21 აგვისტო, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერები მარნეულში, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა, მარნეულში, ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაათვალიერეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ინჟინერმა, გიორგი შერმადინმა ინფორმაცია მიაწოდა განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ.  მარნეულში ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა  საქართველოს განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით ხორციელდება.  თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე, ექნება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. გარდა სასწავლო კორპუსისა, მოეწყობა კოლეჯის ეზო და ღია სპორტული მოედანი.

21 აგვისტო, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა მარნეულში, დევნილებისთვის მშენებარე დასახლება დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულში, დევნილებისთვის მშენებარე დასახლება დაათვალიერეს. გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ. გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

21 აგვისტო, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერები მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე თანამედროვე სტანდარტების  გამწმენდი ნაგებობის  მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, თუმცა, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ეტაპობრივად იგეგმება  მოსახლეობის ნაწილის ახალ სისტემაზე გადართვა. ამ ეტაპზე შენდება სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი და შიდა ქსელები, ახალი საკანალიზაციო კოლექტორი. პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის - წერეთელის, საიმერლოს, ყიზილაჯლოს, დიდი და პატარა ბეგლარის მცხოვრები, ჯამში 31 700-მდე ადამიანი, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება წყალარინების სისტემას, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურა 36 ათასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი.

21 აგვისტო, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ საღრაშენის ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში იმყოფებოდნენ, სადაც  ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს. სოფელ საღრაშენში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ახალი სკოლის მშენებლობა 1 მლნ ლარით დაფინანსდა. სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენდა, მოიცავს 8 საკლასო ოთახს, ლაბორატორიას, ბიბლიოთეკას, კომპიუტერულ ოთახს, სასადილო ოთახს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ასევე, კეთილმოეწყობა სკოლის გარე ტერიტორიაც.

21 აგვისტო, 2020

გოგი მეშველიანის სიტყვით გამოსვლა თეთრიწყაროში

მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თეთრიწყაროელებო! მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერებს - საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძესა და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს - ბატონ კახა კალაძეს. ძალიან დიდი ისტორიული ქარტეხილები ახსოვს ამ მიწა-წყალს. აქ ყველაზე მეტი კულტურული მემკვიდეობის ძეგლია შემონახული, რომელიც ჩვენს დიდ მემკვიდრეობას ასახავს. ამასთან ერთად, აქ არსებული ადგილობრივი უნიკალური ბუნება და კლიმატი თეთრიწყაროს განვითარების ძალიან დიდ პოტენციალზე მეტყველებს. თუმცა თეთრიწყაროს მთავარი სიმდიდრე ადგილობრივი საზოგადოებაა, რომელიც ყოველთვის გამორჩეული ერთობით და თავდადებით ემსახურებოდა ქვეყანას. ჩვენ ხელისუფლებას, რომელმაც მთავარ საზრუნავად თითოეული ადამიანის კეთილდღეობა და განვითარება დაისახა, საკმაოდ ბევრი პროექტი და პროგრამა აქვს განხორციელებული.   მოგეხსენებათ, ძალიან  მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს  ყველა მიმართულებით. მხოლოდ პროგრამა - „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 100-მდე პროექტი დაფინანსდა, მათ შორის, 60-მდე ბიზნესის გაფართოების მიზნით. დიდი ინვესტიციებია განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემების მშენებლობის მიმართულებით. ჩვენი ხელისუფლების მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთ დასტურად ისიც შეიძლება ითქვას, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში სტიქიისგან დაზარალებულთა დახმარებისათვის კომპენსაციის სახით 4 მილიონ ლარამდე თანხა გაიცა. ბუნებრივია მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი და ამისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება. მათ შორის, აღსანიშნავია დაბა მანგლისის გაზიფიცირების მიმდინარე 11,5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი და ასევე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მიმდინარე სამუშოები ჯორჯიაშვილი-ბოგვის მიმართულებით, რომლის ღირებულება 2,7 მილიონ ლარს შეადგენს. უახლოეს პერიოდში დაიწყება 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი: გოლთეთის, წინწყაროს, ქოსალარის, დურნუკისა და ხაიშის მიმართულებით. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება დაბა მანგლისშიც. ყველა იმ გამოწვევის დაძლევას, რომელიც მუნიციპალიტეტის  წინაშე დგას ჩვენი გუნდის ძალისხმევის გაერთიანება ესაჭიროება და აქ თითოეული ჩვენგანი ვიგულისხმებით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კონსოლიდაცია, რათა ერთად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და ერთად ვიშრომოთ თეთრიწყაროსა და საქართველოს წარმატებისთვის.

21 აგვისტო, 2020

არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლა თეთრიწყაროში

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, რომლითაც ახალი მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, როდესაც საქართველო დგამს ნაბიჯს წინ და აკეთებს თავისი პროგრესის კონსოლიდაციას. ცდილობს, რომ მოიკრიბოს ახალი ძალა მომავლისთვის და სწორედ „ქართული ოცნება“ არის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია. ჩვენ გვაქვს გეგმები, გვყავს გამოცდილი გუნდი და ასევე, გვყავს მხარდამჭერები თქვენი სახით, რომელთაც იციან, თუ რის გაკეთება შევძელით ერთად ამ წლების განმავლობაში და მინდა, პირველ რიგში, თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, ვინაიდან თქვენი მხარდაჭერის, შრომის, მოთმინების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, ერთად გაგვეკეთებინა ის, რისთვისაც ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მხარდამჭერები და მოქალაქეები ენდობიან და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ერთად შევძელით ამ წლების განმავლობაში, რომ ყველაზე უკეთ და ეფექტურად დაგვეცვა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. მოგეხსენებათ, ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე განვითარებაზე და პროგრესზე ვისაუბროთ. ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაზე უკეთ შევძელით, დაგვეცვა ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ადამიანის უფლებები. დღეს გამოქვეყნდა გაეროს ეგიდით კვლევა, სადაც ჩვენი ხელისუფლების და სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები ამ მიმართულებით არის შეფასებული დადებითად. რთულ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო არის გამოწვევის წინაშე და პანდემიამ შეცვალა სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, სამწუხაროდ, არაერთი ადამიანი შეიწირა და არაერთი ოჯახი ტრაგედიის წინაშე დააყენა, ჩვენმა სახელისუფლებლო გუნდმა, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეფექტურად მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება და დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, აჩვენა თავის საზოგადოებას, რომ ჩვენი ხელისუფლება, თქვენთან ერთად, მზად არის გამოწვევებისთვის. სწორედ ამ გლობალურმა კრიზისმა გამოსცადა, თუ რამდენად სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს ჩვენს ქვეყანას, რამდენად ხალხზე და ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება ჰყავს ჩვენს ქვეყანას და რამდენად სწორი იყო რეფორმები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ. გახსოვთ ალბათ, ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ოპონენტები ბევრჯერ გვექაჩებოდნენ წარსულში, ბევრჯერ უსამართლო კრიტიკა მოგვისმენია, იყენებდნენ თავის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს იმისთვის, რომ თეთრი შავად ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის და კარგი ცუდად ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის. გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ, თუ რისთვის იყო საჭირო სოფლის მეურნეობაში დაფინანსების გაზრდა და გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის ფუჭად გადაყრილი ფული. გახსოვთ, რომ გვაკრიტიკებდნენ ძალიან მკაცრად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამო. გვეუბნებოდნენ, რომ რა საჭიროა, ჯანდაცვის სისტემას ჰქონდეს ამხელა დაფინანსება. გახსოვთ, რომ გვაკრიტიკებდნენ წლების განმავლობაში, თუ რა საჭიროა, რომ სახელმწიფომ ბიზნესს გაუკეთოს სუბსიდირება და დააფინანსოს „აწარმოე საქართველოში“, გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის არასწორი პოლიტიკა. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო გლობალურმა პანდემიამ დააყენა გამოცდის წინაშე, გამოჩნდა, რომ სწორედ ეს რეფორმები აღმოჩნდა კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამ რეფორმებმა შეძლო ჩვენი ჯანმრთელობის და ეკონომიკის გადარჩენა და თუ დღეს ჩვენ მშვიდ კამპანიას ვატარებთ, თუ დღეს ჩვენი ქვეყანა არჩევნებისთვის გეგმიურად ემზადება, მაშინ, როდესაც, შესაძლოა, ჩვენზე უფრო შეძლებულმა და ეკონომიკურად ძლიერმა ქვეყნებმა გადადეს არჩევნები და სამწუხაროდ, დიდი პრობლემების წინაშე არიან, ეს არის ზუსტად იმის დამსახურება, რომ ჩვენ ერთად შევძელით ამ სწორი რეფორმების გატარება. ამას ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გაჩვენოთ პროცესი. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა რჩება, რჩება ბევრი მოქალაქე და ბევრი ოჯახი, რომელიც შეიძლება, ამ მომენტშიც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, გაჭირვებასთან არის პირისპირ, მაგრამ იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, ჩვენ თქვენთან ერთად ვდგამთ სწორ ნაბიჯებს, ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმა და ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ განათლების სფეროში რეფორმებით და დაფინანსების გაზრდით, იმ რეფორმებით, რომლებზეც ისაუბრა გიორგი გახარიამ, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ მეწარმეებს, ფერმერებს, ვცდილობთ, რომ თითოეულმა ოჯახმა შექმნას თავისი ეკონომიკა და ამით შევქმნათ უფრო ძლიერი ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის, გზების, ბაღების, სკოლების მშენებლობით და განვითარებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენას, რომელიც სამწუხაროდ, ამ გლობალური პანდემიის დროს არის დიდი გამოწვევის წინაშე და ჩვენ შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას. სწორედ ამიტომ მოვედით თქვენთან, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ნდობა, კიდევ უფრო მეტად და გულღიად გითხრათ, რომ თქვენს გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას და მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ იქნება კვლავ ის ძალა, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, ქვეყნის მომავალზე აიღებს პასუხისმგებლობას. მინდა, ორი სიტყვით ვისაუბრო ჩემს კოლეგაზე, გოგი მეშველიანზე, ვისთან ერთადაც, ამ წლების განმავლობაში, პარლამენტში ვიმუშავე. რატომ არის ის საუკეთესო არჩევანი? ჩემი აზრით, ადამიანი, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, რომელსაც აქვს განათლება, რომელსაც აქვს მოტივაცია, ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, რომელსაც აქვს კონტაქტები, საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა, მთავრობასთან უშუალო კომუნიკაცია, პრემიერ-მინისტრთან პირდაპირი კომუნიკაცია, პარტიის ხელმძღვანელებთან პირდაპირი კომუნიკაცია. ვინ შეძლებს უფრო უკეთ, რომ თქვენი პრობლემები, თეთრიწყაროს პრობლემები, დმანისის, ბოლნისის, წალკის პრობლემები დროულად მიიტანოს ხელისუფლებასთან, დროულად მოძებნოს გამოსავალი, დროულად მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ არა გოგი მეშველიანმა. ამიტომ, მე გთხოვთ, რა თქმა უნდა და მას ვუწევ რეკომენდაციას, იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში მან მართლაც წესიერად, თავდადებულად იმუშავა. ის არის პასუხისმგებლიანი ადამიანი და ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც რაიონი ჩაიკეტა კარანტინის გამო, ის როგორც მაჟორიტარი, ბოლომდე რჩებოდა თავის საზოგადოებასთან, რჩებოდა ქალაქში და სოფელში რომელიც ჩაკეტილი იყო და სანამ არ გაიხსნა ყველა მოქალაქისთვის, ის იყო რაიონში და თითოეულ ადამიანს ეხმარებოდა. ეს არის ის, რაც საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ, ეს არის ის, რაც თქვენ შეგიძლიათ მომავალში მისი მხრიდან მიიღოთ, როგორც დეპუტატის და როგორც თქვენს მიერ არჩეული პირისგან. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ ამ შეხვედრისთვის. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული, პროგრესული გეგმები, მივალთ კიდევ უფრო ახლოს, სადაც ხელისუფლების მხარდაჭერას და დახმარებას ელოდება ხალხი და შევძლებთ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ერთად. ერთად წარმატებული საქართველოსთვის! ერთად წარმატებული თეთრიწყაროსთვის!

21 აგვისტო, 2020

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა თეთრიწყაროში

 მოგესალმებით, თეთრიწყაროელებო, დღეს უნდა ვისაუბროთ მხოლოდ მომავალზე და კონკრეტულ საქმეებზე,  რაც გასაკეთებელი გვაქვს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი კარგი, მნიშვნელოვანი საქმე იყო დაწყებული, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. თეთრიწყარო მაგალითია იმისა, რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ცალკე აღებულ მუნიციპალიტეტს განვითარებისთვის. ეს, გარდა იმისა, რომ ბარაქიანი მიწის მუნიციპალიტეტია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის მატარებელი კუთხეა, რომელსაც უზარმაზარი ტურისტული განვითარების პოტენციალი აქვს. სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა, თითოეულ ადამიანს შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ მან შეძლოს თვითრეალიზება, ეფექტურად არჩინოს თავისი ოჯახი, მომავალი თაობა და ამით, ჯერ ოჯახი გააძლიეროს, შემდგომ - რეგიონი და საბოლოო ჯამში - ქვეყანა. არ შემიძლია, არ შევეხო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ გუშინ რაჭაში, ამბროლაურში წარვადგინეთ და რომელსაც ჰქვია „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“. სახელმწიფო მართლა თითოეული მოქალაქის პარტნიორია. რა დგას ამის უკან? მარტივი რამ. თბილისში, სხვადასხვა სამინისტრო -  სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ადმინისტრაცია, ბევრ კარგ ინიციატივას სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს. სხვადასხვა დაფინანსებას, შეღავათიან კრედიტებს, სოფლის მეურნეობის დარგში ბევრი ინიციატივაა, რომლებიც ეხმარება გლეხს, რომ გახდეს ფერმერი, ეხმარება მოქალაქეს, დაიწყოს საქმე  და ბიზნესში შევიდეს, ეს რისკები აიღოს თავის თავზე. ზოგს ტურიზმი უნდა, ზოგს კი წარმოება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც თბილისში არ ცხოვრობდა, უწევდა რეგიონიდან ჩამოსულიყო თბილისში, მისულიყო ერთ სამინისტროში, მეორეში და გაეგო ინფორმაცია. დღეს ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და ჩვენ ეს ყველაფერი მოვიტანეთ თქვენთან, საზოგადოებრივ ცენტრებში. არსად წასვლა არ გჭირდებათ. თეთრიწყაროს საზოგადოებრივ ცენტრში რომ მიდიხართ, იქ არის სრული ინფორმაცია, ყველაფერი, 20 პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო აფინანსებს, ეხმარება თითოეულ მოქალაქეს. ეს ყველაფერი ისეთ დონეზეა გაკეთებული,  საზოგადოებრივ ცენტრში რომ შეხვალთ, პირდაპირ შეგიძლიათ ადამიანს დაუჯდეთ, მოგიყვებათ ყველაფერს, გაგაცნობთ მთელ პროგრამას, მოგცემთ ინსტრუქციას, როგორ უნდა ჩაერთოთ ამ პროგრამაში და ეს ყველაფერი იქამდე მივიყვანეთ, რომ კონტრაქტს შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ და აქ გახდეთ ამ პროგრამის მონაწილე. რა თქმა უნდა, ამას ბევრი რამ უნდა, ცოტა ბანკი, ცოტა ცოდნა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება. ტრენინგებია საჭირო? ეს ყველაფერი იქნება იქ. ეს კეთდება მარტივი მიზეზის გამო. არ შეიძლება, იყოს გეოგრაფიული განსხვავება. ადამიანებმა, სახელმწიფო სერვისები, რასაც იღებენ თბილისში, უნდა მიიღონ თეთრწყაროში, დმანისში, ამბროლაურში, ჩხოროწყუში, სადაც გინდათ, იმიტომ, რომ არ უნდა გვქონდეს ჩვენ ეს სხვაობა ისევე, როგორც არ უნდა იყოს სხვაობა, მაგალითად განათლების სისტემაში. ბავშვი, რომელიც განათლებას იღებს თბილისში, ან თეთრწყაროში ერთი და იმავე დონის უნდა იყოს. ქართველი ბავშვები ნიჭიერი ბავშვები არიან, ჯერ კიდევ სახელმწიფო ვერ ახერხებს ერთი და იმავე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებში, რაც ძალიან ცუდია. სწორედ ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა. სინამდვილეში მთავარი ჩვენი ამოცანა რა არის? მთავარი ამოცანაა ის, რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი პარტნიორია, მტერი კი არ არის, ხელს კი არ უშლის, არამედ მისი პარტნიორია. სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს, რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც შეუძლია, აქვს ინიციატივა, არ ეშინია, შეუძლია რისკი აიღოს თავის თავზე, გადადგას პირველი ნაბიჯი და გახდეს მეწარმე, მას უნდა მივეხმაროთ. მას, ვინც გლეხია და უნდა გახდეს ფერმერი, უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია, თუმცა, ასევე სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რასაც ჰქვია სისტემური ინფრასტრუქტურული მიმართულებები, როგორიცაა განათლების ინფრასტრუქტურა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები 21-ე საუკუნეში სხვა ქვეყნის შვილებთან იყვნენ კონკურენტუნარიანები. სისტემური ინფრასტრუქტურა ჰქვია იმასაც, რომ ჩვენი მოხუცებულები, პენსიონერები სოციალურად იმდენად დაცულები იყვნენ, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი არაფერი არ უნდა შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავლენ. ჩვენი გზები, წყალმომარაგება, გაზი, საბაზისო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს დიდი სხვაობა, თბილისში ცხოვრობს, თეთრწყაროში თუ სადღაც სხვაგან. რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი არ გაკეთებულა, გზებიც კიდევ გვაქვს გასაკეთებელი. თეთრიწყაროში, თბილისის გვერდზე, გაზიფიცირების რამხელა პრობლემებია ყველამ კარგად იცით, მანგლისი აქვეა და გაზიფიცირება ამ ზაფხულს დაიწყო. სერიოზული პრობლემებია წყალმომარაგებაში, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა მილიარდები ჯდება. ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადში გაკეთდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა გრძნობდეს სხვაობას ყოველდღიური ცხოვრების ხარისხში. ჩვენი დღევანდელობა ცოტა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე იყო გუშინდელი დღე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენ ყველანი, ყოველდღიურად უნდა ვხედავდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესს, როგორ ხდება ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი და კიდევ უფრო ევროპული. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და შესაბამისად, ამაში უნდა მოგვეხმაროს გოგი მეშველიანი, რომელმაც უნდა გააგონოს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს თეთრიწყაროელების ხმა. გისურვებთ წარმატებას, გამარჯვებას და რაც მთავარია, გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში!

21 აგვისტო, 2020

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა თეთრიწყაროში

მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ არჩილ თალაკვაძეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, დამსწრე საზოგადოებას! პირველ რიგში, მინდა, მადლობა მოგახსენოთ ყველას დღეს აქ მობრძანებისთვის. 2012 წელს, „ქართული ოცნების” ერთიანი პოლიტიკური გუნდი სწორედ თქვენი - ამ ქვეყნის პატრიოტი ადამიანების მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში. სწორედ ამ ერთობლივმა ბრძოლამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიზნები რეალობად გვექცია - ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი რეჟიმი და ჩვენი სამშობლო შეუქცევადი განვითარების რელსებზე დაგვეყენებინა, შეგვექმნა სახელმწიფო, სადაც მთავარი პრიორიტეტი ადამიანი იქნებოდა. სწორედ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გატარდა ძირეული რეფორმები ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამ რეფორმებმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, უამრავ ადამიანს შეუწყო ხელი მიეღო შემოსავალი, უამრავ ადამიანს მიეცა დასაქმების შესაძლებლობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანა განვითარების სწორ რელსებს ადგას. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ღირსეული შემოსავალი და საჭიროებს სახელმწიფოს თანადგომას. ჩვენ ვალდებულები ვართ, თითოეულ მოქალაქეს მხარში ამოვუდგეთ, თითოეული ადამიანის და ოჯახის პრობლემა გავიზიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანების დასახმარებლად. მე მახსოვს, 2012 წელს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს თეთრიწყაროში ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა, სოფელ-სოფელ დავდიოთ, რამდენად რთული და მძიმე მდგომარეობა იყო. რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისა და მეგობრებისთვის. ეს ყველაფერი ხომ ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გამოვიარეთ. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა, ვიდრე მაშინდელი ხელისუფლება. მაშინ, როდესაც იყო ძალიან დიდი ზეწოლა და შიში, ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით, მოვახერხეთ და მშვიდობიანი, არჩევნების გზით, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ხდება, გავისტუმრეთ ხელისფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. მე ვსაუბრობდი განხორციელებულ პროექტებზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, უამრავი პრობლემაა, რომელსაც თავდაუზოგავი, 24-საათიანი მუშაობა სჭირდება. მე დარწმუნებული  ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებსა და პრობლემებს.

19 აგვისტო, 2020

გოგი მეშველიანის სიტყვით გამოსვლა ბოლნისში

ჩემო ძვირფასო ბოლნისელებო, ჩემთვის დიდი პატივია კვლავ ვიყო „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩემს მშობლიურ რეგიონში.  დიდი მადლობა ამ დიდი ნდობისთვის „ქართული ოცნების”თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკური საბჭოს სრულ შემადგენლობას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ჩამობრძანებისთვის, აქ გაჟღერებული ხედვებისთვის. ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რეგიონების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ განვლილ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების რაოდენობა და მასშტაბი.  განვლილი წლების მანძილზე 2,5-ჯერ გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი და თუკი 2013 წელს 14,5 მილიონ ლარს შეადგენდა ეს მაჩვენებელი, 2019 წელს 33 მილიონამდე გაიზარდა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სახელისუფლებო გუნდის მიერ დანერგილ პროექტებში საკმაოდ ბევრი ადგილობრივი ერთვება, ხელშესახები პროგრესი გვაქვს ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროს, მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში არასდროს განხორცილებულა.  აღსანიშნავია, რომ ბოლნისში მიმდინარეობს 26 მილიონი ლარის ღირებულების წყალარინების პროექტი, რომელიც ქალაქის მომავალი განვითარების საყრდენი გახდება, ხოლო დაბა კაზრეთში საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებით აღჭურვაში სახელმწიფომ 4 მილიონ ლარამდე გაიღო. 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა რატევანი-კაზრეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე, 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა ბოლნისი-წუღრუღაშენის გზის მშენებლობაზე. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში საბჭოთა პერიოდიდან გაზიფიცირებული 37 დასახლებული პუნქტიდან 19 ჩვენი ხელისუფლების მიერ არის განხორციელებული.  რეგიონში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გადასაწყვეტად გარემოს დაცვის სამინსტროსთან შეთანხმებული გეგმით 30 მილიონ ლარამდე იქნა ინვესტირებული, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გარემო. მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული სხვა მიმართულებებითაც, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ მიუხედავად აღნიშნული წარმატებული პროექტებისა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენს წინაშე უამრავი გამოწვევა დგას, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წლის მანძილზე აქტიური მუშაობითა და თანამშრომლობით დავძლევთ. ჩვენი ერთერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი განვითარება. ბოლნისს დიდი კულტურული და სპორტული ტრადიციები აქვს, რომელსაც შესაბამისი მხარდაჭერა ესაჭიროება. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და გვაქვს ერთმანეთის სრული ნდობა და იცით, რომ ყოველთვის თავდაუზოგავად ვიშრომებ ჩვენი მხარისა და ხალხის ინტერესებისთვის. მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების გამტარებელი და დამცველი საქართველოს პარლამენტში.  ჩვენმა ერთიანობამ ორთვიანი მკაცრი კარანტინის და იზოლაციის პირობებში, ურთიერთთანადგომამ და  უპრეცედენტო  სოლიდარობამ, ყველას დაგვანახა, რომ ჩვენ ერთად დგომით ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეგვიძლია და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში და უამრავ სასიკეთო ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი მხარის და საქართველოს წარმატებისთვის!

19 აგვისტო, 2020

არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლა ბოლნისში

ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ სიტყვით ამ ისტორიული ადგილიდან, სადაც სულხან-საბა ორბელიანის ოცნება, რომ ჩვენი ქვეყანა დაბრუნებულიყო ევროპულ ოჯახში - დაიწყო. ეს მოგზაურობა გრძელდება დღესაც, თუმცა, დღეს, სულხან-საბა ორბელიანთან ერთად, თითოეული ჩვენგანი, ხელისუფლება და საზოგადოება ვართ მონაწილეები იმ პროცესის, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში. ეს არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ჩვენმა სახელოვანმა წინაპარმა, სულხან-საბა ორბელიანმა აქედან დაინახა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი წარმატებების უშუალო შემქმნელები და მონაწილეები ვიქნებით. სამშობლო და თავისუფლება - ეს არის ის ღირებულებები, რასაც ჩვენმა წინაპრებმა შესწირეს თავისი სიცოცხლე, მოღვაწეობა და ძალისხმევა. დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და თავისუფლებას. მან მისცა მაგალითი თითოეულ ჩვენგანს და მომავალ თაობებს, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო გასაჭირში და ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო მშვიდობიანი მომავალი, უფრო სტაბილური სახელმწიფო იმისთვის, რათა ჩვენც მივცეთ მაგალითი მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს, თუ როგორი უნდა იყოს მოღვაწეობა მშვიდობის პერიოდში, რათა აღარ დაგვჭირდეს სიცოცხლის და თავის გაწირვა, არამედ ჩვენი შრომით, განათლებით და მიზანდასახულობით მივაღწიოთ და ავიხდინოთ ის ოცნებები, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ და რაც ჩვენ გვაქვს დღეს. მე ვფიქრობ, რომ არგუმენტები, რისთვისაც საზოგადოება ირჩევს „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც მოქალაქეები მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს, არის ძალიან მკაფიო და მინდა, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს გადაგიხადოთ მადლობა, ვინაიდან ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ და ეფექტურად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ყველაზე უკეთ მოვახერხეთ ბიზნესის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა. ჩვენ შევძელით სახელმწიფოებრივი, პროგრესული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელება. რა კავშირშია ეს ყველაფერი თითოეულ ოჯახთან? ქალაქებთან და სოფლებთან? ეს კავშირი არის პირდაპირი, ვინაიდან სახელმწიფოს განვითარების და პროგრესის საფუძველი არის მშვიდობა და სტაბილურობა, როდესაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის დაცული, როდესაც სახელმწიფო სამართლიანია, როდესაც ქვეყანას აქვს პრაგმატული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა, სადაც ჩვენ გვაქვს ხელშესახები წარმატებები. ჩვენი მოქალაქეები დღეს ევროპაში უვიზოდ მოგზაურობენ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან, ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც თავის დროზე სულხან-საბა ორბელიანმა აირჩია. ჩვენ გამოცდილი გუნდით, განახლებული გეგმებით, საზოგადოებას ვთავაზობთ კვლავ საქმიან, მშვიდ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების, ვენდობით ჩვენს საზოგადოებას და გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ ამ არჩევნებში რასაკვირველია, ჩვენთვის უპირობოდ იქნება მისაღები. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება არჩევნები, როდესაც არა მხოლოდ ახალი პარლამენტი შეიკრიბება, არამედ საქართველო, სახელმწიფო თავის მოქალაქეებს, საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს დაუმტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ადგილს დასავლურ ცივილიზაციაში, ევროპულ ოჯახში და დაუმტკიცებს, რომ საქართველო იყენებს თავის შესაძლებლობას, გააძლიეროს, უფრო სანდო და საიმედო გახადოს თავისი დემოკრატია. დღეს, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მშვიდობა გაგრძელდეს და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. თუმცა, ასევე გვეამაყება, რომ ჩვენი ჯარისკაცები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში იცავენ მშვიდობასა და თავისუფლებას, გვეამაყება, რომ ჩვენი თავდაცვის სისტემა დღეს არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. გვეამაყება, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს ძალიან ძლიერი და საიმედო ურთიერთობები. რას ვაპირებთ მომავალში: ჩვენ ვფიქრობთ, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმით, დაფინანსების გაზრდით, მეწარმეების და ბიზნესის ხელშეწყობით, საკანონმდებლო და საგადასახადო რეფორმებით, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობით და განახლებით შევძლებთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას. ჩვენმა სახელისუფლებლო გუნდმა, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ ყველაზე რთულ მომენტში ხელისუფლება მზად არის მართოს პროცესები და ბოლომდე აიღოს პასუხისმგებლობა გამოწვევებზე. და სწორედ ეს ჩვენ გვაძლევს უფლებას, რომ გითხრათ, ჩვენ მზად ვართ მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად განვაგრძოთ ქვეყნის მართვა. თქვენი უშუალო მონაწილეობით და თქვენი მხარდაჭერით. მინდა, ორიოდ სიტყვა ვთქვა ჩემს კოლეგაზე, ვისთან ერთადაც ოთხი წელია ვმუშაობ პარლამენტში - ბატონ გოგი მეშველიანზე. ეს არის წესიერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, განათლებული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ბევრის გაკეთება შეუძლია მომავალში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობისა და საკანონმდებლო ორგანოში ძალიან პოზიტიური საქმიანობის გამოცდილება. რა არის მისი უპირატესობა? მას აქვს უშუალო კონტაქტები, როგორც საპარლამენტო გუნდთან, ასევე, სამთავრობო გუნდთან, პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელ პირებთან. შესაბამისად, სწორედ ის შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც თქვენი კუთხის, თქვენი მხარის და თქვენი ოჯახების საჭიროებების დროულად მიტანა და ეფექტურად გადაწყვეტა შეუძლია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ის იმსახურებს თქვენს მხარდაჭერას და მე მჯერა, რომ გოგი მეშველიანი იქნება თქვენი საუკეთესო არჩევანი პარლამენტში. წარმატებები ჩვენს ქვეყანას, ერთად საქართველოს წარმატებისთვის, ერთად ბოლნისის წარმატებისთვის!

19 აგვისტო, 2020

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ბოლნისში

მოგესალმებით, ბოლნისელებო! დღეს დიდი პატივია საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი, უძველესი სოფლიდან, სულხან-საბას სახლ-მუზეუმიდან ვისაუბროთ ქვეყნის მომავალზე, რამეთუ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაც იყო წარსულში. მაგრამ წარსული არ უნდა დავივიწყოთ არასოდეს და წარსულის გასახსენებლად ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ ის, რომ დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა და ჩვენ მას, რა თქმა უნდა, პატივი უნდა მივაგოთ და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ მსგავსმა დიდმა ქართველებმა არ გაწირონ სიცოცხლე საქართველოს ერთიანობის აღსადგენად. ეს უნდა იყოს ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი. რა თქმა უნდა, ქვეყნის ერთიანობა შესაძლებელია აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის შედეგად და ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. რა თქმა უნდა, ამ მიზნის ცენტრში ყოველთვის უნდა იყოს ადამიანი. კახიმ გაიხსენა ახლა ჩვენი წარსული 2012 წლამდე და ყველა ობიექტურმა ადამიანმა იცის, რამდენად ჰუმანური გახდა სახელმწიფო სისტემა ამ წლების შედეგად. ეს ყელაფერი არ იყო შემთხვევითი. ეს ყველაფერი იყო იმ დემოკრატიული რეფორმების შედეგები, რომლებიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, დაწყებული პენიტენციური სისტემიდან, დამთავრებული სამართალდამცავი სისტემით, საპარლამენტო ცვლილებებით და ა.შ. ამ ყველაფერმა ჩვენ შედეგად მოგვიტანა ბევრად უფრო ჰუმანური და რაც მთავარია, სამართლიანი ქვეყანა და სახელმწიფო. ჩვენს ქვეყანას კიდევ ბევრი შრომა სჭირდება. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ განათლების სისტემა და ეს რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, შემდეგი წლების განმავლობაში იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი და დღეს ეს სისტემა არის მიმართული მომავლისკენ. ჩვენს შვილებს, როდესაც ბოლნისში მიიღებენ განათლებას, ჩავლენ თბილისში ან მოუწევთ თავიანთ უცხოელ თანატოლებთან კონკურენცია, უნდა ჰქონდეთ თავიანთი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა. ჩვენი მოხუცების, ხალხის, რომელიც წლების განმავლობაში შრომობდა ამ ქვეყნისთვის, მოხუცებულობა და პენსია უნდა იყოს ღირსეული. ჩვენ ყველას უნდა შეგვეძლოს სამართლიან პირობებში, კონკურენტულ გარემოში ღირსეულად ვიშრომოთ და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ეს ის საქართველოა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ, ეს ის საქართველოა, რომელიც უნდა იყოს ბევრად უფრო სამართლიანი, ჰუმანური, ღირსეული, მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეფექტიანიც. როდესაც ვსაუბრობთ ეფექტიანობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ჩვენს თავს, სახელმწიფო მანქანას და სახელმწიფო ინფრასტრუქტურას. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი შრომა იყო გაწეული და ბევრი ფინანსური ინვესტიცია იყო ჩადებული მაგალითად გზების ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა, მაგრამ როგორც ვიცი ზაფხულში მაინც გარკვეული პრობლემები არის წყლის დებეტთან და 24-საათიან მომარაგებასთან დაკავშირებით. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ყველანი ობიექტურად როცა ვაფასებთ ვხედავთ, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი კარგი საქმეა ქვეყნისთვის დაწყებული და ეს ყველაფერი ერთად უნდა დავამთავროთ. ყველა ვხედავთ და აშკარაა, რომ ჩვენი დღევანდელობა ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინდელი დღე და ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდე უფრო უკეთესი. არჩევანი აქ მარტივია. ჩვენ დეტალურად ვიცით, რა სჭირდება ამ ქვეყანას და რა არის გასაკეთებელი. გვაქვს კონკრეტული გეგმა. არავინ იცის ჩვენზე უკეთესად, სად, რომელ სოფელში რა არის გასაკეთებელი. სად გზა არის აღსადგენი, სად - სკოლა, ან საბავშვო ბაღია საჭირო. ამიტომ ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად უნდა გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა. რაც მთავარია - ჩვენ ქვეყანაში უნდა შევინარჩუნოთ ყველაზე მნიშვნელოვანი - სამართლიანობის შეგრძნება. სამართლიანობა არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს აძლევს ძალას წყნარ, მშვიდ გარემოში მოახდინოს მომავალი თაობის და საკუთარი თავის რეალიზება იმისთვის, რომ გააძლიეროს ოჯახი და ქვეყანა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ძლიერი რეგიონების გარეშე ძლიერი ქვეყანა ვერ იარსებებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტი არის ბოლნისი, თავისი რესურსებით, სოფლის მეურნეობით, ისტორიული პოტენციალით, ადამიანებით, თავისი მრავალფეროვნებით და მრავალეთნიკურობითაც. ამ მრავალფეროვნებაშია ჩვენი სიძლიერე, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, საიდან ვართ, საიდან მოვდივართ, რა ტრადიციების შვილები ვართ და ზუსტად უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და რა გეგმა გვაქვს. მერწმუნეთ, ჩვენ ეს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად და ზუსტად ვიცით. მერწმუნეთ, რომ გამოცდილებაც გვყოფნის და ქვეყნისთვის შრომის თავდადებაც. ასეთი ადამიანია გოგი მეშველიანი - ჩვენი გუნდის წევრი, უაღრესად პატიოსანი კაცი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე ბევრად უკეთ იცნობთ. ეს კაცი იქნება ბოლნისის, დმანისის, წალკის და თეთრიწყაროს ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დღეს ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენ არჩევნებს ვატარებთ ცოტა განსხვავებულად, სხვა საარჩევნო სისტემით, მაგრამ ჩვენი არჩევნები იქნება კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული, რათა მთელს მსოფლიოს დავანახოთ ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში გამოიარა. ეს არჩევნები იქნება დაგვირგვინება იმ პროგრესისა და წარმატებებისა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია და რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი გამარჯვების არჩევნები, რაც მთავარია სამართლიან ორთაბრძოლაში გამარჯვების და ყველაზე დიდი წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ, ბოლნისელებო!

19 აგვისტო, 2020

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ბოლნისში

ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში ვიმყოფები. სიამაყით მავსებს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ჩემს ხალხს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ენაზე მიმართავ, ენაზე, რომლის დამწერლობის უძველეს ნიმუშთაგანი სწორედ აქ, ჩვენთვის განსაკუთრებულ საეკლესიო ძეგლზე - ბოლნისის სიონის კედლებზეა შემონახული. სწორედ ამ კუთხის შვილია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე, სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იღწვოდა ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ ოჯახში ადგილის დასამკვიდრებლად. 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად ქვეყანა მოძალადე რეჟიმისგან გაათავისუფლა, დაამკვიდრა ადამიანის უფლებების ძალიან მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემა, რამაც ჩვენ დაგვაახლოვა ევროპულ ოჯახთან, მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლის უფლება. მე ძალიან მეამაყება, როგორც ამ ქვეყნის შვილს,რომ ქართული პასპორტით თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება ევროპულ ქვეყნებში. ყველა კარგად ხედავთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, ჯანდაცვა, მეწარმეობის ხელშეწყობა, თუ სხვა მიმართულებები. ამავდროულად, დიდი ყურადღება ექცევა განათლებას და საამაყოა, რომ სულხან-საბას მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 150-მდე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე გამოვლინდა. ამ წარმატებების კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე, დიდი გამოწვევებია. გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. შესაძლოა ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს არ არის მარტივი საქმე. რა თქმა უნდა გეთანხმები, რომ არ არის მარტივი, მაგრამ ყველაფერი არის შესაძლებელი , მთავარია ჩვენ დავდგეთ ერთად. ჩვენ ბევრი რთული ვითარება გვაქვს გამოვლილი. მე მინდა გავიხსენო 2012 წელი. ყველას გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში , როგორი მდგომარეობა სუფევდა, რა დამოკიდებულება იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, იმ ოჯახების მიმართ, ვისაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებები ვიდრე მაშინდელ ხელისუფლებას. ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორი ზეწოლა , როგორი წნეხი იყო ასეთ ოჯახებზე. ეს ჩვენ ყველამ ერთად საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახებზე, ჩვენს მეგობრებზე, ახლობლებზე გამოვცადეთ. თუმცა იყო ძალიან დიდი სულისკვეთება ჩვენი ერთობისა და ზუსტად ამ ერთობამ მიგვიყვანა გამარჯვებამდე და მშვიდობიანი გზით, როგორც ეს განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, არჩევნების გზით ყველაფერი ცუდი რაც იყო და რაც ხდებოდა, ჩავაბარეთ წარსულს. 2012 წლის მერე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ყველა მიმართულებით, უამრავი პროგრამა ამოქმედდა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობას, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ვართ თვითკმაყოფილები, რომ რაც გაკეთდა, მაგარია და გულზე ხელი დავიკრიფოთ. ჩვენ გვინდა უფრო ძლიერი საქართველო, უფრო ეკონომიკურად წინწასული, უფრო მეტი შესაძლებლობების ქვეყანა და ამისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ და მივაღწიეთ ამ ბოლო წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამჯერადაც მივაღწევთ გამარჯვებას. მემგონი ყველა კარგად ხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. მე მჯერა, რომ ჩვენ მთელს მსოფლიოს, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახებთ და ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ყველა არჩევნების დროს ჩვენ ვიღებდით ძალიან მაღალ შეფასებას და მე დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც იგივე განმეორდება. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ერთად საქართველოს წარმატებისთვის!

19 აგვისტო, 2020

არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლა დმანისში

პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომლითაც ჩვენ შევძელით ბევრი რამის გაკეთება ამ წლების განმავლობაში. არსებობს ძალიან მყარი არგუმენტები, რისთვისაც საზოგადოება ირჩევს და ენდობა „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც მოქალაქეები მხარს უჭერენ ჩვენს გუნდს და ეს არგუმენტები უდავოა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და დაცვა.. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით, დაგვეცვა ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება რომელიც, ყველას გახსოვთ, რომ წინა წლებში უხეშად იყო დარღვეული. ჩვენმა ხელისუფლებამ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით, შეძლო ეფექტური, პროგრესული და სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკის გატარება. რით უკავშირდება ეს ყველაფერი დმანისს? რით უკავშირდება ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქებს და სოფლებს, ჩვენს ოჯახებს? რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაკავშირებული მშვიდობა, სტაბილურობა, ზრუნვა ადამიანზე, მისი დაცულობა, სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი - ეს არ ის, რაც თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს ჩვენს სახელმწიფოში სჭირდება განვითარებისთვის ქალაქში, სოფელში და ჩვენს საზოგადოებაში. ამ წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა სახელისუფლებლო გუნდმა სწორედ თქვენი მხარდაჭერით შეძლო ამ შედეგების მიღწევა, თუმცა, ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები და პროექტები, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. გამოცდილი გუნდით და იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ ამ წლებში თქვენი მხარდაჭერით დავაგროვეთ, მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს პროგრესული გეგმა და გვსურს, საქმის გაკეთება.. სწორედ ამისთვის, როგორც ადრე, მოვედით დღესაც, რათა ჩაგაბაროთ ანგარიში და გთხოვოთ მხარდაჭერა, ვინაიდან ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომლისთვისაც ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები. ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები, ეს არის არჩევნები, რომლითაც საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და საკუთარ საზოგადოებას, ისევე, როგორც პარტნიორებს, უმტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსია დასავლურ, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის. ეს თავისთავად ნიშნავს უკეთეს ეკონომიკას ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთეს განათლებას ჩვენი შვილებისთვის და უკეთეს პირობებს ჩვენი საზოგადოების ხანდაზმული წევრებისთვის. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ მოვედით თქვენთან დმანისში, ისევე, როგორც მივალთ საქართველოს ყველა კუთხეში, ბევრ სოფელსა და ქალაქში, რათა შევხვდეთ ჩვენს მოქალაქეებს, განვამტკიცოთ ნდობა და ერთად ავიღოთ პირობები მომავალთან დაკავშირებით. მე მინდა, ასევე, გამოვთქვა ჩემი ძლიერი მხარდაჭერა ჩემი მეგობრის, ჩემი კოლეგის, გოგი მეშველიანის მიმართ. ეს არის ძალიან წესიერი საჯარო მოხელე, პროგრესული, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც უკვე წლების განმავლობაში საქმიანობს პარლამენტში და ამავე დროს, ის რჩება ჩვენი საზოგადოების, თითოეული თქვენგანის უშუალო მოკავშირედ და პარტნიორად. თითოეული თქვენგანის ხმად პარლამენტში. მან წარმატებით იმუშავა ოლქში, სადაც აირჩიეს და მჯერა, რომ წარმატებით იმუშავებს ახლაც, როდესაც თქვენი მხარდაჭერა ექნება. ურთულეს დღეებში, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ გამოცდის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო, მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც და როდესაც ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამ მხარეში, ჩაკეტილი იყო კარანტინის გამო რაიონები, გოგი იყო ის ადამიანი, რომელიც ბოლო დღემდე, სანამ არ გაიხსნა რაიონი, რჩებოდა საკუთარ ხალხთან, რჩებოდა იმ რაიონში, რომელმაც ის აირჩია. სანამ ყველა საკითხი ბოლომდე არ ამოიწურა, სანამ არ გაიხსნა მიმოსვლა, სანამ არ გაიხსნა პროდუქციის გატანა და არ მოწესრიგდა ჯანმრთელობის პრობლემები, თუ სხვა საკითხები, რომელიც იმ სოფელში და იმ რაიონში იყო, გოგი რჩებოდა ბოლომდე თავის ხალხთან და იმ ზონაში, რომელიც ჩაკეტილი იყო. სწორედ ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორი ადამიანი არის ის და რატომ იმსახურებს იგი თქვენს მხარდაჭერას, გახლავთ სწორედ ეს მაგალითი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმ ბევრთაგან, რომელზეც მე შემიძლია გესაუბროთ. მინდა, ძალიან მკაფიოდ გითხრათ, რატომ უნდა აირჩიოთ და რატომ გთხოვთ, რომ აირჩიოთ გოგი მეშველიანი: მას აქვს გამოცდილება როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის, მას აქვს კონტაქტები, მას აქვს უშუალო კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობები მთავრობასთან, და ასევე, აქვს საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს, რომ გოგი მეშველიანი ყველაზე და სხვებზე უკეთ მოახერხებს თქვენთვის საჭირო პროექტების, საკითხების გადაწყვეტას, მათ მიტანას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე, იმ პრობლემების გადაჭრას საკანონმდებლო ცვლილებების გზით, რომელიც ამ საზოგადოებას, დმანისს და მთელ საქართველოს სჭირდება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, გავუწიო მას რეკომენდაცია და დავახასიათო, როგორც ძალიან კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და პროგრესული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის.

19 აგვისტო, 2020

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა დმანისში

მოგესალმებით, დმანისელებო! როგორც კახიმ თქვა, ეს ფაქტი მეცნიერების მიერ დადასტურებულია და პირველი ევროპელების სამშობლო არის აქ. ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ყველას უნდა გავაგებინოთ. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიულად ეს კუთხე, დმანისი, განსაკუთრებით შუა საუკუნეების საქართველოში, ყოველთვის იყო სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს, რა თქმა უნდა, არის პერსპექტივის, დიდი მომავლის საწინდარიც. აქ, ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რას გავაკეთებთ ხვალ, როგორი გეგმები გვაქვს. ერთმნიშვნელოვნად ყველანი ვთანხმდებით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს უკვე დაწყებული და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოოდ შეიქმნას ეკონომიკურად ძლიერი, წარმატებული ევროპული სახელმწიფო. ეს არის ჩვენი მიზანი, რომლის ცენტრშიც ყოველთვის იყო ადამიანი და რომლის ცენტრშიც ყოველთვის იქნება ადამიანზე ზრუნვა. ადამიანზე ზრუნვაზე დაყრდნობით, სულ რამდენიმე ხნის წინ დმანისი შევიყვანეთ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. დმანისი და კიდევ 9 სოფელი. ეს პირდაპირი დახმარებაა მთავრობის მხრიდან, იმისთვის, რომ დმანისში ადამიანს შეეძლოს ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება, რომ ადამიანები დმანისში დარჩნენ, რომ ახალგაზრდები დმანისში ბრუნდებოდნენ, რომ აქ იქმნებოდეს დამატებითი სამუშაო ადგილები, რომ დმანისში ახალგაზრდებს შეეძლოთ, მიიღონ კარგი განათლება. როდესაც თბილისში ჩავლენ, თბილისელ ახალგაზრდებს მაგარი კონკურენცია გაუწიონ. დმანისში ჩვენი მოხუცები, პენსიონერები ცხოვრობდნენ ზუსტად ისე, როგორც დიდ ქალაქებში, ღირსეულად. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწინდარია ის, როგორც მთავრობა ცდილობს მიეხმაროს ყველა კუთხეს და მათ შორის დმანისსაც. ჩვენ ხომ ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ დიდია სიღარიბე. ბევრი გვაქვს ერთად საშრომი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი, ისეთი, როგორც ეკუთვნის ამ კუთხეს და ამ ქვეყანას. ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დღეს უნდა იყოს უკეთესი პირობების შექმნა ჩვენი მოქალაქისთვის, ქართველი კაცისთვის, ჩვენი ყველა ეთნოსის წარმომადგენლისთვის, რათა ჩვენ შეგვეძლოს, ჩვენს ოჯახზე და ახალგაზრდებზე უკეთესად ვიზრუნოთ. ამისთვის კეთდება ყველაფერი. ამისთვის კეთდება პირველ რიგში ის, რომ ქვეყანა და მთავრობა, არსებულ ეკონომიკურ რესურსებს სამართლიანად ვანაწილებთ. პირველ რიგში, წესრიგში უნდა მოვიყვანოთ გზები და ინფრასტრუქტურა, სასმელი წყალი, შემდგომ - საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები. ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი, იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდ გარემოში, სამართლიან და თანაბარ გარემოში და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ამისთვის, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღიურ შრომასთან ერთად გვმართებს კონკრეტული გეგმა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს. ჩვენ ზუსტად ვიცით რა, სად და რამდენი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი. ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთად, ჩვენ შემთხვევით არ ვამბობთ - „ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ - იმიტომ რომ მარტო კაცს არაფერი გაუკეთებია და ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებს. შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, ბევრი ვიდავოთ, ბევრი დისკუსია იყოს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას და სამშობლოს, აქ უნდა ვიყოთ ერთად და უნდა ვიბრძოლოთ ერთად. ამ ბრძოლაში, დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი იქნება დმანისის რაიონის ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას ერთად მივაღწევთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ გამარჯვებას მივაღწევთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ!

19 აგვისტო, 2020

კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა დმანისში

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი დმანისში მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს. ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც საქართველოს უძველესი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საუნჯეა. სწორედ დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა უძველესი ადამიანების, ჰომინიდების ნაშთები, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ევროპელები ცხოვრობდნენ. პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ დმანისია, დღეს კი, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ხალხს ღირსეული ცხოვრების პირობები ექნება როგორ ქალაქში, ასევე სოფლად. ამ მიზნების მისაღწევად, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მოიტანა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და განვითარებული ეკონომიკა, რასაც ჩვენმა გუნდმა მყარი საფუძველი ჩაუყარა და განვითარების სწორ რელსებზე დააყენა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება განათლებული და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა, რისთვისაც „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტის მეოთხედი გამოყო. ჩვენი გუნდის მთავარი მიზნები სწორედ განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობაა, რასთან ერთადაც ყველა იმ სფეროს განვითარებისა და ეფექტურობის გაზრდაზე ვიმუშავებთ, რომლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ვითარება უკეთესობისკენ კარდინალურად შეცვალა, იქნება ეს ჯანადაცვა, სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, საგარეო მიმართულება თუ სხვა. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, ზრუნავს მათზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ გამოწვევებს ეფექტურად პასუხობს და უმკლავდება. დარწმუნებული ვარ, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეული მუნიციპალიტეტის მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ. ყველა დმანისელი, დამოუკიდებლად მათი ეთნიკური, რელიგიური, თუ სხვა ტიპის განსხვავებებისა ერთიანია იმაში, რომ ამ მშვენიერ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს, რომ ამ პოტენციალის რეალიზება ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ. დარწმუნებული ვარ, დმანისის და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს მომდევნო წლების განმავლობაში ერთად ავაშენებთ, ერთად დავხვდებით ყველა გამოწვევას და ერთად ვიზეიმებთ საქართველოს წარმატებას! ერთად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წარმატებისთვის!

18 აგვისტო, 2020

წალკა, ახალი გზა სოფელ ბეშთაშენში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, წალკის მერმა ილია საბაძემ და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა, სოფელ ბეშთაშენის ახალი გზა დათვალიერეს. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. თბილისი-წალკის საავტომობილო გზიდან, სოფელ ბეშთაშენის ხიდამდე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 2019 წლის მარტში დაიწყო და  ივლისში დასრულდა. პროექტის ფარგლებში 3,8 კმ გზა დაიგო.