×

07 ნოემბერი, 2020

გიორგი ხელაშვილის ბრიფინგი

სულ სხვა თემით ვაპირებდით დღევანდელი ბრიფინგის  დაწყებას, მაგრამ სამწუხაროდ, საუბედუროდ გვიწევს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციით დაწყება. დაიღუპა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი , რომელი ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, სამწუხაროდ. ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ, რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით. 

დღეს 7 ნოემბერია 13 წლის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი სახე აჩვენა, 7 ნოემბრის აქციის დარბევისას. ეს იყო დარბევა, რომელმაც ნათლად აჩვენა ნაციონალური მოძრაობის მიერ  ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა მედია - თავისუფლების დათრგუნვა, როდესაც გაანადგურა ტელეკომპანია იმედი. 
ამიტომ, არ არის უცნაური, რომ 7 ნოემბერი გახდა ნაციონალური მოძრაობის დასასრულის დასაწყისი, რაც დასრულდა 2012 წელს და საბოლოოდ წერტილი დაესვა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ქართველმა ხალხმა მისცა პოლიტიკური შეფასება და ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ 
ცალსახად ნეგატიური შეფასება დადო ამ მოვლენების შესახებ, თუმცა შეგახსენებთ, რომ სამართლებრივად ჯერ არ არის ამ დარბევის ორგანიზატორების მიერ გაცემული, რაც აუცილებლად მოხდება. 

საოლქოში საარჩევნო კომისიებში დინამიურად მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. უპრეცედენტო რაოდენობა - 19 საარცჩევნო უბნის შედეგების გადათვლა მოხდა, შესაბამისად, საჩივრების ნაწილი ალბათ გადაინაცვლებს სასამართლოში, სადაც ასევე  გაგრძელდება განხილვის პროცესი.
შეგახსენებთ, რომ გადათვლილი უბნებიდან ჯერჯერობით არსებითად მნიშვნელოვანი  ხარვეზები არ გამოვლენილა, მითუმეტეს, გამოვლენილი დარღვევები ვერანაირ  გავლენას ვერ ახდენს არათუ ეროვნული მასშტაბით, არამედ საუბნო ლოკალური მასშტაბით შედეგებზეც  კი.
იმ შემთხვევებში, როდესაც უარი ეთქვა საჩივრების განხილვაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ,  ამის ძალიან სერიოზული მიზეზები არსებობდა. კერძოდ, ამ საჩივრების დიდი ნაწილი  შეტანილი იყო პარტიების არაუფლებამოსილი პირების მიერ და შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებს მათი განხილვის საშუალება არ ჰქონდათ.
თავისთავად, ის, რომ ოპოზიციური პარტიები არასწორი პირების საშუალებით წარადგენენ პრეტენზიებს საოლქო საარჩევნო კომისიებთან, მიუთითებს ორიდან ერთ რამეზე: პირველი - მათ სპეციალურად გააკეთეს ეს, რომ ეჩვენებინათ, რამდენი საჩივარია დაწერილი და საოლქო საარჩევნო კომისია თითქოს უარს ამბობს მათ განხილვაზე, ან ეს მოუვიდათ ელემენტარული უცოდინრობით.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს, მათი განხილვა გრძელდება და იმედი გვაქვს კიდევ მოხდება საჩივრების განხილვა, მათ შორის, უბნების გადათვლის საშუალებითაც.
აქედან შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ - გარდა პოლიტიკური ხმაურისა და პოლიტიკური ტემპერატურის აწევისა, რაიმე სერიოზული საფუძველი განცხადებებს მასიური გაყალბების შესახებ არ ჰქონია.
დღეს ასევე გვინდა შევეხოთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ უკრაინული მედიით გავრცელებულ ჩანაწერებს - ეს ჩანაწერები როგორც იცით გუშინ გავრცელდა, რომელიც ოპოზიციის ერთერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ინსტრუქციებს ათანხმებს სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ.
ამ ჩანაწერებმა დაადასტურა ის, რომ როგორც მიზნები, ისე საშუალებები არის დესტრუქციული, უკანონო და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ ამის შესახებ უკვე მოგახსენებდით, არსებობდა ამაზე ინფორმაცია წინასწარ, რაზეც არაერთხელ მივუთითეთ, მაგრამ ის რომ ჩვენ ეს უშუალოდ პირველი პირებისგან მოვისმინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია.
და ბოლოს, 8 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით - პროტესტი, გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოში, ყველას აქვს ამის უფლება., თუმცა ჩვენი მხრიდან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზატორები უგულებელყოფენ პანდემიის მზარდ საფრთხეს, რომელიც პიკს უახლოვდება და ამის მიუხედავად მოუწოდებენ მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. 

მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ცნობები იმის შესახებ რომ ერთმანეთის მიყოლებით ოპოზიციის ლიდერებს უდგინდებათ კოვიდ 19-ის დიაგნოზი, ვინც იტესტება, უმრავლეს შემთხვევაში ეს ასეა და ამის მიუხედავად ისინი მაინც უგულებელყოფენ საზოგადო, საჯარო ჯანდაცვის საფრთხეებს.
ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას - მოქალაქეებს, ლიდერებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა და ასევე, საღი აზრის შესაბამისად. კანონის დარღვევის შემთხვევაში, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველა დარღვევაზე ამ ნორმების, უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება, ძალიან მკაცრი რეაგირება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია და როგორც ნახეთ ის ინფორმაცია, რომელსაც წინასწარ ვავრცელებთ ხოლმე, დასტურდება მოვლენებით - ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოლიციელის მიმართ ხდება შანტაჟი, გადაბირების მცდელობა, რომ მათ განაცხადონ, რომ ისინი აპირებენ თავისი მოვალეობის მიტოვებას, გადადგომას პროტესტის ნიშნად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ პოლიციელებს, თუ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა, ემუქრებიან კომპრომატებით, სთავაზობენ ფულს ან კომპენსაციას თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში და ასევე აშანტაჟებენ პირადი, ძველი ვალდებულებებით. 
ამისი მაგალითი იყო გუშინდელი ცესკოს შემთხვევა, როდესაც გათავისუფლებული თანამშრომელი, რომელმაც თითქოსდა პროტესტის ნიშნად დატოვა თავისი ადგილი, ივანე ბურდული, აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირი. 

და ბოლოს, გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პოლიციას, თავიანთი მოვალეობების ძალიან კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისათვის. 
ამის ნიშანია - გუშინდელი ცესკოს შემთხვევა, როცა ივანე ბურდული აღმოჩნდა ნაც მოძრაობასთან დაკავშირებული .