19 ნოემბერი, 2015

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქათველო“ ქვეყნის მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქათველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში გახსნეს. "ჩვენ დავიწყეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, საოლქო კონფერენციების ჩატარება. დღეს, ვიმყოფებით იმერეთში,ხონის მუნიციპალიტეტში. კონფერენციები იმერეთის კიდევ ორ მუნიციპალიტეტში გაიმართება: თერჯოლასა და ხარაგაულში, სადაც ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს. თქვენ იცით,რომ საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები ასევე გაიმართა აჭარასა და გურიაში. სამომავლოდ პარტიის თავმჯდომარეების არჩევის პროცესში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. თქვენ იცით , რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე, პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაზე, ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული პრობლემები, ხარვეზები გვქონდა, რადგან სამი წლის მანძილზე სულ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებოდით, თუმცა დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ პარტია სტრუქტურულად გავაძლიეროთ და მოვემზადოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისათვის.“ - განცხადა ხონის მუნიციპალიტეტში კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.

17 ნოემბერი, 2015

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქათველომ“ ქვეყნის მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარება დაიწყო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქათველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების პირველი კონფერენცია აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში გახსნეს. საოლქო ორგანიზაციების პრეზენტაციები ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და ყველა რეგიონში ჩატარდება. “ჩვენ დავიწყეთ მთელი საქართველოს მასშტაბით კონფერენციების ჩატარება. დღეს დავიწყეთ აჭარაში და გვექნება სამ მუნიციპალიტეტში: შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში, სადაც ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და ეს პროცესი გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით. თქვენ იცით , რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე, პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაზე, ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული პრობლემები, ხარვეზები გვქონდა, რადგან სულ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებოდით, თუმცა დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ პარტია სტრუქტურულად გავაძლიეროთ და მოვემზადოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისათვის.“ - განცხადა შუახევის მუნიციპალიტეტში კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.

22 მაისი, 2015

ევროპის სოციალისტური პარტიის ლიდერთა სამუშაო შეხვედრა

აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტის ფარგლებში გაიმართა ევროპის სოციალისტური პარტიის ლიდერთა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა სამიტის დღისწესრიგის საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებას და მოქმედებების კორდინირებას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ მინისტრმა - ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი - სერგეი სტანიშევი, ევროპის სოციალისტური პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე ჯაკომო ფილიბეკი,შვედეთის პრემიერ-მისნისტრი სტეფან ლოფენი, დანიის პრემის მინისტრი ჰელე ტორნინგ-სმიდტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.

19 მარტი, 2015

დემოკრატიულ გზაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აღწერს, თუ როგორი საქართველოს აშენება სურს ხელისუფლებას „საქართველო დღეს არის დემოკრატიული ქვეყანა“.  „ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას...“  „საქართველოში დასავლეთის დემოკრატიების მსგავსი დემოკრატია გვექნება...“  და კიდევ მრავალი მსგავსი დაპირება. მე, პირადად, ეს სიტყვები რაც საბჭოთა კავშირი არ არსებობს, მუდამ მესმოდა ნებისმიერი ხელისუფლებისგან. ახლა თავად ვარ საქართველოს მთავრობის წევრი და ჩვენი გზავნილიც არის ის, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა და ჩვენ მისი შენების მუდმივ პროცესში კვლავ ვართ. რა შევცვალეთ? რას ვაშენებთ? რა დგას რეალურად ამ სიტყვების მიღმა? რა არის დღეს დემოკრატია საქართველოში და როგორ გვესმის ეს? უპირველეს ყოვლისა, ეს არის თავისუფლება. პიროვნების თავისუფლება, რომლის ზღვარსაც მხოლოდ ინდივიდუალური მორალი განაპირობებს. და სახელწიფოს თავისუფლება, როცა მოქალაქესთან სახელმწიფოს ურთიერობას მხოლოდ კანონი განაპირობებს. დემოკრატიაა, როცა არ არის შიში. შიში ხელისუფლებისადმი და პირიქით – როცა, ხელისუფლებას არ ეშინია ხალხის და ძალადობის გარეშე მართავს ქვეყანას. დემოკრატიაა, როცა ხალხის ნება, ხალხის არჩევანი აყალიბებს ქვეყნის მმართველ ძალას, გუნდს, პირებს. რითი ვიწყებთ ამ მშენებლობას? უპირველესად, უნდა შეიქმნას ძლიერი საშუალო ფენა. ეს არის დემოკრატიის საყრდენი. საზოგადოების ეს ნაწილი რაც უფრო დიდია, კმაყოფილი და რეალიზებული, მით უფრო მყარია ხელისუფლება, ძლიერია ქვეყანა, სტაბილურია დემოკრატიული განვითარება. მეორე – ძლიერი სამოქალაქო სექტორი, რომელსაც ექნება მუდმივი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში. საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოებრივი აქტივობა და ჩართულობა, ოპონირება ხელისუფლებასთან – ეს კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს დემოკრატიულ ატმოსფეროს ქვეყანაში და ამას, უპირველესად, თვითონ ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი. ყველაზე დიდი შეცდომა მგონია, როცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, მმართველი ძალა, სახელისუფლებო გუნდი განაპირობებს ან მცდელობა აქვს მიმართულება მისცეს მოსახლეობის პოლიტიკურ გემოვნებას და სიმპათიებს. ეს სავალალო შეცდომაა და შედეგების სამწუხარო მაგალითებით გაჯერებულია ჩვენი პოლიტიკური ისტორია. ძლიერი დემოკრატია არის საწინდარი, და გარანტი იმისა, რომ ქვეყნის კურსი არ შეცვლება, რომ ხელისუფლებაში არასოდეს მოვა ანტიდემოკრატიული ძალები, რომ მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიები და არჩევანი ყოველთვის დემოკრატიის მშენებელი პოლიტიკოსის, პარტიის მიმართ იქნება, ვინაიდან ისინი ამაში თავის კეთილდღეობას, საკუთარ სტაბილურობას და სიმშვიდეს ხედავენ. დემოკრატიას სჭირდება სწავლა, ახსნა და პროპაგანდა. ჩვენ ყველანაირი სახელმწიფო მოწყობა გვქონდა, ჩვენ ვიცით, რა არის ერთპარტიული და იდეოლოგიური დიქტატურა, ომი, სამოქალაქო ქაოსი, კლანური მმართველობა, ავტოკრატიული რეჟიმი. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ძირეული გარდატეხა ცნობიერებაში, უნდა გავითავისოთ, რომ დემოკრატია საქართველოსთვის უტოპია არ არის – ეს გახლავთ ის რეალობა, რაც დღეს შევქმენით და გვაქვს ყველა რესურსი, ეს ცარიელ სიტყვებად, მიუღწეველ მიზნად არ დარჩეს. განათლება, შემწყნარებლობა, საკუთარი თავისუფლებით სხვისი თავისუფლების არშეზღუდვა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა – ეს არის დემოკრატიის სიჯანსაღის საწინდარი. თითქოს მარტივია, მაგრამ როდის ყოფილა ეს ყველაფერი კომპლექსურად განხორციელებული? დემოკრატიულ ქვეყანაში მოსახლეობა სწორ პრიორიტეტებს ანიჭებს პოლიტიკურ ძალებს და მათ იდეოლოგიას. დემოკრატია ანტიბიოტიკივით მოქმედებს პოლიტსპექტრის სიჯანსაღეზე. სწორად განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ხალხი სახელმწიფო წყობით კმაყოფილია, ამომრჩეველი განაპირობებს, რომელი ძალა მოვა პოლიტიკაში, და რა ძალებით იქნება დაკომპლექტებული ხელისუფლება. ჯანსაღი, დემოკრატიული ხელისუფლება განაპირობებს ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადოებას, და პირიქით – ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება განაპირობებს, რომ ქვეყნის სათავეში ჯანსაღი პოლიტიკური გუნდი იქნება. ეს შეკრული, მყარი წრეა და ამ წრიდან, მჯერა, საქართველო არასოდეს გამოვა. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას. ეს სურვილი და მცდელობაა ძველი, თორემ პროცესი ახალია, მონაწილეობა მასში საინტერესო, საპასუხისმგებლოა, და ძალიან მალე საბოლოო შედეგიც გვექნება.  დემოკრატიული საქართველო – ეს მხოლოდ დაპირება ან ოცნება არ არის. ეს გახლავთ რეალობა. შეუქცევადი და სამუდამო, შემდგარი ფაქტი. ჩვენი დღევანდელი დღე.   წყარო: The Economist  მსოფლიო 2015  

17 მარტი, 2015

ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველო

ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველო, - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების ახალი პროგრამა იწყება. პროექტი რეგიონების ეკონომიკურ აღმავლობაზე, ქალაქების გამოცოცხლებაზე, საწარმოების ამუშავებაზე, ადამიანების დასაქმებასა და მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკურმა საბჭომ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის შესაძლებლობები - ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური რესურსები და არსებობს დეტალური სურათი, რა არის საჭირო თითოეული რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. მთავრობის მეთაური პირველად სამცხე-ჯავახეთს ეწვია და რეგიონის საწარმოო პოტენციალზე ბიზნესმენებს ესაუბრა. „სამცხე-ჯავახეთის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება - სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა და ტურიზმი, რომლის განვითარებაც ფეხზე დააყენებს რეგიონს. რეგიონში არსებობს ძალიან კარგი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოების ასამუშავებლად და ამ მხრივაც საინტერესო არჩევანი არსებობს ხე-ტყის დამუშავების, ავეჯის წარმოების და ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმართულებით. მაგალითისთვის, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახალციხის მაუდ-კამვოლის საწარმო, ახალდაბის საავეჯო ფაბრიკა, ნინოწმინდის სამკერვალო ფაბრიკა და კიდევ მრავალი სხვა, რომელთა აღდგენა და ამუშავება, რეგიონის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს და ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება. მე პირადად ვთავაზობ მხარდაჭერას ყველა ინვესტორს, ვინც ამ საწარმოებით დაინტერესდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის უნიკალურ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასა და გამორჩეულ გეოგრაფიულ ლანდშაფტზე, რაც ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება გამოაცოცხლებს რეგიონს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. „კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩაებათ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ამ ახალ პროექტში, შეიტანოთ წვლილი რეგიონის გაძლიერებაში, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების წინაპირობა. მე მჯერა თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი შესაძლებლობების და მჯერა, გექნებათ უამრავი ინიციატივა, რომელსაც განახორციელებთ რეგიონებში. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით, იქნება ეს ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა, გზა, წყალი, განათება თუ ნებისმიერი ინფრასტრუქტურა. გექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, დავიწყოთ რეალური ცვლილებები რეგიონებში. თუ ჩვენ არ განვავითარეთ რეგიონები, მხოლოდ ქალაქების განვითარება რეალურ შედეგებს არ მოიტანს“, - მიმართა პრემიერმა ბიზნესმენებს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ის წარმატებული პროექტები, რომლებიც ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში განახორციელა. · საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე; · დასრულდა 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, 150 ლარით გაიზარდა და 650 ლარი გახდა სოფლის ექიმების დაფინანსება; · იწყება უპრეცედენტო პროგრამა C ჰეპატიტის ელიმინაცია - მკურნალობა ყველა დაავადებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი; · მინიმალური პენსია გახდა 150 ლარი; გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების შემწეობა; · საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 29 479 დევნილი ოჯახი; · „სოფლად სახლი“-ს პროექტის ფარგლებში 400-მდე დევნილ ოჯახს თანხმობა ეთქვა სახლის შესყიდვაზე; · სოციალური პაკეტის ფარგლებში 46 500 დევნილ ოჯახს გაეწია 15 000 000 ლარის დახმარება; · საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია 90 ეკომიგრანტი ოჯახი და 1200 ეკომიგრანტს უკანონდება საცხოვრებელი სახლი; · მოსწავლეებმა უფასო სახელმძღვანელოების 1 016 700 კომპლექტი მიიღეს;  · უმაღლესი განათლების 21 სპეციალობა გახდა უფასო; · სრულად დაფინანსდა პროფესიული სასწავლებლის 12 000-მდე სტუდენტი · აშენდა 20-მდე ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 000 სკოლას; · 6 რეგიონში ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება, მთაში - 200, ბარში - 150 ლარი · “სინათლე ყველა სოფელს“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე ელექტრიფიცირდა 22 სოფელი; · 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 8 ჰიდროელექტროსადგური. მთლიანი ინვესტიცია - 251 მლნ აშშ დოლარი. · 2013-2014 წლებში სპეციალური შეღავათიანი პირობებით თვეში 25 ლარად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა საქართველოს მასშტაბით სოფლად მცხოვრებ 88 000 აბონენტს. · ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფელში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები; · ექსპორტი გაიზარდა 13%-ით, ევროკავშირთან -32%-ით, რუსეთთან - 153%-ით · 2012, 2013, 2014 წელს ჯამურად შემოვიდა 3 მილიარდ 125 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. · 2014 წელს 2011 წელთან შედარებით, შემოვიდა 13,9 %-ით მეტი ინვესტიცია. · „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით უკვე სარგებლობს 64 ბენეფიციარი - პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 112 მლნ აშშ დოლარია; · სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული საწარმოები 2015 წლისათვის დაასაქმებენ 4 500-მდე ადამიანს; · 2012 წლიდან 2014 წლის სამი კვარტლის ჩათვლით საერთაშორისო ტურიზმიდან 4 525 526 500 აშშ დოლარი შემოვიდა; · გაკეთდა 54 კმ ახალი გზა და აშენდა 19 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 554 კმ გზას და 87 ხიდს; · გარემონტდა 573 ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რეაბილიტირებულია 3,000 კმ სარწყავი არხი; · 35 მუნიციპალიტეტში განხორციელდა სასმელი წყლით მომარაგების 53 პროექტი; · მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში გლეხებმა უსასყიდლოდ მიიღეს 107 605 506 ლარის ღირებულების სასუქი, 47 835 368 ლარის ღირებულების შხამქიმიკატები, 8 579 187 ლარის ღირებულების თესლი, 53 704 193 ლარის ღირებულების ინვენტარი, 232,486 ლარის ღირებულების ვეტ.პრეპარატები; · ჯამში მოიხნა 427,765 ჰექტარი მიწის ფართობი; · შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემულია 799,324,000 ლარის ოდენობის 27,713 სესხი; · გაიხსნა 105 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 580; · სოფლის მეურნეობაში დაფინანსებულ საწარმოებში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი უკვე შეიქმნა; · ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო სუბსიდიის დახმარებით გლეხებისგან უკვე შესყიდულია 218 ტონა ყურძენი; · მევენახეებმა 2 წლის მანძილზე შემოსავლების სახით მიიღეს 289 მლნ ლარი; · სამეგრელოს რეგიონში თხილის რეალიზაციის შედეგად დაახლოებით 200 მლნ ლარი შევიდა; · პრემიერის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო ცენტრმა უცხოეთის წამყვან უნივესტეტებში 87 სტუდენტის სწავლა დააფინანსა.

15 მარტი, 2015

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განცხადება

14 მარტი, 2015

პოლიტიკური პარტია „ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განცხადება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ კონსტიტუციისა და კანონის უპატივცემულობა, დილეტანტობა და ავანტიურისტობა არის ის თვისებები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სახეს განსაზღვრავს. მაშინ, როდესაც აჭარის კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სიითი შემადგემლობის უმრავლესობით, ანუ  11 ხმით აირჩევა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უხეში დარღვევით, 8 ხმით აღნიშნულ თანამდებობაზე არჩეულად გამოაცხადეს თავიანთი თანაგუნდელი, ჯემალ ფუტკარაძე. ამასთან, აღნიშნული აქტით, ჯემალ ფუტკარაძემ, მედეა ვასაძემ და მურმან დუმბაძემ  კიდევ ერთხელ განახორციელეს თვითლუსტრაცია და დაადასტურეს, რომ ისინი მთელი შეგნებით იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში ნაციონალური მოძრაობა განასახიერებს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოხატავს გულისტკივილს იმის გამო, რომ დუმბაძე, ფუტკარაძე და ვასაძე წავიდნენ მძიმე კომპრომისზე საკუთარი ღირსებისა და სინდისის წინაშე და შეერწყნენ ნაციონალურ მოძრაობას.   გვსურს, მტკიცედ განვაცხადოთ, რომ არავის და მითუმეტეს ნაციონალურ მოძრაობას, არ მივცემთ საშუალებას, იმოქმედონ კანონის წინააღმდეგ და უზრუნველვყოფთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პროცესების განვითარებას კონსტიტუციისა და კანონმდელობის შესაბამისად.

08 მარტი, 2015

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის განცხადება

8 მარტს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  სამდივნომ განიხილა პარტიის წევრის - ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი. სხდომაზე აღნიშნეს, რომ პარტიის წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა - პარტიიდან გარიცხვა.

01 დეკემბერი, 2014

2014 წლის 2 დეკემბერს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დელეგაცია ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტს იწყებს.

2 დეკემბერს, ჰოლანდიაში, ქ. ამსტერდამში,  კახა კოხრეიძე და თამარ კორძაია „დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპული ფორუმის“ http://www.europeanforum.net წარმომადგენლებს, მათ შორის, გენერალურ მდივან არიენ ბერქვანსს შეხვდებიან. 3 დეკემბერს, ბრიუსელში შეხვედრები ევროპარლამენტში შედგება. პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს: კატი პირსა და კლარ მუდსს, ასევე სოციალ- დემოკრატთა სამდივნოს წევრებს შეხვდებიან.   4 დეკემბერს, ლისაბონში დელეგაციას გიორგი ვოლსკი და დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდებიან. ორი დღის განმავლობაში დელეგაციის წარმომადგენლები პროგრესული ალიანსის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთან.   პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტი 6 დეკემბერს დასრულდება .

25 ნოემბერი, 2014

აქცია-პერფორმანსი "ძალა არ გაძლევს უფლებას"

„ძალა არ გაძლევს უფლებას“  ამ გზავნილით პოლიტიკურმა გაერთიანებამ  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აქცია-პერფორმანსით აღნიშნა. აქციაში მანანა კობახიძე, ეკა ბესელია  და კახა კოხრეიძე ჩაერთნენ.  სიმბოლურად „გაეროს“ ოფისთან, მრგვალ ბაღში, შეკრებილებმა სპეციალურ ბანერზე ხელის ანაბეჭდი დატოვეს. „იქნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს იმისთვის, რომ არცერთი ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი არ გვყავდეს” - განაცხადა ეკა ბესელიამ.  „ყველა პოლიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს აქტიურად ჩართული ამ კამპანიაში. არა კონკრეტულ დღეებთან დაკავშირებით, ყოველდღიურად. ჩვენი საქმიანობა უნდა იყოს მიმართული იქით რომ საზოგადოებაში ძალადობა იყოს აღმოფხვრილი” - განაცხადა მანანა კობახიძემ. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მოგვიანებით პარლამენტთან  „ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ.   „ძალა არ ნიშნავს უფლებას, იძალადო. ამიტომ ყველას, ვისაც ოდესმე უძალადია ქალზე მივმართავ, რომ ეს მათი უძლურების დადასტურებაა. ამიტომ დაფიქრდნენ ყოველთვის, როდესაც სურთ ან ახორციელებენ ძალადობას“-განაცხადა თამარ კორძაიამ, რომელიც პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდა. პარლამენტთან კახა კოხრეიძე და მანანა კობახიძეც იმყოფებოდნენ.   „ძალა არ გაძლევს უფლებას“ - ამ გზავნილით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“   ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით აქტივობას მომავალშიც გეგმავს.