16 მარტი, 2015
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოთქვამს შეშფოთებას ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი შემზარავი კადრების შემცველი დოკუმენტური ფილმის არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო. მოვუწოდებთ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ მომხდარი, გამოავლინონ პასუხისმგებელი პირები და მიიღონ ყველა ზომა, რათა მომავალში არ გამეორდეს მსგავსი ფაქტები.