25 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე კრწანისის რაიონის სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კრწანისის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვები გააცნო. კახა კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობის საჭიროებების გაცნობისას ყველაზე ხშირად საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემას აწყდება.   თბილისის მერობის კანდიდატი პირობას დებს, რომ აღნიშნული საკითხი მისი მერობის პირობებში მოგვარდება.„რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩემი მერობის პირობებში ეს საკითხი იქნება მოგვარებული. არსებობენ ოჯახები, რომლებიც 20-25 წელია ცხოვრობენ ოჯახები, თაობები გაიზარდა ამ ოჯახებში და დღემდე ცხოვრობენ იმის შიშით, რომ არ გამოასახლონ. ვპირდები მათ, რომ ხელცარიელს არ დავტოვებ ამ ბიუროკრატიის პირობებში“ - განაცხადა კახა კალაძემ.   მისი თქმით, ეს ოჯახები გაიმიჯნებიან მათგან, ვინც 2012 წლისთვის სახელმწიფო დაწესებულებებში მიზანმიმართულად იჭრებოდა.   კახა კალაძე ამომრჩეველს ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და ურბანული საკითხების გარდა, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზეც ესაუბრა.   მისი თქმით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსება გაიზრდება, მუნიციპალური პროგრამები კიდევ უფრო დაიხვეწება.   კახა კალაძესთან ერთად კრწანისის მოსახლეობას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტარი ბექა ოდიშარია და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გორგაძე შეხვდნენ.

25 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე - მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს.   „ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად, ჩვენ შევიმუშავებთ და განვახორციელებთ ახალ კონცეფციას“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა სოციალური პოლიტიკის მიმართულებების პრეზენტაციაზე.   ინკლუზიური ქალაქის კონცეფციაზე დეტალურად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა. იონათამიშვილის განცხადებით, კონცეფციის უმთავრესი მიზანი იქნება შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, შეფასება და ინდივიდუალური ადაპტირების პროექტების განხორციელება.   მისივე თქმით, საფეხმავლო გზებზე მოეწყობა მკვეთრი ფერის ტაქტილური პანდუსები, რითაც თანაბრად ისარგებლებენ, როგორც ეტლით მოსარგებლე პირები, ასევე უსინათლო, მხედველობის პრობლემისა და ქცევის დარღვევის მქონე პირები; მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების ადაპტირება კი უნივერსალური დაპროექტების პრინციპით მოხდება.   უმრავლესობის წევრმა ავტოპარკის ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით განახლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტობუსებში დამონტაჟდება ხმოვანი განცხადებების სისტემა უსინათლო და მხედველობის პრობლემის მქონე პირებისთვის, ასევე, დაიწყება თბილისის მეტროპოლიტენის ადაპტირების პროექტზე მუშაობა და მისი განხორციელება.   რაც შეეხება სკოლამდელ ინკლუზიურ განათლებას, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეული ბავშვს თავიდანვე ეძლეოდეს სწორი განვითარების საშუალება და იძენდეს ინკლუზიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილებას. როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, აღნიშნული კონცეფცია თბილისის საბავშვო ბაღებში ინკლუზიური სკოლამდელი განათლების განხორციელებასაც ითვალისწინებს, რისთვისაც სპეციალური პედაგოგები შესაბამისად მომზადდებიან.   „ინკლუზიური ქალაქის პროექტი საკმაოდ ამბიციური პროექტია, მაგრამ მერწმუნეთ, მნიშვნელოვანი წარმატებები გონივრული ამბიციის გარეშე არ განხორციელდება, მით უფრო, როცა ეს თითოეული ჩვენგანის უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, პასუხისმგებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თითოეული პირისა და შესაბამისად, პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

25 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე სოციალური პროგრამების დახვეწას და მუნიციპალური საბინაო ფონდის კონცეფციის შექმნას გეგმავს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, მუნიციპალური საბინაო ფონდის კონცეფციის შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ მან თბილისის სოციალური პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.მისი თქმით, კონცეფციის მიხედვით, მომავალი წლების განმავლობაში სოციალური საცხოვრებლების მშენებლობა დაიწყება.   თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, შემუშავებული სოციალური პოლიტიკა სამ მიზანს ისახავს: სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანდაცვის პროგრამების განვითარება და ინკლუზიური ქალაქი ყველა თაობისთვის.   კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დაიხვეწება არსებული 22 სოციალური პროგრამა, რომლებიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულებისა და ახალშობილებისთვის.   „გარდა ამისა, გამგეობის მხრიდან სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უფასო სასადილოების პროგრამის დახვეწას და რაციონის, ასევე, სერვისის გაუმჯობესებას. ამისთვის გამგეობებს მერიიდან გამოეყოფა დაახლოებით 30 მილიონი ლარი“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა.   მისი თქმით, სოციალური პროგრამების განხორციელების კვალდაკვალ ყურადღება მიექცევა სიღარიბის შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.   „ამ მიმართულებით ვაპირებთ, ცენტრალურ მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეთა გადამზადებას. ჩვენ მივესალმებით ამ მიმართულებით განათლების სამინისტროს მუშაობას. მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამები განხორციელდეს მერიის, კოლეჯისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით“ - განაცხადა კახა კალაძემ.   რაც შეეხება სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების ღირსეულ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას, კახა კალაძემ ყურადღება საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემაზე გაამახვილა.   „ადამიანები, რომლებიც 20-25 წელია ცხოვრობენ, ვერ ახერხებენ ამ ფართების დაკანონებას. დღესაც შიშით ცხოვრობენ, ხვალ ვინმემ არ გამოასახლოს. ჩემი მერობის პირობებში პირველ რიგში დავიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.   მისი თქმით, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობდა, გარკვეული ადამიანები მიზანმიმართულად შეიჭრნენ სახელმწიფო დაწესებულებებში, თუმცა მათი გამიჯვნა მოხდება იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ კონკრეტულ საცხოვრებლებში.   „გამიჯვნა შესაძლებელია. ეს შეიძლება იყვნენ დევნილები, უსახლკაროები, რომლებიც ძალიან ბევრი წლებია ცხოვრობენ ამ საცხოვრისში და ისინი ვერ ახერხებენ დაკანონებას. შესაბამისად, ჩემი მერობის პირობებში, ამ პრობლემას მოვაგვარებ“ - განაცხადა კახა კალაძემ.   სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები, მაჟორიტარობის კანდიდატები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

24 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე: მივესალმები ყველა ადამიანთან შეხვედრას, რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის

„ზოგადად, როდესაც, შეხვედრა იგეგმება, ამის შესახებ ამომრჩევლებს ვაწვდით ინფორმაციას.  შეკრებებზე მოსულ მოქალაქეებს შორის ზოგი მასწავლებელია, ზოგიც კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანი. პედაგოგებიც ამომრჩევლები არიან და მე მივესალმები ყველა ადამიანთან შეხვედრას, ვინც არ უნდა იყოს და რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის", - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა.   "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს საჯაროდ, მედიის თანდასწრებით ჰკითხა, წარმოადგენდნენ თუ არა სასწავლო დაწესებულებებს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი მიიღო.   კახა კალაძე დღეს დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.    თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის სხვადასხვა რაიონისა და უბნის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.

24 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე დიდუბისა და დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა

კახა კალაძე დიღმის მასივისა და დიდუბის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს პროგრამული ხედვები წარუდგინა და მათი განხორციელების გზებზე ესაუბრა.   კახა კალაძის თქმით, დაგეგმილი პროექტების განხორციელება ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი.   „საჭიროა ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რისი დიდი გამოცდილებაც მაქვს. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიკეთეები დავნერგოთ და განვავითაროთ ჩვენი დედაქალაქი“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.   ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების განხილვის გარდა, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა საკუთრების დაკანონების პრობლემას. მისი თქმით, იმ ოჯახებს, რომლებიც ვერ გასცდნენ ბიუროკრატიულ ბარიერებს, მისი მერობის პირობებში აღნიშნული პრობლემა დროულად მოუგვარდებათ.   თბილისის მერობის კანდიდატი ქუჩის ბინადარი ცხოველების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ჰუმანური მიდგომითაა შესაძლებელი.     კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ საარჩევნო შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ილია წულაია, ასევე, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები თარაშ შურღაია და ვლადიმერ ძნელაძე. 

24 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე: სამარცხვინოა, რომ ოპონენტები წინასაარჩევნოდ თავის გასაპიარებლად დეზინფორმაციას ავრცელებენ

„მინდა მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ რამდენიმე დღეა მიზანმიმართულად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ზაჰესში ახლად განხორციელებული პროექტით გაკეთებული ხიდი, რომელსაც აქ მცხოვრები მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, ჩაინგრა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სამარცხვინოა, რომ ოპონენტები ამას საარჩევნოდ თავის გასაპიარებლად იყენებენ”, - აცხადებს კახა კალაძე, რომელიც დღეს ზაჰესის დასახლების ხიდთან მიმდინარე გზის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ჩაინგრა არა ხიდი, არამედ ახლო მდებარე გზის მცირე მონაკვეთი, რაც წყლის მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია.   „ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ. ახალ საფეხურზე უნდა გადავიყვანოთ საქართველოში პოლიტიკა და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. დასრულდა ის დრო, როდესაც ტელევიზიები,  მედია ერთ ადამიანს ედო ჯიბეში. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ტყუილი თქვას. მესმის, რომ უამრავი პრობლემაა.  მერობის კანდიდატებმა ნება იბოძონ და ამ პრობლემებზე ისაუბრონ და არა მოგონილ თემებზე. პრობლემა რეალურად იყო, თუმცა ხიდს არ უკავშირდებოდა, ეს იყო „GWP”-ის წყლის მილსადენი, რომელიც დაზიანდა, გამორეცხა ნიადაგი და ჩავარდა ასფალტი. ეს პროექტი უკვე დასრულდა, ამისთვის მადლობას ვუხდით „GWP”-ს.  ასფალტის აღდგენითი სამუშაოები მალე დაიწყება”, - განაცხადა კახა კალაძემ.   ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე, რომლის განცხადებით, ის პირადად ადევნებდა თვალს 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს.   „ამ წუთებში მიმდინარეობს გრუნტის დატკეპვნის სამუშაოები და 24 საათში, მაქსიმუმ,  სამშაბათს დილით მოძრაობა აღდგენილი იქნება. აქ მთავარი ის კი არ არის, ავარია მოხდება თუ არა, არამედ რამდენად სწრაფად მოხდება რეაგირება. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის ასე იქნება. თუ სადმე პატარა გაჭირვება აქვს ჩვენს დედაქალაქს, არც ერთი ჩვენგანი, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობიდან დამთავრებული ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ ამბავს უყურადღებოდ არ დატოვებენ”, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

23 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე: საკუთრების დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, მოგვარებული იქნება

„ადამიანები ორი ათეული წელია ცხოვრობენ აქ, თაობები გაიზარდნენ ამ ოჯახებში და ისინი ვერ ახერხებენ ბინების დაკანონებას. ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია. როგორც კი გავხდები თბილისის მერი, იმ დღიდანვე დავიწყებ ამ პრობლემის მოგვარებას” - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის N35 კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი იმ ოჯახების საჭიროებებს გაეცნო, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთრების დამტკიცებას ვერ ახერხებენ, შესაბამისად ოჯახებში ვერ შეჰყავთ ელექტროენერგია და სხვა სახის კომუნიკაციები.   იმავე კორპუსში მცხოვრები რეზო კვანჭიანის თქმით, აღნიშნულ ოჯახებში მცირეწლოვანებიც ცხოვრობენ და იმის გამო, რომ კომუნიკაციები საცხოვრებელ სახლებში ვერ შეჰყავთ, ზამთრის გადატანა მათ მძიმე პირობებში უწევთ.   კახა კალაძის განცხადებით, ოჯახები, რომლებიც 10-20 წლის განმავლობაში ვერ იკანონებენ საკუთრებას, გაიმიჯნებიან მათგან, რომლებიც, რამდენიმე წლის წინ, მიზანმიმართულად შეიჭრნენ სახელმწიფო საკუთრებაში.   „ამ ადამიანებს ბიუროკრატიის წინაშე ხელცარიელს არ დავტოვებ. შესაბამისად, დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, იქნება მოგვარებული. ეს არის საცხოვრებელი სახლები, ეს არის მიწის ნაკვეთებზე აშენებული სახლები, სადაც 10-20 წელია ცხოვრობენ. მე მესმის, რომ არსებობს პრობლემები, რადგან 2012-ში, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში, სპეციალური ჯგუფები იქმნებოდა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიზანმიმართულად იჭრებოდნენ. ამის გამიჯვნა შესაძლებელია“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. 

23 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე: ამბიცია მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ თბილისი განსხვავებული იყოს

„ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა და დღესაც აქტუალურია, თუმცა, ჩემს გუნდთან ერთად, იმის ამბიცია მართლაც მაქვს, რომ 4 წლის თავზე თბილისი იყოს განსხვავებული და ყველასათვის ხელშესახები იყოს ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ”, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.   მისი თქმით, ეკოლოგიის, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების მიმართულებების გარდა, ყურადღება მიექცევა სოციალურ საკითხებს და სამუშაო ადგილების შექმნას.   „სოციალური პროგრამები გაგრძელდება და განვითარდება. რამდენიმე დღეში კონკრეტულ პროექტებს და პროგრამებს გავაცნობთ საზოგადოებას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ამ მიმართულებით მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა. ტყუილად არ ვამბობ იმას, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა. უნდა დავანახოთ ადამიანებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი კეთილდღეობაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავდეს ქვეყანას და უფრო მეტი დასაქმებული, რეალიზებული ადამიანი. ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას”, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.   კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქს დაუბრუნდეს და შეუნარჩუნდეს მისთვის დამახასიათებელი ხიბლი. ამისათვის, თბილისის მერობის კანდიდატი ძველი თბილისის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.   „ჩვენ 500 მილიონის დახარჯვას ვაპირებთ, 4 წლის განმავლობაში, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაზე. ეს არის თითოეული ჩვენგანის საგანძური, რომელსაც მოვლა-პატრონობა და მოფრთხილება სჭირდება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.   მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაიხვეწოს მშენებლობის სტანდარტები, ამ პროცესში კი შრომის უსაფრთხოება დაცული იყოს.   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი იმყოფებოდნენ.

22 სექტემბერი, 2017

კახა კალაძემ საზოგადოებას ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები გააცნო

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.     კახა კალაძის თქმით, ეკოლოგია თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მმართველი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.   როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.   „დედაქალაქში დაახლოებით, 1400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია და თუ ვნახავთ, არსებულ სკვერებში მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მწვანე საფარი საერთოდ არ არსებობს. ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო ასეთი, რომ სკვერებში მწვანე საფარი არ უნდა ყოფილიყო, რაც არასწორია. ალბათ ყველა ვხედავთ, ქარის დროს როგორი მტვერია და ამას თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენს შემდეგ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.   მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ასევე, დაეთმობა 12-ვე დიდი პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.   ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები საზოგადოებას დეტალურად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძე გააცნო.   ბითაძის თქმით, მმართველი გუნდი სოციალური განვითარებისთვის, ჯანსაღი გარემოსთვის, ეკონომიკის სტიმულირებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ის მიზნები განხორციელდეს, რაც ეკოლოგიურ სტრატეგიაშია მოცემული.   მისივე განმარტებით, სტრატეგია დაყოფილია სამ ძირითად მიმართულებად - ეს არის დედაქალაქში დაბინძურების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გამწვანებისა და რეკრეაციული ტერიტორიების სივრცეების მოწესრიგება და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების ჩართულობა.   ამასთან, მაია ბითაძის თქმით, სხვადასხვა გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტის შემოტანის გარდა, მმართველი გუნდი დანაგვიანების საკითხისადმი ძალიან მკაცრი იქნება. კერძოდ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქის დაბინძურებისადმი კონტროლი გამკაცრდება და სეპარირებისა და გადამუშავების გზით, ნარჩენების აღდგენას ხელი შეეწყობა.   „სათანადო ყურადღება დაეთმობა მდინარე მტკვარს, რომელიც, რა თქმა უნდა, ისეთივე ზრუნვას იმსახურებს, როგორსაც მთელი დედაქალაქი. რეკრეაციული ტერიტორიები ჩვენი ამოცანის მეორე ძირითადი მიმართულებაა. სიმწვანე ქალაქში სუფთა ჰაერის მთავარი საწინდარია. ამიტომ, მაქსიმალურად, ვიზრუნებთ იმ კონკრეტული გეგმის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.     მისივე თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება რეკრეაციული ტერიტორიების განვითარებას - ძველების აღდგენისა და ახალი რეკრეაციული ტერიტორიების შექმნას დაეთმობა, რომელიც დედაქალაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს დასვენების შესაძლებლობას მისცემს.    „ვიზრუნებთ თბილისის გარშემო არსებული ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რათა არ გავრცელდეს დაავადებები, ასევე, დროულად იქნეს ტყეები და ქარსაფარი ზოლები მოვლილი“, - აღნიშნა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ. მაია ბითაძის თქმით, ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე  საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყობა. ამავე გეგმის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის, „მზიურისა“ და დენდროლოგიური პარკების განვითარება.   „ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, დაახლოებით, 151 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყოს, განვითარდეს ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე, „მზიურისა“ და დენდროლოგიური პარკები, ასევე,  განახლდეს ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის, ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრესა და 9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი, რათა თითოეულ უბანში მცხოვრებ თბილისელს რეკრეაციული და მწვანე ტერიტორიის თავისუფლად სარგებლობის საშუალება ჰქონდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.   მისივე თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ისეთი ქუჩების გამწვანებას, რომელიც ტრანსპორტითაა დატვირთული, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას, ჭავჭავაძის, მოსკოვის გამზირებსა და აეროპორტის გზატკეცილს.

22 სექტემბერი, 2017

მაია ბითაძე: მდინარე მტკვარს სათანადო ყურადღება დაეთმობა, რომელიც ისეთივე ზრუნვას იმსახურებს, როგორსაც მთელი ქალაქი

სხვადასხვა გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტის შემოტანის გარდა, მმართველი გუნდი დანაგვიანების საკითხისადმი ძალიან მკაცრი იქნება, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.   მისი თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქის დაბინძურებისადმი კონტროლი გამკაცრდება და სეპარირებისა და გადამუშავების გზით, ნარჩენების აღდგენას ხელი შეეწყობა.   „სათანადო ყურადღება დაეთმობა მდინარე მტკვარს, რომელიც, რა თქმა უნდა, ისეთივე ზრუნვას იმსახურებს, როგორსაც მთელი დედაქალაქი. რეკრეაციული ტერიტორიები ჩვენი ამოცანის მეორე ძირითადი მიმართულებაა. სიმწვანე ქალაქში სუფთა ჰაერის მთავარი საწინდარია. ამიტომ, მაქსიმალურად, ვიზრუნებთ იმ კონკრეტული გეგმის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.     მისივე თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება რეკრეაციული ტერიტორიების განვითარებას - ძველების აღდგენისა და ახალი რეკრეაციული ტერიტორიების შექმნას დაეთმობა, რომელიც დედაქალაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს დასვენების შესაძლებლობას მისცემს.    „ვიზრუნებთ თბილისის გარშემო არსებული ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რათა არ გავრცელდეს დაავადებები, ასევე, დროულად იქნეს ტყეები და ქარსაფარი ზოლები მოვლილი“, - აღნიშნა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.     პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.  

22 სექტემბერი, 2017

ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა

  ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე  საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყობა, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.   მისივე თქმით, ამავე გეგმის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის, „მზიურისა“ და დენდროლოგიური პარკების განვითარება.   „ოთხწლიანი გეგმის ფარგლებში, დაახლოებით, 151 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე საფეხმავლო რეკრეაციული ზონა მოეწყოს, განვითარდეს ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე, „მზიურისა“ და დენდროლოგიური პარკები, ასევე,  განახლდეს ვაკის, რიყის, გოძიაშვილის, კიკვიძის, ვარკეთილის პარკები, ვერის, ალექსანდრესა და 9 აპრილის ბაღები და დიღმის ტყე-პარკი, რათა თითოეულ უბანში მცხოვრებ თბილისელს რეკრეაციული და მწვანე ტერიტორიის თავისუფლად სარგებლობის საშუალება ჰქონდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.   მისივე თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ისეთი ქუჩების გამწვანებას, რომელიც ტრანსპორტითაა დატვირთული, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას, ჭავჭავაძის, მოსკოვის გამზირებსა და აეროპორტის გზატკეცილს.   „აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვება გამგეობები, რომელიც თითოეულ უბანში, თითოეულ ეზოზე ზრუნვასა და მათ გამწვანებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.   პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.      

22 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე: თბილისში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.   ამის შესახებ მან დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და ამ მიმართულებით, თბილისში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.   „დედაქალაქში დაახლოებით, 1400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია და თუ ვნახავთ, არსებულ სკვერებში მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მწვანე საფარი საერთოდ არ არსებობს. ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო ასეთი, რომ სკვერებში მწვანე საფარი არ უნდა ყოფილიყო, რაც არასწორია. ალბათ ყველა ვხედავთ, ქარის დროს როგორი მტვერია და ამას თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენს შემდეგ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.   მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ასევე, დაეთმობა 12-ვე დიდი პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.   „მჯერა, რომ ოთხი წლის თავზე, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ქალაქში რადიკალურად განსხვავებული ეკოლოგიური მდგომარეობა შეიქმნას“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.   დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრა მმართველი გუნდის ამოცანების პირველი ნაწილია.   „ყველაზე მტკივნეული ჰაერის დაბინძურებაა. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი გრუნტია, რომელიც ჩვენს დედაქალაქში მწვანე საფარით კარგად არ არის დაფარული. ასევე, ტრანსპორტის გამონაბოლქვი და მშენებლობები. ვფიქრობთ, რომ ის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, მათ შორის, მშენებლობის სტანდარტების გამკაცრებისა და ქალაქგანვითარებაში სხვადასხვა ეკოლოგიური საკითხების, როგორც გამჭოლი ხაზის შეტანით, იქნება გადამწყვეტი გზა, რომელის ეტაპობრივად შეგვაქმნევინებს ისეთ დედაქალაქს, რომელიც ჩვენ გვსურს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

22 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო

ეკოლოგიური პოლიტიკის წარდგენის შემდეგ, კახა კალაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა და თავისი პროგრამული ხედვა გააცნო.   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებებს სამი მიმართულებით გეგმავს: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.   „სერიოზული პრობლემაა მშენებლობების მტვერი, ასევე, უსაფრთხოების დაცვა - ამას სჭირდება სერიოზული კონტროლი და ძალიან პრინციპულები ვიქნებით, რომ მშენებლობების პროცესში გამოყენებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალები, ხოლო ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული“- განაცხადა კახა კალაძემ.   თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.„მე არ ვარ მშენებლობების წინააღმდეგი, ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ სწორად, რომ ჩვენს შვილებს ქალაქი არ დავუმახინჯოთ“ - აღნიშნა კახა კალაძემ.   მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა არამარტო ძველი უბნების, არამედ ზოგადად, ავარიული შენობების აღრიცხვის, რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების საკითხს.   თბილისის მერობის კანდიდატმა საბურთალოს ამომრჩევლებს სხვა პროგრამულ საკითხებზეც ესაუბრა და მათ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები დავით უთმელიძე და ვატო შაქარიშვილი წარუდგინა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ლევან გოგიჩაიშვილი.

22 სექტემბერი, 2017

„დღე ავტომობილების გარეშე" - კახა კალაძემ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ველორბოლაში მიიღო მონაწილეობა

“ჩვენს ქალაქს აქვს პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ამისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა პეკინზე მიმდინარე ველორბოლაზე გააკეთა, რომელშიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად მონაწილეობდა.   ველორბოლა პეკინის ქუჩაზე ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა და საერთაშორისო დღეს - „დღე ავტომობილების გარეშე“ მიუძღვნა.   კახა კალაძის განცხადებით, პირადად არის დაინტერესებული ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით და გუნდთან ერთად აქვს გეგმა, თუ როგორ განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქალაქში. „ჩვენს ქალაქს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ველობილიკების მოწყობა შესაძლებელია როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ისე სკვერებსა და პარკებში. ვფიქრობ, ძალიან მალე გავუწევთ ველოსიპედს პოპულარიზაციას. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ყველა თაობისთვის და პირადად მე ვარ ამ საკითხით დაინტერესებული“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.   ველორბოლა ახლადრეაბილიტირებული პეკინის ქუჩიდან დაიწყო. კახა კალაძემ ქუჩაზე განხორციელებული მასშტაბური სამუშაოებისთვის თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა.   ველორბოლაში დღეს ველომოყვარულები, საჯარო პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები ჩაერთვნენ.   „დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს, ევროკომისიის მიერ დაარსდა და აქტიურად აღინიშნება ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით მოქალაქეები გაუფრთხილდნენ გარემოს, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედითა და იარონ ფეხით.

21 სექტემბერი, 2017

კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სია წარადგინა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის პროპორციული სია წარადგინა. საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში მარიკა დარჩია, ბექა დავითულიანი, თინათინ ნიბლოშვილი, ირაკლი ზარქუა, დავით რურუა, გიორგი ჩაკვეტაძე, დავით უჯმაჯურიძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ჯაფარიძე და გიორგი ალიბეგაშვილი შედიან.   პარტიულ სიაში ასევე, მოხვდნენ თედო ისაკაძე, ლევან დარახველიძე, ერეკლე კუხიანიძე, ანა ლაშხი, ლევან არველაძე, ლევან ჟორჟოლიანი, ნინო რუხაძე, მიხეილ მესხი, ბორის ფირცხელიანი, გიორგი კიკნაველიძე, ბექა სივსივაძე, მამუკა ხაბარელი, ირაკლი ქუთათელაძე, ლევან ფიფია და მარიამ კანდელაკი.   როგორც მერობის კანდიდატმა წარდგენისას განაცხადა, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად უნდა იზრუნონ თბილისის განვითარებისთვის, განსაზღვრონ დედაქალაქის პრიორიტეტული მიმართულებები და პოლიტიკა. კალაძე დარწმუნებულია, რომ დეპუტატობის კანდიდატები არჩევნებში გაიმარჯვებენ და თბილისის მთავრობასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ და პრობლემების სისტემატურად გადაწყვეტის გზებსაც დასახავენ.   „ეს ადამიანები იქნებიან მოქალაქეთა ინტერესების დამცველები თბილისის საკრებულოში. მათთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად ვაქცევთ თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად - ქალაქად, სადაც შექმნილი იქნება პირობები მოქალაქეთა დასაქმების, რეალიზებისა და დაფასებისთვის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ პროპორციული სიის წარდგენისას.

21 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე სამგორის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო

  თბილისის ყველა რაიონი და უბანი თანაბრად უნდა განვითარდეს - ამის შესახებ დღეს სამგორის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას კახა კალაძემ განაცხადა.   „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ბარბარეს უბნის, მოსკოვის გამზირის, აფრიკისა და ქაიროს დასახლებების მცხოვრებებს შეხვდა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო.   „ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თანაბრად იგრძნოს განვითარება ყველა რაიონმა და ყველა უბანმა. დედაქალაქი უნდა იგრძნობოდეს ყველა რაიონში მცხოვრები ადამიანისთვის. ამიტომ, ის პროექტები და პროგრამა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, ზუსტად ამაზეა გათვლილი - მოხდეს უბნების და რაიონების თანაბარი განვითარება. რა მოგვიტანა მხოლოდ ცენტრალური უბნების და რაიონების განვითარებამ, ყველა ვხედავთ - ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობა-ნაგებობები, სუნთქვა აღარ შეიძლება ქალაქში. ამიტომ, ჩვენთვის ყველა რაიონი, ყველა უბანი, მათი განვითარება და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა კახა კალაძემ.   მისი თქმით, ქალაქის განვითარების ხედვაზე 4 თვის განმავლობაში მის გუნდთან ერთად კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი მუშაობდა. „მე მგონია, რომ მართლაც საუკეთესო პროგრამა გვაქვს წარმოდგენილი, რომელიც 4 წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.   კახა კალაძე ამომრჩევლებს ეკოლოგიური გაუმჯობესების, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების, მშენებლობის სტანდარტების დახვეწის, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზებზეც ესაუბრა.   შეხვედრას თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ქეთევან მამულაშვილიც ესწრებოდა, რომელიც ამომრჩეველს 2017-2018 წლებისთვის დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

20 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე თბილისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

  დევნილებისთვის ბინების გადაცემა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრაზე განაცხადა.   „ეს იქნება თქვენი საკუთრება, მაგრამ მჯერა, რომ ეს იქნება დროებითი, რადგან ჩვენი სახლი არის აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და დავუბრუნოთ ეს ტერიტორიები ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, - აღნიშნა დევნილებთან საუბრისას თბილისის მერობის კანდიდატმა.   კახა კალაძემ თბილისში არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა. „ჩვენს შვილებს არ უნდა დავუმახინჯოთ ქალაქი. პირიქით, მათ უნდა შევუქმნათ ბევრი მწვანე სივრცე, ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, ლამაზი, მოწესრიგებული ქალაქი. თბილისი არის განსაკუთრებული ქალაქი თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება სჭირდება“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.   შეხვედრაზე კახა კალაძემ მოსახლეობას ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და ეკოლოგიური გაუმჯობესების, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების, მშენებლობის სტანდარტების დახვეწის, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზებზე ესაუბრა.   შეხვედრაზე, ასევე იმყოფებოდა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილი და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე.   თბილისის მერობის კანდიდატი შეხვედრებს განაგრძობს. კახა კალაძე თბილისის სხვადასხვა უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.

19 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო

  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოფელ დიღმისა და დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.   კახა კალაძე სოფელ დიღმის მცხოვრებლებს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობას დაჰპირდა და განუცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.   „ეს საკმაოდ ძვირადღირებული და მასშტაბური პროექტია, თუმცა გადაწყდა, რომ ის მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება შეტანილი და მის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი დაიხარჯება. მე გაძლევთ პირობას, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული,“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.   კახა კალაძემ ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლებასა და განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში ქალაქში 700 ახალი ავტობუსი შემოვა, ქალაქის სხვადასხვა რაიონებს დაემატება სამარშუტო ხაზები და გაიზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა.   თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევას, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას.   მისივე თქმით, ქალაქს კიდევ 30-მდე საბავშვო ბაღი შეემატება, ხოლო თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური მუნიციპალური სპორტკომპლექსები აშენდება, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.   კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძეც შეხვდა, რომელიც ამომრჩეველს არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას და გუნდთან ერთად თბილისის განვითარებაზე აქტიურ მუშაობას დაჰპირდა.

18 სექტემბერი, 2017

კახა კალაძე: ჩემს თანაქალაქელებთან ერთად ვიქნები ადამიანი, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს. ამის შესახებ მან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა.   „დედაქალაქში არსებობს რაიონები, კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს, მოქალაქეებს საათზე მეტი ხნით ლოდინი უწევთ, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. ჩვენ, ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებითა და ავტობუსების შემოყვანით, მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემას მოვუხსნით“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.   მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტისა და პოპულარობის მიმართულებით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული გახდეს, არამედ პოპულარული უნდა იყოს და მე, ჩემს თანაქალაქელებთან ერთად ვიქნები ადამიანი, ვინც ამას პოპულარიზაციას გაუწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.   „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში, დედაქალაქში მიკროავტობუსებით 603 000 ადამიანი გადაადგილდება, ავტობუსებით - 330 000, ხოლო მეტროს - 288 000 მგზავრი გადაჰყავს.   „იმის შემდეგ, რაც მეტროს რეაბილიტაციას მოვახდენთ და მას ახალი ვაგონები დაემატება, დარწმუნებული ვარ, რომ მეტროთი უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. თბილისში არსებულ ორ საბაგიროს კი, დღეში დაახლოებით, 4100 ადამიანი გადაჰყავს. ეს ის მიმართულებებია, რაზეც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.   მეტროს ვაგონების რეაბილიტაციასა და არსებული ვაგონების ჩანაცვლების შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება.„ჩვენ ამ ღონისძიებით მივალთ იქამდე, რომ შეიქმნება უფრო მეტი კომფორტი მგზავრების გადაყვანის დროს, გაიზრდება მგზავრთა რაოდენობა და სადგურებზე მოლოდინის დრო შემცირდება. მოხდება 23 მეტროსადგურის რეაბილიტაცია, სადაც ამ მიმართულებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

18 სექტემბერი, 2017

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით, დედაქალაქში შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტი განხორციელდება

  თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირება იქნება, - ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. მისი თქმით, დედაქალაქში შესწავლილია რამდენიმე კრიტიკულად შემჭიდროვებული ადგილი, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია.   „დაგეგმილი გვაქვს შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელება. ესენია: მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზა და მარშალ გელოვანის ორდონიანი კვანძი გზაგამტარები; საბურთალოს რაიონში მარშალ გელოვანის გამზირის და ვასილ გოძიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარი; ვაკე-საბურთალოს რაიონში თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარები; გმირთა მოედნის მიმდებარე გზის გაფართოება; ვაკე-საბურთლოს რაიონში ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარი; კრწანისის რაიონში ქვედა და ზედა ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა და სარკინიგზო გამტარი გვირაბი; ვაკის რაიონში, მდინარე ვერეში, წყნეთის გზატკეცილისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით, 300 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულდება.   ხმალაძის განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდება. „ავტობუსების უმეტესობა ამორტიზებულია. შესაბამისად, მათი მხრიდან ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. სწორედ ამიტომ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროგრამას განვახორციელებთ. პრაქტიკულად, 700 ერთეულამდე ავტობუსის ჩანაცვლებას მოვახდენთ, რაშიც 260 მლნ ლარამდე დაიხარჯება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.   მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კერძო სატრანსპორტო საშუალებების ელექტრომობილებით ეტაპობრივად ჩანაცვლებაა, რომლის მიმართულებითაც, არაერთი წამახალისებელი პროგრამა განხორციელდება.