×

08 ნოემბერი, 2020

ირაკლი კობახიძის განცხადება

„ჩვენ რა თქმა უნდა თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თუმცა როდესაც პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ აქციაზე ადამიანების რაოდენობას ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება მნიშვნელოვანია და შესაბამისად დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს.
 
ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთები, როგორებიც დღეს გამოდიოდნენ, მაგალითად ტრიბუნიდან - ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, წინსვლა და განვითარება, ეს რაც შეეხებოდა აქციას.
რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება - აქ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი.
 
მან თქვა, რომ თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა, მე და არჩილ თალაკვაძეს ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ ვუპასუხეთ მას, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი - მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ასევე განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი ამ შეხვედრის, რაზეც ჩვენ მას განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ინიციატივა დღეს ბუნებრივია არანაირი შეხვედრის გამართვა არ ყოფილა.
 
აქედან გამომდინარე, გაჟღერებული ინფორმაცია იყო ტყუილი, სიმართლე არის ის, რაც მოგახსენეთ ამ ფაქტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ შემდეგს, რომ დღევანდელმა დღემ უტყუარად დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი, საიდანაც თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ აღიარა დღევანდელი დღით არჩევნების შედეგები“, - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე