08 მარტი, 2015
8 მარტს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ განიხილა პარტიის წევრის - ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი.
სხდომაზე აღნიშნეს, რომ პარტიის წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს
პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური,
განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულებელყო წესდებით
გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ერთხმად მიიღო
გადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის
გამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა -
პარტიიდან გარიცხვა.