×

18 აგვისტო, 2020

ბოლნისი, სამაცივრე მეურნეობა სოფელ ხატისოფელში

მეურნეობის მფლობელმა, გია კორძაძემ განხორციელებული ინვესტიციის შესახებ ისაუბრა და  აღნიშნა, რომ მეურნეობაში 30 სამუშაო ადგილია შექმნილი.

ხატისოფელში სამაცივრე მეურნეობა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა და განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 მლნ ლარზე მეტია. სამაცივრე მეურნეობა ასევე „შეღავათიანი აგროკრედიტით“ სარგებლობს, რომლის მოცულობა  500 000 ლარია.

სამაცივრე მეურნეობას 790 ტონა ბოსტნეულის შენახვა შეუძლია, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.