21 აგვისტო, 2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა, მარნეულში, ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაათვალიერეს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ინჟინერმა, გიორგი შერმადინმა ინფორმაცია მიაწოდა განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
მარნეულში ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა საქართველოს განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით ხორციელდება.
თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე, ექნება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები.
გარდა სასწავლო კორპუსისა, მოეწყობა კოლეჯის ეზო და ღია სპორტული მოედანი.