01 დეკემბერი, 2014
2 დეკემბერს, ჰოლანდიაში, ქ. ამსტერდამში, კახა კოხრეიძე და თამარ კორძაია „დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპული ფორუმის“ http://www.europeanforum.net წარმომადგენლებს, მათ შორის, გენერალურ მდივან არიენ ბერქვანსს შეხვდებიან.
3 დეკემბერს, ბრიუსელში შეხვედრები ევროპარლამენტში შედგება. პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს: კატი პირსა და კლარ მუდსს, ასევე სოციალ- დემოკრატთა სამდივნოს წევრებს შეხვდებიან.
4 დეკემბერს, ლისაბონში დელეგაციას გიორგი ვოლსკი და დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდებიან. ორი დღის განმავლობაში დელეგაციის წარმომადგენლები პროგრესული ალიანსის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთან.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტი 6 დეკემბერს დასრულდება