09 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე

პირველ რიგში, მინდა მივმართო თითოეულ ადამიანს, როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ისე საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს. გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით. მეგობრებო, ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმებზე, მაგრამ ყველამ მინდა გაითვალისწინოს ერთი რამ ,რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო.არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას და არც ის, არ არის სასიამოვნო , რომ პოლიცია იძულებული ხდება მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს. ეს არ არის ის სურათი, რომლის ხილვაც სურს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც პანდემიის პირობებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირეს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. ქართველმა ხალხმა, 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას “ქართული ოცნება” დააკომპლექტებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემებთან მიმართებით ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, მოვუწოდებთ ყველას, დესტრუქციული ქმედებებით ნუ შეაფერხებენ მათივე საჩივრების საფუძველზე მიმდინარე ხმების გადათვლის პროცესს, არამედ მიყვნენ სამართლებრივ პროცედურებს, ამ გზით შეეცადონ საკუთარი პოზიციის დაცვას და მოემზადონ არჩევნების მეორე ტურისთვის. ამავეს მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და რომ მილიონამდე ადამიანის არჩევანს ვერავინ შეცვლის საპროტესტო აქციებით; ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, საკუთარი მიზნების სამართლებრივი გზებით მიღწევას, სხვაგვარად დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, სხვაგვარად თანამედროვე საზოგადოებად ვერ შევდგებით! ნიშანდობლივია, რომ გუშინ მომხდარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ოპოზიციის მხოლოდ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია სურთ. დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ბოლომდე შეინარჩუნეს პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმა და არ მიიღეს მონაწილეობა ცესკოზე მიტანილ ძალადობრივ შტურმში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აყვებიან რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის. დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს!

08 ნოემბერი, 2020

მამუკა მდინარაძის განცხადება

დღეს ჩვენ ვნახეთ მოცემულობა, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას კოვიდ-ინფექციისპრევენციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხატათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან.როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები. დამატებით, სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს თუ არ ვცდები ათამდე უბანზე გადათვლა. ჯერჯერობით ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა, ხაზს ვუსვამ, რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არა თუ გაყალბების რაიმე ფაქტი. ვუერთდებით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებას და ჩვენც, კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან რეგულაციები , ასევე არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს. 

08 ნოემბერი, 2020

ირაკლი კობახიძის განცხადება

„ჩვენ რა თქმა უნდა თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თუმცა როდესაც პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ აქციაზე ადამიანების რაოდენობას ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება მნიშვნელოვანია და შესაბამისად დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს.  ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთები, როგორებიც დღეს გამოდიოდნენ, მაგალითად ტრიბუნიდან - ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, წინსვლა და განვითარება, ეს რაც შეეხებოდა აქციას. რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება - აქ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი.  მან თქვა, რომ თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა, მე და არჩილ თალაკვაძეს ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ ვუპასუხეთ მას, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი - მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ასევე განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი ამ შეხვედრის, რაზეც ჩვენ მას განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ინიციატივა დღეს ბუნებრივია არანაირი შეხვედრის გამართვა არ ყოფილა.  აქედან გამომდინარე, გაჟღერებული ინფორმაცია იყო ტყუილი, სიმართლე არის ის, რაც მოგახსენეთ ამ ფაქტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ შემდეგს, რომ დღევანდელმა დღემ უტყუარად დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი, საიდანაც თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ აღიარა დღევანდელი დღით არჩევნების შედეგები“, - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე

08 ნოემბერი, 2020

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

დღეს ჩვენ ვნახეთ მოცემულობა, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას კოვიდ-ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხეტათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან.როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები. დამატებით, სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს თუ არ ვცდები ათამდე უბანზე გადათვლა. ჯერჯერობით ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა, ხაზს ვუსვამ, რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არა თუ გაყალბების რაიმე ფაქტი. ვუერთდებით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებას და ჩვენც, კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან რეგულაციები , ასევე არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს.

08 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

ჩვენ რა თქმა უნდა თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თუმცა როდესაც პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ აქციაზე ადამიანების რაოდენობას ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება მნიშვნელოვანია და შესაბამისად დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს. ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთები, როგორებიც დღეს გამოდიოდნენ, მაგალითად ტრიბუნიდან - ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, წინსვლა და განვითარება, ეს რაც შეეხებოდა აქციას. რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება - აქ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, რომ თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა, მე და არჩილ თალაკვაძეს ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ ვუპასუხეთ მას, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი - მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ასევე განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი ამ შეხვედრის, რაზეც ჩვენ მას განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ინიციატივა დღეს ბუნებრივია არანაირი შეხვედრის გამართვა არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, გაჟღერებული ინფორმაცია იყო ტყუილი, სიმართლე არის ის, რაც მოგახსენეთ ამ ფაქტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ შემდეგს, რომ დღევანდელმა დღემ უტყუარად დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი, საიდანაც თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ აღიარა დღევანდელი დღით არჩევნების შედეგები.

07 ნოემბერი, 2020

გიორგი ხელაშვილის ბრიფინგი

სულ სხვა თემით ვაპირებდით დღევანდელი ბრიფინგის  დაწყებას, მაგრამ სამწუხაროდ, საუბედუროდ გვიწევს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციით დაწყება. დაიღუპა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი , რომელი ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, სამწუხაროდ. ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ, რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით.  დღეს 7 ნოემბერია 13 წლის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი სახე აჩვენა, 7 ნოემბრის აქციის დარბევისას. ეს იყო დარბევა, რომელმაც ნათლად აჩვენა ნაციონალური მოძრაობის მიერ  ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა მედია - თავისუფლების დათრგუნვა, როდესაც გაანადგურა ტელეკომპანია იმედი. ამიტომ, არ არის უცნაური, რომ 7 ნოემბერი გახდა ნაციონალური მოძრაობის დასასრულის დასაწყისი, რაც დასრულდა 2012 წელს და საბოლოოდ წერტილი დაესვა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ქართველმა ხალხმა მისცა პოლიტიკური შეფასება და ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად ნეგატიური შეფასება დადო ამ მოვლენების შესახებ, თუმცა შეგახსენებთ, რომ სამართლებრივად ჯერ არ არის ამ დარბევის ორგანიზატორების მიერ გაცემული, რაც აუცილებლად მოხდება.  საოლქოში საარჩევნო კომისიებში დინამიურად მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. უპრეცედენტო რაოდენობა - 19 საარცჩევნო უბნის შედეგების გადათვლა მოხდა, შესაბამისად, საჩივრების ნაწილი ალბათ გადაინაცვლებს სასამართლოში, სადაც ასევე  გაგრძელდება განხილვის პროცესი.შეგახსენებთ, რომ გადათვლილი უბნებიდან ჯერჯერობით არსებითად მნიშვნელოვანი  ხარვეზები არ გამოვლენილა, მითუმეტეს, გამოვლენილი დარღვევები ვერანაირ  გავლენას ვერ ახდენს არათუ ეროვნული მასშტაბით, არამედ საუბნო ლოკალური მასშტაბით შედეგებზეც  კი.იმ შემთხვევებში, როდესაც უარი ეთქვა საჩივრების განხილვაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ,  ამის ძალიან სერიოზული მიზეზები არსებობდა. კერძოდ, ამ საჩივრების დიდი ნაწილი  შეტანილი იყო პარტიების არაუფლებამოსილი პირების მიერ და შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებს მათი განხილვის საშუალება არ ჰქონდათ.თავისთავად, ის, რომ ოპოზიციური პარტიები არასწორი პირების საშუალებით წარადგენენ პრეტენზიებს საოლქო საარჩევნო კომისიებთან, მიუთითებს ორიდან ერთ რამეზე: პირველი - მათ სპეციალურად გააკეთეს ეს, რომ ეჩვენებინათ, რამდენი საჩივარია დაწერილი და საოლქო საარჩევნო კომისია თითქოს უარს ამბობს მათ განხილვაზე, ან ეს მოუვიდათ ელემენტარული უცოდინრობით.რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს, მათი განხილვა გრძელდება და იმედი გვაქვს კიდევ მოხდება საჩივრების განხილვა, მათ შორის, უბნების გადათვლის საშუალებითაც.აქედან შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ - გარდა პოლიტიკური ხმაურისა და პოლიტიკური ტემპერატურის აწევისა, რაიმე სერიოზული საფუძველი განცხადებებს მასიური გაყალბების შესახებ არ ჰქონია.დღეს ასევე გვინდა შევეხოთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ უკრაინული მედიით გავრცელებულ ჩანაწერებს - ეს ჩანაწერები როგორც იცით გუშინ გავრცელდა, რომელიც ოპოზიციის ერთერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ინსტრუქციებს ათანხმებს სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ.ამ ჩანაწერებმა დაადასტურა ის, რომ როგორც მიზნები, ისე საშუალებები არის დესტრუქციული, უკანონო და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ ამის შესახებ უკვე მოგახსენებდით, არსებობდა ამაზე ინფორმაცია წინასწარ, რაზეც არაერთხელ მივუთითეთ, მაგრამ ის რომ ჩვენ ეს უშუალოდ პირველი პირებისგან მოვისმინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია.და ბოლოს, 8 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით - პროტესტი, გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოში, ყველას აქვს ამის უფლება., თუმცა ჩვენი მხრიდან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზატორები უგულებელყოფენ პანდემიის მზარდ საფრთხეს, რომელიც პიკს უახლოვდება და ამის მიუხედავად მოუწოდებენ მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციაში.  მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ცნობები იმის შესახებ რომ ერთმანეთის მიყოლებით ოპოზიციის ლიდერებს უდგინდებათ კოვიდ 19-ის დიაგნოზი, ვინც იტესტება, უმრავლეს შემთხვევაში ეს ასეა და ამის მიუხედავად ისინი მაინც უგულებელყოფენ საზოგადო, საჯარო ჯანდაცვის საფრთხეებს.ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას - მოქალაქეებს, ლიდერებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა და ასევე, საღი აზრის შესაბამისად. კანონის დარღვევის შემთხვევაში, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველა დარღვევაზე ამ ნორმების, უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება, ძალიან მკაცრი რეაგირება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია და როგორც ნახეთ ის ინფორმაცია, რომელსაც წინასწარ ვავრცელებთ ხოლმე, დასტურდება მოვლენებით - ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოლიციელის მიმართ ხდება შანტაჟი, გადაბირების მცდელობა, რომ მათ განაცხადონ, რომ ისინი აპირებენ თავისი მოვალეობის მიტოვებას, გადადგომას პროტესტის ნიშნად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ პოლიციელებს, თუ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა, ემუქრებიან კომპრომატებით, სთავაზობენ ფულს ან კომპენსაციას თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში და ასევე აშანტაჟებენ პირადი, ძველი ვალდებულებებით. ამისი მაგალითი იყო გუშინდელი ცესკოს შემთხვევა, როდესაც გათავისუფლებული თანამშრომელი, რომელმაც თითქოსდა პროტესტის ნიშნად დატოვა თავისი ადგილი, ივანე ბურდული, აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირი.  და ბოლოს, გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პოლიციას, თავიანთი მოვალეობების ძალიან კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისათვის. ამის ნიშანია - გუშინდელი ცესკოს შემთხვევა, როცა ივანე ბურდული აღმოჩნდა ნაც მოძრაობასთან დაკავშირებული .

07 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრი გიორგი ხელაშვილი

სულ სხვა თემით ვაპირებდით დღევანდელი ბრიფინგის დაწყებას, მაგრამ სამწუხაროდ, საუბედუროდ გვიწევს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციით დაწყება. დაიღუპა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი , რომელი ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, სამწუხაროდ. ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ, რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომიისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით. დღეს 7 ნოემბერია 13 წლის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი სახე აჩვენა, 7 ნოემბრის აქციის დარბევისას. ეს იყო დარბევა, რომელმაც ნათლად აჩვენა ნაციონალური მოძრაობის მიერ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა მედია - თავისუფლების დათრგუნვა, როდესაც გაანადგურა ტელეკომპანია იმედი. ამიტომ, არ არის უცნაური, რომ 7 ნოემბერი გახდა ნაციონალური მოძრაობის დასასრულის დასაწყისი, რაც დასრულდა 2012 წელს და საბოლოოდ წერტილი დაესვა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ქართველმა ხალხმა მისცა პოლიტიკური შეფასება და ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად ნეგატიური შეფასება დადო ამ მოვლენების შესახებ, თუმცა შეგახსენებთ, რომ სამართლებრივად ჯერ არ არის ამ დარბევის ორგანიზატორების მიერ გაცემული, რაც აუცილებლად მოხდება. საოლქოში საარჩევნო კომისიებში დინამიურად მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. უპრეცედენტო რაოდენობა - 19 საარცჩევნო უბნის შედეგების გადათვლა მოხდა, შესაბამისად, საჩივრების ნაწილი ალბათ გადაინაცვლებს სასამართლოში, სადაც ასევე გაგრძელდება განხილვის პროცესი.შეგახსენებთ, რომ გადათვლილი უბნებიდან ჯერჯერობით არსებითად მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოვლენილა, მითუმეტეს, გამოვლენილი დარღვევები ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს არათუ ეროვნული მასშტაბით, არამედ საუბნო ლოკალური მასშტაბით შედეგებზეც კი.იმ შემთხვევებში, როდესაც უარი ეთქვა საჩივრების განხილვაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, ამის ძალიან სერიოზული მიზეზები არსებობდა. კერძოდ, ამ საჩივრების დიდი ნაწილი შეტანილი იყო პარტიების არაუფლებამოსილი პირების მიერ და შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კიმისიებს მათი განხილვის საშუალება არ ჰქონდათ.თავისთავად, ის, რომ ოპოზიციური პარტიები არასწორი პირების საშუალებით წარადგენენ პრეტენზიებს საოლქო საარჩევნო კომისიებთან, მიუთითებს ორიდან ერთ რამეზე: პირველი - მათ სპეციალურად გააკეთეს ეს, რომ ეჩვენებინათ, რამდენი საჩივარია დაწერილი და საოლქო საარჩევნო კომისია თითქოს უარს ამბობს მათ განხილვაზე, ან ეს მოუვიდათ ელემენტარული უცოდინრობით.რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს, მათი განხილვა გრძელდება და იმედი გვაქვს კიდევ მოხდება საჩივრების განხილვა, მათ შორის, უბნების გადათვლის საშუალებითაც.აქედან შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ - გარდა პოლიტიკური ხმაურისა და პოლიტიკური ტემპერატურის აწევისა, რაიმე სერიოზული საფუძველი განცხადებებს მასიური გაყალბების შესახებ არ ჰქონია.დღეს ასევე გვინდა შევეხოთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ უკრაინული მედიით გავრცელებულ ჩანაწერებს - ეს ჩანაწერები როგორც იცით გუშინ გავრცელდა, რომელიც ოპოზიციის ერთერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ინსტრუქციებს ათანხმებს სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ.ამ ჩანაწერებმა დაადასტურა ის, რომ როგორც მიზნები, ისე საშუალებები არის დესტრუქციული, უკანონო და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ ამის შესახებ უკვე მოგახსენებდით, არსებობდა ამაზე ინფორმაცია წინასწარ, რაზეც არაერთხელ მივუთითეთ, მაგრამ ის რომ ჩვენ ეს უშუალოდ პირველი პირებისგან მოვისმინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია.და ბოლოს, 8 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით - პროტესტი, გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოში, ყველას აქვს ამის უფლება., თუმცა ჩვენი მხრიდან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზატორები უგულებელყოფენ პანდემიის მზარდ საფრთხეს, რომელიც პიკს უახლოვდება და ამის მიუხედავად მოუწოდებენ მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო ქციაში. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ცნობები იმის შესახებ რომ ერთმანეთის მიყოლებით ოპოზიციის ლიდერებს უდგინდებათ კოვიდ 19-ის დიაგნოზი, ვინც იტესტება, უმრავლეს შემთხვევაში ეს ასეა და ამის მიუხედავად ისინი მაინც უგულებელყოფენ საზოგადო, საჯარო ჯანდაცვის საფრთხეებს.ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას - მოქალაქეებს, ლიდერებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა და ასევე , საღი აზრის შესაბამისად. კანონის დარღვევის შემთხვევაში, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველა დარღვევაზე ამ ნორმების, უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება, ძალიან მკაცრი რეაგირება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია და როგორც ნახეთ ის ინფორმაცია, რომელსაც წინასწარ ვავრცელებთ ხოლმე, დასტურდება მოვლენებით - ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოლიციელის მიმართ ხდება შანტაჟი, გადაბირების მცდელობა, რომ მათ განაცხადონ, რომ ისინი აპირებენ თავისი მოვალეობის მიტოვებას, გადადგომას პროტესტის ნიშნად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ პოლიციელებს, თუ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა, ემუქრებიან კომპრომატებით, სთავაზობენ ფულს ან კომპენსაციას თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში და ასევე აშანტაჟებენ პირადი, ძველი ვალდებულებებით. ამისი მაგალითი იყო გუშინდელი ცესკოს შემთხვევა, როდესაც გათავისუფლებული თანამშრომელი, რომელმაც თითქოსდა პროტესტის ნიშნად დატოვა თავისი ადგილი, ივანე ბურდული, აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირი. და ბოლოს, გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პოლიციას, თავიანთი მოვალეობების ძალიან კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისათვის. ამის ნიშანია - გუშინდელი ცესკოს შემთხვევა, როცა ივანე ბურდული აღმოჩნდა ნაც მოძრაობასთან დაკავშირებული.

06 ნოემბერი, 2020

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

გვსურს,  საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ და დავანახოთ რეალური სურათი, რომელიც არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება.   2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომ გამართულად და დემოკრატიულად ჩატარდა, ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა.  წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, დარღვევებთან დაკავშირებით შემოვიდა მინიმალური რაოდენობის საჩივრები.  საჩივრები კამპანიურად, მასობრივად იქნა შეტანილი ცესკოში მხოლოდ მას შემდეგ,  რაც არჩევნების პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა. კანონიერი პროცედურების დაცვით შედგენილი, დასაბუთებული რამდენიმე ასეული საჩივრიდან, უმეტესობა ერთი და იგივე ფაქტს ეხებოდა, უბრალოდ სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან იყო ეს საჩივრები შეტანილი. ამ საჩივრებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა 100-მდე პრობლემატური უბანი, რის დაზუსტება და გარკვევაც ვერ მოხდა ოქმებით. ცესკომ მიიღო ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება  და 20-მდე, 19 დღეის მდგომარეობით ასეთი უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი. გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, მითუმეტეს რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, ასეთი არ დაფიქსირებულა.  მეტიც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები. მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები 13 ხმაზეა საუბარი.  და ამ ყველაფერს ესწრებოდნენ და ეთანხმებოდნენ პრაქტიკულად იმიტომ, რომ პრეტენზიები შიგნით, გადათვლის დროს არ განუცხადებიათ ოპოზიციის და  იმ პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც პარალელურად საოლქო კომისიების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგს და დესტრუქციას აწყობდნენ.  შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე. ამ პროცესში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს და სიყალბით ცდილობს მოგონილი სიყალბის დამტკიცებას.  ამისთვის, მიტინგების პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეისბუქზე შექმნილი აქვს გვერდი, ჩვენ შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ და ამ გვერდს ჰქვია  „გაყალბებული ოქმები“,  სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება, რაც იმაზე მიანიშნებს,  რომ მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა. ბრიფინგის შემდეგ შემიძლია, მედიას მოგაწოდოთ ე.წ ,,სქრინები“ იმასთან დაკავშირებით, როგორ იშლება ყველა არგუმენტი, რომელიც აბათილებს მათ სიცრუეს - ასეთი არის ათობით და ასობით. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ არის საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენება, სიმართლის დადგენა და არჩევნების ობიექტური შედეგის მიღება, არამედ მათი მიზანია, რომ  არჩევნები გამოიყენონ საბაბად და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, თითქოს რაიმე გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ამის საფუძველზე თავიანთი აზრით, რევოლუციური სცენარის განვითრებისთვის ქმნიან, მათი აზრით რა თქმა უნდა საფუძველს, რაც არ გამოუვათ. დასასრულ, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს, რომლებიც ხმების დათვლის პარალელურად მართლწესრიგს იცავდნენ და რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები კანონით დადგენილი ნორმებით, მოთმინებითა და მაქსიმალური პროფესიონალიზმით აღკვეთეს.  გესმით ალბათ, რომ ძალიან რთულია, მითუმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველგვარი რეგულაციის დაცვის გარეშე, პირბადეების გარეშე მათ ესაუბრებიან , პრაქტიკულად ძალადობენ და ძალადობის ზღვარზე გადიან და შეურაცხყოფის ზღვარზე გადიან, სპეციალურად ესეც, მომიტინგეები, ამ დროს პოლიციელს უწევს განსაკუთრებული თმენის ვალდებულების გამოჩენა და პოლიციელს უწევს მართლწესრიგის დაცვა ასეთ რთულ  პირობებში, რისთვისაც ბუნებრივია თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ.

06 ნოემბერი, 2020

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ და დავანახოთ რეალური სურათი, რომელიც არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომ გამართულად და დემოკრატიულად ჩატარდა, ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, დარღვევებთან დაკავშირებით შემოვიდა მინიმალური რაოდენობის საჩივრები. საჩივრები კამპანიურად, მასობრივად იქნა შეტანილი ცესკოში მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა.კანონიერი პროცედურების დაცვით შედგენილი, დასაბუთებული რამდენიმე ასეული საჩივრიდან, უმეტესობა ერთი და იგივე ფაქტს ეხებოდა, უბრალოდ სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან იყო ეს საჩივრები შეტანილი.ამ საჩივრებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა 100-მდე პრობლემატური უბანი, რის დაზუსტება და გარკვევაც ვერ მოხდა ოქმებით. ცესკომ მიიღო ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 20-მდე, 19 დღეის მდგომარეობით ასეთი უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი. გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, მითუმეტეს რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, ასეთი არ დაფიქსირებულა. მეტიც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები. მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები 13 ხმაზეა საუბარი. და ამ ყველაფერს ესწრებოდნენ და ეთანხმებოდნენ პრაქტიკულად იმიტომ, რომ პრეტენზიები შიგნით, გადათვლის დროს არ განუცხადებიათ ოპოზიციის და იმ პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც პარალელურად საოლქო კომისიების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგს და დესტრუქციას აწყობდნენ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე.ამ პროცესში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს და სიყალბით ცდილობს მოგონილი სიყალბის დამტკიცებას. ამისთვის, მიტინგების პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეისბუქზე შექმნილი აქვს გვერდი, ჩვენ შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ და ამ გვერდს ჰქვია „გაყალბებული ოქმები“, სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა. ბრიფინგის შემდეგ შემიძლია, მედიას მოგაწოდოთ ე.წ ,,სქრინები“ იმასთან დაკავშირებით, როგორ იშლება ყველა არგუმენტი, რომელიც აბათილებს მათ სიცრუეს - ასეთი არის ათობით და ასობით.აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ არის საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენება, სიმართლის დადგენა და არჩევნების ობიექტური შედეგის მიღება, არამედ მათი მიზანია, რომ არჩევნები გამოიყენონ საბაბად და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, თითქოს რაიმე გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ამის საფუძველზე თავიანთი აზრით, რევოლუციური სცენარის განვითრებისთვის ქმნიან, მათი აზრით რა თქმა უნდა საფუძველს, რაც არ გამოუვათ.დასასრულ, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს, რომლებიც ხმების დათვლის პარალელურად მართლწესრიგს იცავდნენ და რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები კანონით დადგენილი ნორმებით, მოთმინებითა და მაქსიმალური პროფესიონალიზმით აღკვეთეს. გესმით ალბათ, რომ ძალიან რთულია, მითუმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველგვარი რეგულაციის დაცვის გარეშე, პირბადეების გარეშე მათ ესაუბრებიან , პრაქტიკულად ძალადობენ და ძალადობის ზღვარზე გადიან და შეურაცხყოფის ზღვარზე გადიან, სპეციალურად ესეც, მომიტინგეები, ამ დროს პოლიციელს უწევს განსაკუთრებული თმენის ვალდებულების გამოჩენა და პოლიციელს უწევს მართლწესრიგის დაცვა ასეთ რთულ პირობებში, რისთვისაც ბუნებრივია თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ.

05 ნოემბერი, 2020

კახა კალაძის ბრიფინგი

გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესებს. როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შემოსული საჩივრების  საფუძველზე განხორციელდა 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლა.   პროცედურა წარიმართა საარჩევნო კოდექსის ნორმების სრული დაცვით. მას ესწრებოდნენ შესაბამისი კომისიების წევრები, მათ შორის ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები, პარტიების წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების- „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები.   11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ  უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში, ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.    სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე. როგორც საოლქო კომისიების შენობებთან, ისე შენობებში რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი ცდილობდა არეულობის შექმნას, მოითხოვდნენ, თითქოსდა, პარტიის წარმომადგენლების დასწრებას, როცა რეალურად ამ პარტიების წარმომადგენლები, მათი უფლებამოსილი პირები შიგნით, საოლქო კომისიებში ისხდნენ და მონაწილეობდნენ გადათვლის პროცესში.   აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და არჩევნების შედეგების ამგვარი დაზუსტება არ შედის მათ ინტერესებში. პირიქით, მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათი საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია.    ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში სწორედ იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომლებიც გუშინ დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ.   ასეთ ვითარებაში, აშკარაა, რომ მათ მიერ უბნების გადათვლა მხოლოდ არეულობის შექმნის საბაბად გამოიყენება, რასაც ჩვენ წინასწარ ვვარაუდობდით კიდეც და ბევრი ბრიფინგიც გავმართეთ ამის შესახებ.   მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, არავის და მით უმეტეს, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით. მადლობას ვუხდით საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოთმინებისთვის, რომელსაც ისინი ამ დღეების განმავლობაში იჩენენ.    ყველა, ვინც შეეცდება პოლიციელის თუ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლის ღირსების ხელყოფას, უმკაცრეს პასუხს მიიღებს.

05 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე

მოგესალმებით! გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესებს.როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შემოსული საჩივრების საფუძველზე განხორციელდა 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლა. პროცედურა წარიმართა საარჩევნო კოდექსის ნორმების სრული დაცვით. მას ესწრებოდნენ შესაბამისი კომისიების წევრები, მათ შორის ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები, პარტიების წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების- „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები. 11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში, ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის. სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე. როგორც საოლქო კომისიების შენობებთან, ისე შენობებში რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი ცდილობდა არეულობის შექმნას, მოითხოვდნენ, თითქოსდა, პარტიის წარმომადგენლების დასწრებას, როცა რეალურად ამ პარტიების წარმომადგენლები, მათი უფლებამოსილი პირები შიგნით, საოლქო კომისიებში ისხდნენ და მონაწილეობდნენ გადათვლის პროცესში. აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და არჩევნების შედეგების ამგვარი დაზუსტება არ შედის მათ ინტერესებში. პირიქით, მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათი საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში სწორედ იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომლებიც გუშინ დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ. ასეთ ვითარებაში, აშკარაა, რომ მათ მიერ უბნების გადათვლა მხოლოდ არეულობის შექმნის საბაბად გამოიყენება, რასაც ჩვენ წინასწარ ვვარაუდობდით კიდეც და ბევრი ბრიფინგიც გავმართეთ ამის შესახებ. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, არავის და მით უმეტეს, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით.მადლობას ვუხდით საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოთმინებისთვის, რომელსაც ისინი ამ დღეების განმავლობაში იჩენენ. ყველა, ვინც შეეცდება პოლიციელის თუ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლის ღირსების ხელყოფას, უმკაცრეს პასუხს მიიღებს.

04 ნოემბერი, 2020

OPPOSITION SPARKS MULTIPLE PROVOCATIONS TO DISRUPT VOTE RECOUNT PROCESS

The opposition has sparked severe provocations at 6 different locations of Saburtalo, Gldani, Isani and Samgori districts in Tbilisi, Tskaltubo and the 3rd largest city of Batumi, where the District Election Commissions (DEC) are re-counting the votes on election protocols based on the complaints earlier submitted by the civil society observers and the political parties themselves.   The opposition leaders, among them candidates and their supporters are trying to storm the DECs in violation of law. The Central Election Commission (CEC) has made a special announcement stating that certain figures are attempting to pressure the DECs, also clarifying that only 1 registered representative of the political entity, 1 registered representative of the local election observation organization, 2 international observers accompanied by an interpreter and the accredited media representatives have the right to be present at the DEC sessions. According to the Article 8, Paragraph 15, of the Election Code of Georgia: “A sessions of an election commission shall be open. It may be attended only by members of a superior election commission and commission representatives, staff members of a respective and superior election commissions, representatives of media accredited in the respective commission, one representative of electoral subjects in a respective commission, one observer from a domestic observer organization registered with the respective commission, no more than two observers from an international organization registered with the CEC together with an interpreter”. “Re-counting of the votes, as such, at the DECs, has never been conducted in the history of elections in Georgia. The unprecedented process taking place at the level of DECs demonstrated the unprecedented level of openness and transparency of the election system,” said the GD Executive Secretary, Irakli Kobakhidze at the media briefing held. The authorized persons, including the representatives from all registered opposition parties are present at the DEC sessions. Despite, knowing the legal procedure, the opposition continues to stage severe provocations in total disregard of the law. “We urge the Public Defender and the election observers to call on political parties to immediately cease the pressure on Election Administration and refrain from abusing citizens’ right to vote,” stated the GD party list candidate, Shalva Papuashvili. Ministry of Internal Affairs has arrested 3 persons for the administrative violations and released soon after. The act of vandalism has also been detected. As the unrest takes place at different collation simultaneous, the opposition-commissioned media anchor, Nika Gvaramia, continuous to encourage destructive scenarios and deliberately sows in revolutionary spirit in public by referring to the provocation being “a historic event of greater importance than the Rose Revolution”.

04 ნოემბერი, 2020

მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

კიდევ ერთხელ გვინდა მოსახლეობას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია იმ სპეკულაციებზე, რომლებსაც სამწუხაროდ ოპოზიციური სპექტრი ეწევა  არჩევნებთან და საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ  ოქმების თემა ძალიან აქტუალურია,  მათ შორის სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში  და ასე შემდეგ - პუნქტობრივად მოვყვები, რომ საზოგადოებისათვის უფრო  ნათლად და მკაფიოდ გასაგები იყოს ყველა დეტალის  შესახებ. პირველ რიგში შევეხები სპეც უბნებს, სადაც მაჟორიტარულ ოქმებში , რომლებიც პანდემიის გამო შეიქმნა მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად ყველგან ფიქსირდება დისბალანსი. ეს არის სრულიად ბუნებრივი, რადგან ოქმებში ინფიცირებული ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის მხოლოდ ნაწილი ემთხვევა, რომელიც იმავე რაიონში იყვნენ ჩაწერილები, სადაც ხმას აძლევენ. ასეთი ამომრჩევლები მხოლოდ პარტიებს აძლევდნენ ხმას, მაჟორიტარ კანდიდატებს კი ხმას მხოლოდ იმ ოლქში მცხოვრები იზოლირებული პირი აძლევდა ანუ, თუ დაემთხვეოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში.  ამიტომ, მაჟორიტარის ოქმში გაცილებით ნაკლები ხმის მიმცემია დაფიქსირებული, ვიდრე ამომრჩევლის რაოდენობაა დაფიქსირებული ე.წ. სპეცუბანზე. მგონი, ეს საკითხი მარტივად გასაგებია.  მეორე - სპეც უბნების ნაწილზე დაფიქსირებულია გარკვეული ტექნიკური შეცდომები, რომელიც ხაზგასმით ვაცხადებთ, არის ტექნიკური და არავითარ უპირატესობას არ აძლევს მმართველ პარტიას. ეს ნებისმიერ შემთხვევაში გადამოწმებადია და პრობლემა არ არის ამ მიმართულებით არავის მხრიდან, როგორც ზოგიერთებს სურთ წარმოაჩინონ.  ეს შეცდომები განპირობებულია იმით, რომ ინფიცირებულ და იზოლირებულ პირებთან მუშაობას თავისი სპეციფიკური ცოდნა ესაჭიროება და ამიტომ სპეც უბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი, პრაქტიკულად დაუტრენინგებელი წევრებით იყვნენ ჩანაცვლებულნი და ტექნიკური შეცდომები იყო ძალიან ბევრი.  ასეთი იყო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული წევრი კომისიისა. აქვე შეგახსენებთ, რომ არაერთ ჩვენზე დიდი რესურსის მქონე ქვეყანაში, საერთოდ ვერ შეძლეს ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ხმის უფლების რეალიზაცია და ჩვენ შესაძლოა გარკვეული ტექნიკური პრობლემებით, მაგრამ ეს მაინც შევძელით და ამ მიმართულებითაც არჩევნები ჩატარდა სრულყოფილად.მესამე პუნქტი - საქართველოში, დღემდე ჩატარებულ აბსოლუტურად ყველა არჩევნებზე, ხაზგასმით ვამბობ, ყველა არჩევნებზე დაუბალანსებელი და ხარვეზიანი ოქმები ყოველთვის გვხვდებოდა და ყოველთვის იყო ასეთი პრაქტიკა, სტანდარტულ უბნებზე მათ შორის.  ყველა ასეთ შემთხვევას როგორც დღეს, ისე წარსულში ანალოგიურად მიჰყვებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, იკვლევდა და საჭიროების შემთხვევაში ეს ოქმები სწორდებოდა ხოლმე. მათ შორის, რომელიც თან ახლავს ტექნიკური შესწორების ოქმი, შესწორების ოქმი ზოგადად და ა.შ., რაც არის დამკვიდრებული პრაქტიკა.  უბრალოდ ამაზე არც სხვა არჩევნებზე და არც წინა არცერთ შემთხვევაში მოკლედ, რომ ვთქვა არავინ ამახვილებდა ყურადღებას, იმიტომ რომ ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს იყო  ჩვეულებრივი საარჩევნო პრაქტიკა და შესწორების ოქმი იყო ასეულობით ოქმთან დაკავშირებით. ყველა წინა არჩევნებზე, ამას ვამბობ ხაზგასმით.  მეოთხე, აქვე აღვნიშნავთ, რომ ხარვეზიან ოქმებში ძალიან ხშირად გვხდება შემთხვევები, სადაც არა სხვა პარტიას, არამედ სწორედ მმართველ პარტიას აქვს დაკლებული ხმები.  ბუნებრივია გაყალბება თუ ვინმეს უნდა პირობითად, ეს რა თქმა უნდა ისედაც, თვითონ ამ პროცესში თავს არ დაიზიანებს და შეგიძლიათ, ჩვენ ვაჩვენოთ საზოგადოებას გუშინ უკვე გავაკეთეთ ეს - არის არა ერთი ოქმი, სადაც მმართველ პარტიას აქვს რამდენიმე ასეული ხმა დაკარგული.  თვალსაჩინოებისთვის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაგალითად, დღეს ოპოზიციის ერთ-ერთი ფლანგის მიერ გამოქვეყნებული სამგორის ოქმი, სადაც რამდენიმე ათეული ხმა ჰქონდა რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს დაკლებული ერთ და მეორე ოქმშიც, პროპორციულშიც და მაჟორიტარულშიც ჩვენს კანდიდატს, ჩვენს შემთხვევაშიც ჰქონდა ორასი ხმა დაკლებული და პარტიასაც იმავე ოქმში, შეგიძლიათ ნახოთ, ჰქონდა გამოქვეყნებული ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმში. ორასი ხმა ჰქონდა  პროპორციულ ნაწილშიც დაკლებული. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც ცესკოს საიტზეა ატვირთული და ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ ნახოთ.  რაც შეეხება სპეკულაციას ოქმებში დისბალანსზე და ეს არის ძალიან საინტერესო თემა, რომელიც დეტალურად უნდა განვუმარტოთ საზოგადოებას, მსგავსი ხარვეზები უნდა დაიყოს ორ ნაწილად - უბნები, სადაც საჩივარია შესული, რომ ბიულეტენში გაცილებით მეტია ხელმოწერები ვიდრე ბიულეტენებია, ბუნებრივია სანახავი და შესასწავლია ასეთი ოქმები. რომ დავაზუსტოთ და არ შეგვეშალოს - არის უბნები, სადაც ფიქსირდება ხელმოწერაზე მეტი ბიულეტენი. ამ შემთხვევაში, თუ ეს არის დიდი რაოდენობა, ეს პრობლემას წარმოადგენს და დეტალურად არის თითოეული მათგანი შესასწავლი. ასეთ შემთხვევაში, გასარკვევია რაიმე სახის შეგნებულ დარღვევას აქვს ადგილი, ხელმოწერა გამორჩა ვინმეს თუ ვინმემ შეგნებულად არ მოაწერინა ხელი - ეს მეორე პრობლემაა, რაც ასევე შესასწავლია ბუნებრივია.  რაც შეეხება უბნებს, სადაც შეიძლება იყოს ბიულეტენების დანაკლისი, ეს საარჩევნო პრაქტიკაში პრობლემას არ წარმოადგენს და ეს პრაქტიკა არც არასდროს ითვლებოდა პრობლემად, რადგან შეუძლებელია იმის გაკონტროლება, რომ მაგალითად ორიდან ერთი ბიულეტენი ვთქვათ შეიძლება გაიტანოს უბნიდან ვინმემ, კონვერტში მეორე ბიულეტენი მოათავსოს და ისე ჩააგდოს კონვერტი ყუთში და ა.შ. მათ შორის, ეს შეიძლება და ამასაც შემთხვევით არ ვამბობთ, სპეციალურადაც გაკეთდეს რომელიმე პირის მიერ, რომელიმე პარტიის დავალებით, შემდგომში ასეთი სპეკულაციების წარმოსაჩენად და წამოსაწყებად  როგორსაც დღეს ვაწყდებით ყოველდღიურად ცხოვრებაში. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგებზეც კი ასწავლიან, რომ ბალანსი შევსების დროს, ბიულეტენის ზედმეტობა გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე მცირე დანაკლისი. როგორც წესი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგალითად, თუ უბანზე დაფიქსირებულია 400 ხელმოწერა, დაუშვათ 420 – 450 ბიულეტენი არის პრობლემა , მაგრამ თუ ფიქსირდება ვთქვათ 394 ბიულეტენი, ეს შეიძლება პრობლემა არ იყოს იმიტომ, რომ შეუძლებელია და ადრეც ყოველთვის ასე ხდებოდა გააკონტროლო ბიულეტენს გაიტანს თუ არა უბნიდან რომელიმე ამომრჩეველი. როდესაც ირაკლი კობახიძემ არჩევნების წინა დღეებში  ჩატარებულ ბრიფინგზე გაახმოვანა რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, რომელზეც ინფორმაცია ნაცმოძრაობის შტაბიდან ჟონავდა, მათ შორის იყო ორი პუნქტი, რომელიც პირდაპირ პასუხობს დღევანდელ სპეკულაციურ განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან. ვციტირებ ორივე პუნქტს:პირველი, კობახიძე ამბობდა არჩევნების წინა დღეებში რომ იგეგმება უბნებიდან ბიულეტენების გატანა, რადიკალური ოპოზიციის დანიშნული წევრების მიერ და შემდეგ სიუჟეტების ინიცირება თითქოს ე.წ. კარუსელის მცდელობა ამხილეს - ეს განაცხადა ირაკლი კობახიძემ წინასწარ მეორე: „იგეგმება  რეგისტრატორების მიერ ამომრჩევლებზე ბიულეტენების გაცემა სიაში ხელმოწერის გარეშე, აგრეთვე ხელმოწერების დათვლის დროს ხელმოწერების გამოტოვება, ოქმის შევსების გაჭიანურების და მონაცემებში ბუნდოვანების შეტანის მიიზნით“. მგონი აქ ყველაფერი ნათელია. აღსანიშნავია, რომ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც დღეს აცხადებს, თითქოს არჩევნები რიგი დარღვევებით წარიმართა, არც წინა საარჩევნო პროცესში და არც უშუალოდ არჩევნების დღეს იმ თემებზე კონკრეტულად, რაზეც დღეს აპელირებენ, დათვლის, შევსების პროცესში საჩივრები პრაქტიკულად არ დაუწერიათ, ძალიან მცირე იყო ასეთი საჩივრების რაოდენობა. არჩევნების დღეს არ ყოფილა საჩივრების რაიმე განსაკუთრებული რაოდენობა, რომელიც მიანიშნებდა შესაძლო დარღვევებზე. ასეთი საჩივრები წინასწარი, პირველადი შედეგების გაცნობის შემდეგ იყო უკვე მასიური და მასიურად იწერებოდა.  ოპოზიციის განცხადებით ე.წ. ხარვეზიან ოქმებზე ყოველგვარი შენიშვნის და პრეტენზიის გარეშე აქვთ მოწერილი ხელი მათი პარტიის წარმომადგენლებს და ათეულობით მათი დამკვირვებლიდან არავის ჰქონია რეალურად პრეტენზია ამ საკითხებთან მიმართებაში, რადგან მათ ზუსტად იციან, რომ ამაში არავითარი მიზანმიმართული დარღვევა და რეალური პრობლემა, რეალური  და არა ტექნიკურზე გვაქვს საუბარი არ არსებობს. რიგ შემთხვევებში,  სადაც ასეთი შეიძლება იყოს ცესკოს აქვს ვალდებულება ეს გაასწოროს და შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. დღეს მათი პარტიის ლიდერები აფიქსირებენ, რომ საარჩევნო კომისიებში მათი 10 000 წარმომადგენელის და ათეულობით ათასი დამკვირვებლის საწინააღმდეგო პოზიციას ვერ ხსნიან და თუ რაიმე პრობლემა არსებობდა კითხვა ჩნდება ბუნებრივად, რატომ დაეთანხმნენ მათი წარმომადგენლები ასეთი ოქმების ხელმოწერას? ბუნებრივია აქ კითხვის ნიშნები ჩნდება. ყველა ოქმი არის მათი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერით დადასტურებული, მათ შორის ის ოქმები, რომელზეც დღეს პრეტენზიებს აცხადებენ. მინდა მოვუწოდო ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც არ მოსწონთ არჩევნების შედეგები, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, დააფიქსირონ მათი პრეტენზიები სამართლებრივი ფორმით, იმოქმედონ სამართლებრივი მექანიზმებით და ნუ ცდილობენ იძალადონ კანონზე და ამომრჩევლის ნებაზე. ასევე მინდა მოვუწოდო და მივმართო ცესკოს, აუცილებლად დეტალურად შეისწავლონ თითოეული არგუმენტირებული საჩივარი, თითოეული არგუმენტი რათა სპეკულაციისთვის დარჩეს რაც შეიძლება ნაკლები სივრცე.  

04 ნოემბერი, 2020

ირაკლი კობახიძე - „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი, გვაქვს დასაბუთებული მოლოდინი, რომ მანდატები 92-მდე გაიზრდება

„ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას, როგორც კი შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება.ეს არის მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტორი.ცესკოს საიტზე დადებული მონაცემების, რაც არსებითად აღარ შეიცვლება და ფორმულის შესაბამისად, პროპორციული წესით „ქართულ ოცნებას“ უკვე მიღებული აქვს 62 მანდატი. გარდა ამისა, დათვლილია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა მონაცემები და შეიძლება უკვე ითქვას, რომ მინიმუმ 14 კანდიდატს აქვს მყარად მოგებული მაჟორიტარული არჩევნები. აქედან გამომდინარე, მარტივი არითმეტიკით შეიძლება დავადგინოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არსებული მონაცემებით უკვე აქვს გარანტირებული 76 მანდატი. 76 მანდატი ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა. დარჩენილია 16 გაუნაწილებელი მანდატი და თქვენ ყველა ხედავთ, რომ ეს 16-ვე მანდატი შედეგების მიხედვით, სწორედ მიეკუთვნება „ქართულ ოცნებას“. ჩვენ დარწმუნებულები ვართ 16-ვე ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე. ეს არის, პრაქტიკულად, გარანტირებული მონაცემებით, ანუ ცესკოს ოფიციალური მონაცემებით.

04 ნოემბერი, 2020

კახა კალაძე - „ოცნებას” მომავალ პარლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

გუშინ, საქართველომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ.გუშინ, ქართველმა ხალხმა, თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება, რომელიც არჩევნების შედეგებში აისახა.არჩევნებში გამოხატული ხალხის ნებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული სიის ნაწილში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა, საქართველოს მოსახლეობის 48-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა და ასევე დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვა მინიმუმ 14 მაჟორიტარულ ოლქში. მინიმუმს ვამბობ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლა მაჟორიტარების მიმართულებით.მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” , გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციის გათვალისწინებით, 150-დან მინიმუმ 76 მანდატი (62 - პროპორციული და 14 - მაჟორიტარული) პირველივე ტურში მიანიჭა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ.შესაბამისად, "ქართულ ოცნებას” მომავალ პარლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. აქედან გამომდინარე, არჩევნების ინტრიგა, ინარჩუნებს თუ არა “ქართული ოცნება” ხელისუფლებას, დამთავრებულია.

04 ნოემბერი, 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადება

თქვენთვის ცნობილია, რომ საჯარო ბრიფინგზე გამოქვეყნდა ,,ეუთო- ოდირის’ და საერთაშორისო სადამკვირვებლო  მისიების შემაჯემებელი შეფასებითი ანგარიში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება.  ნათქვამია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის მიუხედავად საქართველომ შესძლო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.  ეს გახლავთ საერთაშორისო საზოგადობის მიერ  საქართველოს  საპარლამენტო არჩევნების მთავარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან, ჩვენს მიერ ჩატარებული არჩევნების შესაბამისობას განსაზღვრავს. შეფასება გახლავთ გაცილებით პოზიტიური, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებშია მოცემული და საუბარია, რომ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.  გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად ჩამობრძანდნენ საქართველოში, მხარი დაუჭირეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებას და აკვირდებოდნენ ჩვენს საპალამენტო არჩევნებს.  ასევე გვსურს, რომ მადლობა გადავუხადოთ მთელ საზოგადოებას, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს-  საქართველომ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. საჯარო ბრიფინგზე ნათქვამი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები, საერთაშიროსო ორგანიზაციები მოელიან უკვე ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას შემდგომი რეფორმების, კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით  და გვსურს ჩვენი მხრიდან განვაცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, რომ დემოკრატიული რეფორმების შემდგომ პროცესში მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან. ეს ანგარიში გახლავთ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასება და მისი შედეგების აღიარება - ნათქვამია, რომ ის ჩატარდა კონკურენტულად და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული.

04 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. მოხარული ვართ, რომ არჩევნები მათ მიერ შეფასდა, როგორც კონკურენტული და აღინიშნა, რომ საარჩევნო პროცესში რეალიზებული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინება საარჩევნო უფლებაა. ამგვარი შეფასებების ფონზე, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, თვისებრად აცდენილია რეალობის ობიექტურ აღქმას. აშკარაა, რომ ძალაუფლების დაბრუნებისკენ ლტოლვა, რომლითაც ისინი თავის დროზე ბოროტად სარგებლობდნენ, არ აძლევს მათ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ღირსეულად მიღების შესაძლებლობას. სრულიად ლოგიკურია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გამოირჩეოდა ზღვარგადასული თვითნებობით, კორუფციით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას დანაშაულებრივად ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და ჩაიდინა უამრავი სხვა დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამგვარი პოლიტიკური ძალის მიერ რამდენიმე ასეული ათასი ხმის მიღება თავისთავად სერიოზული შეშფოთების საგანია და ცნობიერების ამაღლების კუთხით, სამომავლოდ, სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ოპოზიცია იყენებს დაუბალანსებელ ოქმებს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რის მიზეზიც ადამიანური შეცდომაა. ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება. ამასთან, ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდებოდა, ამჟამად ზუსტდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც საარჩევნო პროცესში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამ არჩევნებზე ნამდვილად დაფიქსირდა ერთი ფუნდამენტური არალეგიტიმური მოვლენა -ეს იყო საარჩევნო აგიტაციაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, რომელიც ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერად იმ პირის წარმოჩენა, რომელიც არ არის ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია უსათუოდ ეცდებოდა დესტრუქციას. აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან. იგივე მიზეზით თქვეს მათ რამდენიმე თვის წინ უარი იმ საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე, რომელიც პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმდა. ჩვენი პარტნიორების თვალთახედვით, ახალი, არსებითად პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით უნდა გახდეს მყარი საფუძველი საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისათვის. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენ მეგობარ 4 ელჩს, რომელთა ძალისხმევით დაძლეულ იქნა ჭარბი უმრავლესობის მრავალწლიანი პრობლემა და ახალ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა 9 პოლიტიკურ პარტიას მიეცა. როგორც ხედავთ, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ამ ძალისხმევას როგორც მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა. გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე. ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში.

04 ნოემბერი, 2020

მამუკა მდინარაძე: გაუგებარია რას აპროტესტებენ პარტიები, არჩევნების შედეგები კვლევებსა და ეგზიტპოლებს უმნიშვნელო ცდომილებით დაემთხვა

სულ ჩატარდა 4 კვლევა და ეგზიტპოლი. „მთავარი არხის“ მიერ 18 ოქტომბერს ჩატარებული კვლევით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 40,3%, შემდეგ 40%. ეგზიტპოლში მათ, თქვეს, რომ 41% აქვს „ქართულ ოცნებას“. პარალელური დათვლის შედეგად „სამართლიანმა არჩევნებმა“ თქვა რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 45,8%. დღეს ცესკოს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს 48,2%. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველ კვლევაში 31%, მეორე კვლევაში 33%, საბოლოო ეგზიტპოლში 33% და პარალელური დათვლით ეს იყო 26,4%; ამ წუთის ცესკოს მონაცემებით „ნაცმოძრაობას“ აქვს 27,18%. „ევროპული საქართველო“ პირველი კვლევით 6,8%, შემდეგ 7%, საბოლოო ეგზიტპოლით 5%, პარალელური დათვლის შედეგად 3,7% და ცესკოს მონაცემებით 3,78%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ 6,8% პირველი კვლევით, შემდეგ 7%, საბოლოო ეგზიტპოლში 3%, პარალელური დათვლის შედეგით 3% და ცესკოს შედეგებით 3,15%. „ლელო“ - პირველი-მეორე კვლევით 4,5%,საბოლოო ეგზიტპოლში 4% და 3,1% პარალელური დათვლის შედეგად და ცესკოს შედეგებით 3,16%. „გირჩი“ - 3,4%-2% პირველი ორი კვლევა, საბოლოო ეგზიტპოლით 3%, 2,8% პარალელური დათვლის შედეგად და ცესკოს მონაცემებით 2,89%. „ელისაშვილი - მოქალაქეები“ - პირველი-ორი კვლევა 1 %, საბოლოო ეგზიტპოლი 1%, 1,3% პარალელური დათვლის შედეგად, და 1,33% ცესკოს მონაცემებით. „ლეიბორისტული პარტია“ - ორი კვლევის თანახმად - 2,6% და 2%. ასევე 2% საბოლოო ეგზიტპოლში და 1,1 % როგორც პარალელური დათვლის შედეგად ისე ოფიციალურ შედეგებში. „ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთი დაკვეთით შეასრულეს. ყველა პატარა პარტიამ, რომელმაც მიიღო 2%-3%-1%-იანი შედეგი, მეასედების სიზუსტით დაემთხვა, როგორც „ედისონ რისერჩის“ ისე „მთავარი არხის“, „რუსთავი2“-ის და „ფორმულას“ კვლევებს

01 ნოემბერი, 2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადება

თქვენთვის ცნობილია, რომ საჯარო ბრიფინგზე გამოქვეყნდა ,,ეუთო- ოდირის’ და საერთაშორისო სადამკვირვებლო  მისიების შემაჯემებელი შეფასებითი ანგარიში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება.  ნათქვამია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის მიუხედავად საქართველომ შესძლო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.  ეს გახლავთ საერთაშორისო საზოგადობის მიერ  საქართველოს  საპარლამენტო არჩევნების მთავარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან, ჩვენს მიერ ჩატარებული არჩევნების შესაბამისობას განსაზღვრავს. შეფასება გახლავთ გაცილებით პოზიტიური, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებშია მოცემული და საუბარია, რომ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.  გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად ჩამობრძანდნენ საქართველოში, მხარი დაუჭირეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებას და აკვირდებოდნენ ჩვენს საპალამენტო არჩევნებს.  ასევე გვსურს, რომ მადლობა გადავუხადოთ მთელ საზოგადოებას, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს-  საქართველომ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. საჯარო ბრიფინგზე ნათქვამი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები, საერთაშიროსო ორგანიზაციები მოელიან უკვე ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას შემდგომი რეფორმების, კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით  და გვსურს ჩვენი მხრიდან განვაცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, რომ დემოკრატიული რეფორმების შემდგომ პროცესში მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან. ეს ანგარიში გახლავთ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასება და მისი შედეგების აღიარება - ნათქვამია, რომ ის ჩატარდა კონკურენტულად და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული. Share