18 აგვისტო, 2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, წალკის მერმა ილია საბაძემ და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა, სოფელ ბეშთაშენის ახალი გზა დათვალიერეს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
თბილისი-წალკის საავტომობილო გზიდან, სოფელ ბეშთაშენის ხიდამდე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 2019 წლის მარტში დაიწყო და ივლისში დასრულდა. პროექტის ფარგლებში 3,8 კმ გზა დაიგო.