოვახმარ ამ რაიონის მცხოვრებთა კეთილდღეობას და თითოეულ ამ რაიონში არსებულ ოჯახის კეთილდღეობას იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს დღეს ამის შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობა გვაქვს მოცემული ცენტრალური ხელისუფლების გამართული პოლიტიკით და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს შესაძლებლობები ზუსტად ისეთივე ხარისხით და მოცულობით მივიტანოთ თითოეულ ოჯახამდე, როგორც ის მოგვეწოდება. ამისთვის ჩვენ მზად ვარ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ დახმარებისთვის. - მალხაზ ბეგიაშვილი