×

17 ნოემბერი, 2015

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქათველომ“ ქვეყნის მასშტაბით საოლქო კონფერენციების ჩატარება დაიწყო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქათველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების პირველი კონფერენცია აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში გახსნეს. საოლქო ორგანიზაციების პრეზენტაციები ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და ყველა რეგიონში ჩატარდება. “ჩვენ დავიწყეთ მთელი საქართველოს მასშტაბით კონფერენციების ჩატარება. დღეს დავიწყეთ აჭარაში და გვექნება სამ მუნიციპალიტეტში: შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში, სადაც ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და ეს პროცესი გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით. თქვენ იცით , რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე, პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაზე, ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული პრობლემები, ხარვეზები გვქონდა, რადგან სულ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებოდით, თუმცა დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ პარტია სტრუქტურულად გავაძლიეროთ და მოვემზადოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისათვის.“ - განცხადა შუახევის მუნიციპალიტეტში კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.