15 მარტი, 2015
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება გავიდეს სამართლებრივი სივრციდან. პარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები.
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში.