21 ნოემბერი, 2020

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი ოჯახთან ერთად გააკეთა

კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც, ამ რთულ პერიოდში. მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოიჩინა და გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. შედეგად, მივიღეთ ცხრა პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად, პოზიციებს აფიქსირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

20 ნოემბერი, 2020

კახა კალაძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, მეორე ტური ტარდება თბილისის რვავე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში, მცხეთა-მთიანეთში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში, ქუთაისში, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში, ზუგდიდში, ბათუმში, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს ოლქში.მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისათვის.აქედან გამომდინარე, გვინდა მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ჩვენს მხარდამჭერებს ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით

20 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, მეორე ტური ტარდება თბილისის რვავე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში, მცხეთა-მთიანეთში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში, ქუთაისში, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში, ზუგდიდში, ბათუმში, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს ოლქში.მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისათვის.აქედან გამომდინარე, გვინდა მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ჩვენს მხარდამჭერებს ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით.

19 ნოემბერი, 2020

მამუკა მდინარაძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ, ოპოზიციას ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე არაერთგზის შევთავაზეთ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა, რათა საზოგადოებას მიეღო სრული ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ დღესაც მზადაა ამგვარ დებატებს უმასპინძლოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავაც თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ანალოგიურად, სხვადასხვა საბაბით  მათ მანამდე თავი აარიდეს უბნების გადათვლას და უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა.  

19 ნოემბერი, 2020

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ, ოპოზიციას ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე არაერთგზის შევთავაზეთ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა, რათა საზოგადოებას მიეღო სრული ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ დღესაც მზადაა ამგვარ დებატებს უმასპინძლოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავაც თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ანალოგიურად, სხვადასხვა საბაბით მათ მანამდე თავი აარიდეს უბნების გადათვლას და უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ დებატებზე უარის თქმა აღიქმება სრულ კაპიტულაციად და იმის აღიარებად, რომ საუბარი არჩევნებში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების შესახებ ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა.

18 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში. ეს ვიზიტი არის ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს და საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება. ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი ახალ სტიმულს შესძენს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გაღრმავებას. ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების გუშინდელ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ასამბლეის წარმომადგენელთა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში განაგრძონ. იმედი გვაქვს, ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების ამ მოწოდებას. ამ ფონზე, გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი. სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის დაკავშირებული. მათ თავდაპირველად გაუგებარი მიზეზით თქვეს უარი საარჩევნო უბნების გადათვლაზე და საარჩევნო უბნებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებაზე. გუშინ კი, მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე. აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოფენს საარჩევნო პროცესს. თუმცა, მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე, რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან. დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება.

17 ნოემბერი, 2020

თეა წულუკიანის განცხადება

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი - მაიკ პომპეო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დღეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების მხედველობაში მიღებით. სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი ადასტურებს მორიგჯერ ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ყველაფერ იმისადმი, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი  და მკაფიოდ უსვამს ხაზს კიდევ ერთხელ საქართველოს მნიშვნელობას თავისუფალი სამყაროსთვის.ცოტა უფრო შორსაც რომ გავიხედოთ, ვინც იმ დროს მოზარდები ვიყავით, სტუდენტები ვიყავით ან კიდევ უფრო უფროსები, ყველას კარგად გვახსოვს, რომ 30 წელზე მეტია, აშშ და დასავლეთი არის და დღესაც რჩება ჩვენი თავისუფლების, სისხლით მოპოვებული დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის უმთავრესი მხარდამჭერად და პრაქტიკულად ერთადერთ გარანტად, ქართველი  ხალხის მიერ გაცხადებული იმ ორიენტაციისა და მიმართულებისა, მე ვიტყოდი ცივილიზაციური არჩევანისა,  რომელსაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი ჰქვია - ეს არის რეალობა. ამ ფონზე, მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი და  მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები რჩებიან სამწუხაროდ მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის, უკვე ტრადიციად ქცეული, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ეს უკვე იქცა ტრადიციად, სისტემურ ქცევად, ანტიდასავლური არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა და კულტურა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა. მაგალითისთვის, გუშინ, სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა და სწორედ ამიტომ ვართ დღეს შეშფოთებულები, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი  კოქსი, არი  რუსეთის აგენტია, ვციტირებ, „ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი“ - ესეც ციტატაა მისი გამოსვლიდან, ხოლო საპარლამენტო ასამბლეის დადებითი დასკვნა 31 ოქტომბერს, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ტოლფას დასკვნად გამოაცხადა. ისმის კითხვა - რამ გამოიწვია სააკაშვილის ამგვარი  თავდასხმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტიტუტზე? ალბათ იმან გამოიწვია, რომ ამ ინსტიტუტის დასკვნა უბრალოდ არ დაემთხვა მის მიერ ტირაჟირებული ყალბ რეალობას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა ქართულმა ოცნებამ. ევროსაბჭოს დელეგაციამ თქვა ის რეალობა რაც არის,  რომ მშვიდობიან პირობებში ჩატარდა არჩევნები, რაც სააკაშვილს არ მოსწონს. მას არ მოსწონს მშვიდობა, მას სხვა გეგმები ჰქონდა და ის გეგმები ჩაიფუშა და საპარლამენტო ასამბლეამ თქვა ის რეალობა, რომ ,,ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რაც რა თქმა უნდა სააკაშვილის მოსაწონი არ აღმოჩნდა. თუ ანალოგიით ვიმსჯელებთ, ამით სააკაშვილმა ასევე რუსეთის დასკვნად გაასაღა არა მხოლოდ ასამბლეის შეფასება 31 ოქტომბრის არჩევნებისა, არამედ  ყველა ის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ერთი და იმავე შეფასებებს - ეს არის ჩვენთვის კარგად ცნობილი ეუთო/ოდირი,  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნების საელჩოები და სხვა ოფიციალური პირების განცხადებები. ეს არის საგანგაშო - პირდაპირ ვამბობთ, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა. ეს არის ასე და ვერ იქნება სხვაგვარად და ჩვენ როცა შევალთ პარლამენტში, უკვე პარლამენტიდან შევებრძოლებით იმას, რომ ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანაში არავის არ მიეცეს არანაირი შესაძლებლობა, რომ გააღვივოს ანტიდასავლური გრძნობები და აჩვენოს თუ როგორი ქცევა შეიძლება ანტიდასავლური პოლიტიკაში - ეს არის დაუშვებელი. დასავლეთისადმი ნიჰილიზმი ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს არ მოუტანს. ამას ეძღვნება სწორედ ჩვენი ბრიფინგი და მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ან ოპოზიციაშია გაერთიანებული ან არის ჩვენს პოლიტიკურ ველზე, მაგრამ მაინცდამაინც სააკაშვილს ლიდერად არ მიიჩნევს, რომ შეაფასონ მისი ეს ქცევა, მისი ეს განცხადებები - ან დაადასტურონ, რომ ეს მისაღებია, ან გაემიჯნონ მას. ასევე, რახან პოლიტიკურ პარტიებზე ჩამოვარდა საუბარი, საინტერესო იქნება „EPP”-ის შეფასებაც, რომლის წევრიც არის ნაციონალური მოძრაობა - არის ნამდვილად მოცემული დეპუტატი ან სხვა ევროპული ინსტიტუტები ეფესბეს კმაყოფაზე მყოფი აგენტები თუ არა? ძალიან მაინტერესებს მე პირადად ,,EPP”- ის აზრი როგორც პოლიტიკური, რესპექტაბელური მოძრაობის. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ დღეს ოფიციალურად მივმართავთ:„ქართული ოცნებას“ რაც შეეხება - ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით იმ არჩევანის ერთგული, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მინდა ყველას შევახსენო, კონსტიტუციით გამყარდა და ეს არის ურყევი არჩევანი, რომელსაც ჩვენ უკვე ახალი მოწვევის პარლამენტში, ახალი მთავრობის პირობებში მთელი ხელისუფლება მოვემსახურებით როგორც ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ამას ვაკეთებდით როცა 13 წელს გადმოგვეცა უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმა და უამრავი რეფორმა განვახორციელეთ ამისთვის და როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე აგვყავდა თანამშრომლობა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე ჩვენმა მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ აიყვანა ნატოსთან თანამშრომლობა- ეს გაგრძელდება, მაგრამ მეორე ხელით, ჩვენ ყველა უნდა ვებრძოლოთ ანტიდასავლურ ქცევებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ქცევების გაბანალურების მცდელობას, რადგან ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა.

17 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადება

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი - მაიკ პომპეო.ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დღეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების მხედველობაში მიღებით. სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი ადასტურებს მორიგჯერ ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ყველაფერ იმისადმი, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი და მკაფიოდ უსვამს ხაზს კიდევ ერთხელ საქართველოს მნიშვნელობას თავისუფალი სამყაროსთვის.ცოტა უფრო შორსაც რომ გავიხედოთ, ვინც იმ დროს მოზარდები ვიყავით, სტუდენტები ვიყავით ან კიდევ უფრო უფროსები, ყველას კარგად გვახსოვს, რომ 30 წელზე მეტია, აშშ და დასავლეთი არის და დღესაც რჩება ჩვენი თავისუფლების, სისხლით მოპოვებული დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის უმთავრესი მხარდამჭერად და პრაქტიკულად ერთადერთ გარანტად, ქართველი ხალხის მიერ გაცხადებული იმ ორიენტაციისა და მიმართულებისა, მე ვიტყოდი ცივილიზაციური არჩევანისა, რომელსაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი ჰქვია - ეს არის რეალობა. ამ ფონზე, მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები რჩებიან სამწუხაროდ მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის, უკვე ტრადიციად ქცეული, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ეს უკვე იქცა ტრადიციად, სისტემურ ქცევად, ანტიდასავლური არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა და კულტურა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა. მაგალითისთვის, გუშინ, სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა და სწორედ ამიტომ ვართ დღეს შეშფოთებულები, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი კოქსი, არი რუსეთის აგენტია, ვციტირებ, ,,ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი” - ესეც ციტატაა მისი გამოსვლიდან, ხოლო საპარლამენტო ასამბლეის დადებითი დასკვნა 31 ოქტომბერს, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ტოლფას დასკვნად გამოაცხადა. ისმის კითხვა - რამ გამოიწვია სააკაშვილის ამგვარი თავდასხმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტიტუტზე? ალბათ იმან გამოიწვია, რომ ამ ინსტიტუტის დასკვნა უბრალოდ არ დაემთხვა მის მიერ ტირაჟირებული ყალბ რეალობას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა ქართულმა ოცნებამ. ევროსაბჭოს დელეგაციამ თქვა ის რეალობა რაც არის, რომ მშვიდობიან პირობებში ჩატარდა არჩევნები, რაც სააკაშვილს არ მოსწონს. მას არ მოსწონს მშვიდობა, მას სხვა გეგმები ჰქონდა და ის გეგმები ჩაიფუშა და საპარლამენტო ასამბლეამ თქვა ის რეალობა, რომ ,,ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რაც რა თქმა უნდა სააკაშვილის მოსაწონი არ აღმოჩნდა. თუ ანალოგიით ვიმსჯელებთ, ამით სააკაშვილმა ასევე რუსეთის დასკვნად გაასაღა არა მხოლოდ ასამბლეის შეფასება 31 ოქტომბრის არჩევნებისა, არამედ ყველა ის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ერთი და იმავე შეფასებებს - ეს არის ჩვენთვის კარგად ცნობილი ეუთო/ოდირი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნების საელჩოები და სხვა ოფიციალური პირების განცხადებები. ეს არის საგანგაშო - პირდაპირ ვამბობთ, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა. ეს არის ასე და ვერ იქნება სხვაგვარად და ჩვენ როცა შევალთ პარლამენტში, უკვე პარლამენტიდან შევებრძოლებით იმას, რომ ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანაში არავის არ მიეცეს არანაირი შესაძლებლობა, რომ გააღვივოს ანტიდასავლური გრძნობები და აჩვენოს თუ როგორი ქცევა შეიძლება ანტიდასავლური პოლიტიკაში - ეს არის დაუშვებელი. დასავლეთისადმი ნიჰილიზმი ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს არ მოუტანს. ამას ეძღვნება სწორედ ჩვენი ბრიფინგი და მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ან ოპოზიციაშია გაერთიანებული ან არის ჩვენს პოლიტიკურ ველზე, მაგრამ მაინცდამაინც სააკაშვილს ლიდერად არ მიიჩნევს, რომ შეაფასონ მისი ეს ქცევა, მისი ეს განცხადებები - ან დაადასტურონ, რომ ეს მისაღებია , ან გაემიჯნონ მას. ასევე, რახან პოლიტიკურ პარტიებზე ჩამოვარდა საუბარი, საინტერესო იქნება ,,EPP” -ის შეფასებაც, რომლის წევრიც არის ნაციონალური მოძრაობა - არის ნამდვილად მოცემული დეპუტატი ან სხვა ევროპული ინსტიტუტები ეფესბეს კმაყოფაზე მყოფი აგენტები თუ არა? ძალიან მაინტერესებს მე პირადად ,,EPP”- ის აზრი როგორც პოლიტიკური, რესპექტაბელური მოძრაობის. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ დღეს ოფიციალურად მივმართავთ:“ქართული ოცნებას” რაც შეეხება - ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით იმ არჩევანის ერთგული, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მინდა ყველას შევახსენო, კონსტიტუციით გამყარდა და ეს არის ურყევი არჩევანი, რომელსაც ჩვენ უკვე ახალი მოწვევის პარლამენტში, ახალი მთავრობის პირობებში მთელი ხელისუფლება მოვემსახურებით როგორც ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ამას ვაკეთებდით როცა 13 წელს გადმოგვეცა უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმა და უამრავი რეფორმა განვახორციელეთ ამისთვის და როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე აგვყავდა თანამშრომლობა და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე ჩვენმა მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ აიყვანა ნატოსთან თანამშრომლობა- ეს გაგრძელდება, მაგრამ მეოხე ხელით, ჩვენ ყველა უნდა ვებრძოლოთ ანტიდასავლურ ქცევებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ქცევების გაბანალურების მცდელობას, რადგან ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა.

16 ნოემბერი, 2020

მამუკა მდინარაძის განცხადება

როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო, სადაც ისინი ამბობენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ. ამ ფონზე, ზოგიერთ ადამიანს რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება, თუმცა ეს მართალი არ არის და ამიტომ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის შაბათს, 21 ნოემბერს, გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური  მთაწმინდა-კრწანისის, ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, დიდუბე - ჩუღურეთის, ნაძალადევის, გლდანის, თელავი - ახმეტა - ყვარელი - ლაგოდეხის, მცხეთა - დუშეთი-თიანეთი - ყაზბეგის, რუსთავის და გარდაბნის რამდენიმე სოფლის, ხაშური - ქარელის, ზესტაფონი - ტყიბული - თერჯოლა - ბაღდათის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ხელვაჩაური - ქედა - შუახევი - ხულოს საარჩევნო ოლქებში. ბიულეტენებში მითითებული იქნება მეორე ტურში გასული ორივე კანდიდატის სახელი და გვარი, რადგან მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა, მოქმედი კანონმდებლობით  შეუძლებელია. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველს, კიდევ ერთხელ ვუხდით უღრმეს მადლობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში, ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო და შაბათს, 21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კანდიდატების გამარჯვება იქნება გარდაუვალი, რადგან ასეთია საზოგადოების განწყობა.ასევე, მინდა 2 საკითხს შევეხო - პირველი, მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, რომ მიუხედავად მათი განცხადებებისა, ოპოზიცია მაინც მუშაობს ველზე თავისი აგიტატორების მეშვეობით, როგორც ამას პარტიული სუბიექტები ეძახიან. ისინი ზოგიერთ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში აორმაგებენ კიდევაც მათი აგიტატორების რაოდენობას,  ორგან დაფიქსირდა ასეთი ფაქტი. ასე რომ, მათი განცხადებები აცდენილია მათ მოქმედებებს. ასევე, მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო, რომ უდიდესი ნაწილი მათი კანდიდატებისა, რომლებიც არიან მაჟორიტარები , უკვე მათი საარჩევნო სიის,  პროპორციული სიის შედეგების მიხედვით პარლამენტის დეპუტატია,  მათ მოპოვებული აქვთ მანდატი, რაც არ ხდება ჩვენს შემთხვევაში იმიტომ, რომ გამსვლელ სიაში ჩვენი მაჟორიტარობის არც ერთი კანდიდატი შეყვანილი არ ყოფილა, მათ მანდატი არ აქვთ და იცით რომ "ქართულ ოცნებას" დღევანდელი შედეგებით და მდგომარეობით 73 მანდატი აქვს მოპოვებული და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატების მხარდაჭერა. არ შემიძლია არ შევეხო ეგრეთწოდებულ სირცხვილის კორიდორს ,რომელთან დაკავშირებითაც ყოველგვარი მორიდების გარეშე, პირდაპირ ვიტყვი, რომ გუშინ გაკეთდა ძალიან თავხედური განცხადებები. ძალიან კარგია, რომ ამ მიდგომას რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციიდან უკვე გაემიჯნა, თუმცა ნათლად ჩანს რომ ეს არის განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, ხალხის მიმართ. მართალია რამდენიმე მათგანმა, მაგრამ მათ გაბედეს სირცხვილის კორიდორის და ამომრჩეველზე ზემოქმედების ამ სახის, ამ მეთოდის დაანონსება საარჩევნო დღისთვის, მეორე ტურისთვის, რაც წარმოუდგენელია. არავის ეგონა, რომ 2020 წელს შეიძლებოდა მსგავსის გაკეთება რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან. 

14 ნოემბერი, 2020

მამუკა მდინარაძის განცხადება

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, კიდევ ერთი, ცალსახა შეფასება გაკეთდა, საქართველოში ჩატარებულ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ხაზი გაესვა საქართველოში გასამართი არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას, რომლითაც დარჩენილი მაჟორიტარული მანდატები უნდა გადანაწილდეს.სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით და განცხადებით მნიშვნელოვანია, პროცესი კვალავაც კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში წარიმართოს. ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ოპოზიციისთვის, რომ ისინი უნდა მოემზადონ მეორე ტურისთვის, პროცესი გადაიტანონ კონსტრუქციულ რეჟიმში, უარი თქვან რადიკალურ დღის წესრიგზე და პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ასევე საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებაზე ხაზგასმა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უმაღლესი დონის ურთიერთობებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელს მსოფლიოს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები, რისთვისაც ბუნებრივია დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ და მათ წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს განცხადება გააკეთეს დღეს.

14 ნოემბერი, 2020

პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე

გვინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე  - ,,ქართული ოცნება” არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში.  შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ ,,ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებსაც უნდა მივმართოთ, რომ არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარიხსოვნად მიიჩნიოს. რაც შეეხება დეტალებს: დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ეგრეთწოდებულ კარუსელებზე. როგორც ჩანს მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება.

14 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე

გვინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე - „ქართული ოცნება" არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს.არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე „ქართული ოცნების" მხარდაჭერაში. შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ „ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებსაც უნდა მივმართოთ, რომ არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარიხსოვნად მიიჩნიოს.რაც შეეხება დეტალებს: დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ეგრეთწოდებულ კარუსელებზე.როგორც ჩანს მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ.მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება.

12 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი მაია ბითაძე

ჩვენ დაგპირდით, რომ არც ერთი ცრუ ბრალდება, არც ერთი ტყუილი ინფორმაცია, რომელიც ასე ინტენსიურად ვრცელდება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან და შედეგებთან დაკავშირებით, არ იქნება დატოვებული ჩვენს მიერ უყურადღებოდ და ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა ცრუ ბრალდებაზე მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას რეალობის შესახებ და ინფორმაციას, კონკრეტული, გავრცელებული ვირტუალური ცრუ ინფორმაციის შესახებ. დღეს, გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც გუშინ გავრცელდა „ევროპული საქართველოს” მხრიდან და აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, ორი დღის წინ საზოგადოებას მიაწოდა სრული და  ამომწურავი ინფორმაცია, ასევე წარუდგინა პრეზენტაცია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, გაბათილებული ოქმები, ე.წ დისბალანსები, შედეგების გამოცხადების ვადები და თან ასევე კონკრეტული მაგალითები იყო მის მიერ წარმოდგენილი, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი ოპოზიციური პარტიიდან, ვერც ერთი ციფრი, ვერც ერთი არგუმენტი და საერთოდ ნული რეაგირება ბატონი შალვას მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე. სამწუხაროდ,  კვლავ თავს გვახვევენ, ჩვენს მოსახლეობას თავს ახვევენ ცრუ ინფორმაციას, მათ შორის იმ კონკრეტულ მაგალითებთან დაკავშირებით, რომელიც  შალვა პაპუაშვილის მიერ იქნა  ორი დღის წინ  წარდგენილი კონკრეტულ ოქმთან და კონკრეტულ უბანთან დაკავშირებით.კონკრეტულად თემა, რაზეც დღეს მინდა მოგახსენოთ, შეეხება ორ მაგალითს - პირველი, ეს არის 57-ე  უბანი 22-58 - ოქმთან დაკავშირებით, რომელზეც დეტალური ინფორმაცია შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა, თუმცა გუშინ  სერგი კაპანაძემ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა კვლავ ამ ოქმთან დაკავშირებით მიაწოდა აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია საზოგადოებას და ელემენტარულად არასერიოზულია, როდესაც უკვე ჩვენს მიერ წარმოდგენილ ოქმთან დაკავშირებით, იგი კვლავ შეეცადა უკან დაებრუნებინა ინფორმაცია და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა.ამის მიზეზი სავარაუდოდ ორია - ან მათ პრობლემები აქვთ არითმეტიკასთან, პრობლემები აქვთ დოკუმენტების სრულფასოვან წაკითხვასთან ან მეორე, კვლავ ცდილობენ, რომ ა დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე შექმნან ვირტუალური, მოდელირებული რეალობა.ამ კონკრეტულ ოქმთან დაკავშირებით, 57-ე უბანთან დაკავშირებით, რომელიც არის 22-58- ე ოქმის, მინდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და ამ ოქმს ბრიფინგის შემდეგ დაგირიგებთ თითოეულ თქვენგანს, სადაც ნახავთ მარტივ არითმეტიკას, რომელიც იქვე იქნა ჩასწორებული - ამ უბანში საერთოდ არის 357 ამომრჩეველი, ეს არის ამომრჩევლის საერთო რაოდენობა. კომისიის წევრებმა, შეცდომით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გადმოიტანეს იმ გრაფაში, რომელმაც უნდა დაადასტუროს მიმსვლელი ამომრჩევლების რაოდენობა, ეს იყო მექანიკური შეცდომა და საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ 202-ით მეტი იყო, ციფრში იყო სხვაობა. ამასთან, კომისიის ყველა წევრი ხელს აწერს ამ ოქმს, მაგრამ იქვე ადგენენ შესწორების ოქმს, სადაც ასევე ყველა ოქმის წევრი აწერს ხელს და ადასტურებს, რომ რეალურად ადგილზე მისული იყო არა 357, არამედ 155 ამომრჩეველი - ეს არის შესწორების ოქმი, სადაც იქვე არის დადასტურებული, რომ ნაცვლად იმ შეცდომისა,  საერთო რაოდენობაში ციფრი არის გადმოტანილი მიმსვლელი ამომრჩევლის რაოდენობაში , იქვე შესწორების ოქმში არის 155 დაფიქსირებული და ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ოქმს ბუნებრივია აწერია დრო როდის დგება ეს ოქმი - ეს არის დრო 21 საათი და 28 წუთი. შესწორების ოქმი არის იმ წუთასვე შედგენილი და ყველა, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბუნებრივია აწერენ ხელს , როგორც შესწორების ოქმს, ასევე ძირითად ოქმს. შესწორების ოქმიც არის იქვე  გაკეთებული, იმავე დროს, 21 საათსა და 28 წუთზე ანუ მყისიერად მოხდა რეაგირება, ხოლო ბატონი სერგი ცდილობს საზოგადოება მოატყუოს, რომ ასეთი შემთხვევები იყო გამოყენებული არჩევნებზე მანიპულაციისთვის. ყველას დაგირიგებთ და თქვენივე თვალით იხილავთ, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე და სამწუხაროა,  რომ აი ესეთი მაგალითებით ხდება აპელირება, მაშინ როდესაც ჩვენს მიერ იყო ეს ოქმი მოყვანილი, როგორც ერთ-ერთი შესწორების მაგალითი. ძალიან პარადოქსულია კიდევ ერთი რამ, როდესაც ბატონმა სერგიმ ისაუბრა 73 -ე უბანზე, საბურთალოზე , სადაც მან ახსენა, რომ „ევროპულ საქართველოს" მოპარეს 35 ხმა, სხვა პარტიის სასარგებლოდ . ალბათ, გაინტერესებთ რომელ სხვა პარტიაზეა საუბარი - ეს არის პარტია „მოქალაქე", ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ჰქონდა შემთხვევით დამატებული ევროპული საქართველოს 30 ხმა. მას ჰქონდა შემთხვევით დამატებული „ევროპული საქართველოს" 30 ხმა, ხოლო 5 ხმა იყო გაბათილებული. ეს ბუნებრივია საბოლოო ჯამში გასწორდა სასამართლოს მიერ, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არის ის, რომ როდესაც სერგი კაპანაძე ამბობს,  რომ არჩევნები გაყალბდა, ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს იმაზე აპელირება, რომ „ქართულმა ოცნებამ" თურმე გააყალბა არჩევნები  ალეკო ელისაშვილის სასარგებლოდ, „ევროპულ საქართველოს" მოპარა 30 ხმა და ის გადასცა ბატონ ალეკო ელისაშვილს. ეს ორი მაგალითი არის აბსოლუტურად ნათელი ლუსტრაცია იმისა თუ რას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები ნაცვლად იმისა, რომ გადავიდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში. ისინი კვლავ ტირაჟირებენ სიცრუეს და ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ტირაჟირებენ ისეთ სიცრუეს, რომელიც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ვნახოთ ფურცლებით, ვნახოთ გასაჩივრების ოქმებით, ვნახოთ შესწორების ოქმებით და ყველაზე მნიშვნელოვანი, თვალნათლივ დავინახეთ ეს იმ პრეზენტაციაში, რომელიც საჯაროა და რომელიც შალვა პაპუაშვილმა ორი დღის წინ მოამზადა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ გადავიდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში და ნუ შეეცდებიან რომ 21-ე საუკუნეში გამოიყენონ საინფორმაციო საშუალებები იმისთვის, რომ მოატყუონ ჩვენი მოსახლეობა.

12 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი მაია ბითაძე

ჩვენ დაგპირდით, რომ არც ერთი ცრუ ბრალდება, არც ერთი ტყუილი ინფორმაცია, რომელიც ასე ინტენსიურად ვრცელდება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან და შედეგებთან დაკავშირებით, არ იქნება დატოვებული ჩვენს მიერ უყურადღებოდ და ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა ცრუ ბრალდებაზე მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას რეალობის შესახებ და ინფორმაციას, კონკრეტული, გავრცელებული ვირტუალური ცრუ ინფორმაციის შესახებ. დღეს, გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც გუშინ გავრცელდა “ევროპული საქართველოს” მხრიდან და აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, ორი დღის წინ საზოგადოებას მიაწოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, ასევე წარუდგინა პრეზენტაცია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, გაბათილებული ოქმები, ე.წ დისბალანსები, შედეგების გამოცხადების ვადები და თან ასევე კონკრეტული მაგალითები იყო მის მიერ წარმოდგენილი, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი ოპოზიციური პარტიიდან, ვერც ერთი ციფრი, ვერც ერთი არგუმენტი და საერთოდ ნული რეაგირება ბატონი შალვას მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე. სამწუხაროდ, კვლავ თავს გვახვევენ, ჩვენს მოსახლეობას თავს ახვევენ ცრუ ინფორმაციას, მათ შორის იმ კონკრეტულ მაგალითებთან დაკავშირებით, რომელიც შალვა პაპუაშვილის მიერ იქნა ორი დღის წინ წარდგენილი კონკრეტულ ოქმთან და კონკრეტულ უბანთან დაკავშირებით.კონკრეტულად თემა, რაზეც დღეს მინდა მოგახსენოთ, შეეხება ორ მაგალითს - პირველი, ეს არის 57-ე უბანი 22-58 - ოქმთან დაკავშირებით, რომელზეც დეტალური ინფორმაცია შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა, თუმცა გუშინ სერგი კაპანაძემ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა კვლავ ამ ოქმთან დაკავშირებით მიაწოდა აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია საზოგადოებას და ელემენტარულად არასერიოზულია, როდესაც უკვე ჩვენს მიერ წარმოდგენილ ოქმთან დაკავშირებით, იგი კვლავ შეეცადა უკან დაებრუნებინა ინფორმაცია და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა. ამის მიზეზი სავარაუდოდ ორია - ან მათ პრობლემები აქვთ არითმეტიკასთან, პრობლემები აქვთ დოკუმენტების სრულფასოვან წაკითხვასთან ან მეორე, კვლავ ცდილობენ, რომ ა დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე შექმნან ვირტუალური, მოდელირებული რეალობა. ამ კონკრეტულ ოქმთან დაკავშირებით, 57-ე უბანთან დაკავშირებით, რომელიც არის 22-58- ე ოქმის, მინდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და ამ ოქმს ბრიფინგის შემდეგ დაგირიგებთ თითოეულ თქვენგანს, სადაც ნახავთ მარტივ არითმეტიკას, რომელიც იქვე იქნა ჩასწორებული - ამ უბანში საერთოდ არის 257 ამომრჩეველი, ეს არის ამომრჩევლის საერთო რაოდენობა. კომისიის წევრებმა, შეცდომით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გადმოიტანეს იმ გრაფაში, რომელმაც უნდა დაადასტუროს მიმსვლელი ამომრჩევლების რაოდენობა, ეს იყო მექანიკური შეცდომა და საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ 202-ით მეტი იყო , ციფრში იყო სხვაობა. ამასთან, კომისიის ყველა წევრი ხელს აწერს ამ ოქმს, მაგრამ იქვე ადგენენ შესწორების ოქმს, სადაც ასევე ყველა ოქმის წევრი აწერს ხელს და ადასტურებს , რომ რეალურად ადგილზე მისული იყო არა 357, არამედ 155 ამომრჩეველი - ეს არის შესწორების ოქმი, სადაც იქვე არის დადასტურებული, რომ ნაცვლად იმ შეცდომისა, საერთო რაოდენობაში ციფრი არის გადმოტანილი მიმსვლელი ამომრჩევლის რაოდენობაში , იქვე შესწორების ოქმში არის 155 დაფიქსირებული და ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ოქმს ბუნებრივია აწერია დრო როდის დგება ეს ოქმი - ეს არის დრო 21 საათი და 28 წუთი . შესწორების ოქმი არის იმ წუთასვე შედგენილი და ყველა, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბუნებრივია აწერენ ხელს , როგორც შესწორების ოქმს, ასევე ძირითად ოქმს. შესწორების ოქმიც არის იქვე გაკეთებული, იმავე დროს, 21 საათსა და 28 წუთზე ანუ მყისიერად მოხდა რეაგირება, ხოლო ბატონი სერგი ცდილობს საზოგადოება მოატყუოს, რომ ასეთი შემთხვევები იყო გამოყენებული არჩევნებზე მანიპულაციისთვის. ყველას დაგირიგებთ და თქვენივე თვალით იხილავთ, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე და სამწუხაროა, რომ აი ესეთი მაგალითებით ხდება აპელირება, მაშინ როდესაც ჩვენს მიერ იყო ეს ოქმი მოყვანილი, როგორც ერთ-ერთი შესწორების მაგალითი. ძალიან პარადოქსულია კიდევ ერთი რამ , როდესაც ბატონმა სერგიმ ისაუბრა 73 -ე უბანზე, საბურთალოზე , სადაც მან ახსენა, რომ "ევროპულ საქართველოს" მოპარეს 35 ხმა, სხვა პარტიის სასარგებლოდ . ალბათ, გაინტერესებთ რომელ სხვა პარტიაზეა საუბარი - ეს არის პარტია "მოქალაქე" , ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ჰქონდა შემთხვევით დამატებული ევროპული საქართველოს 30 ხმა. მას ჰქონდა შემთხვევით დამატებული "ევროპული საქართველოს" 30 ხმა, ხოლო 5 ხმა იყო გაბათილებული. ეს ბუნებრივია საბოლოო ჯამში გასწორდა სასამართლოს მიერ, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არის ის, რომ როდესაც სერგი კაპანაძე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს იმაზე აპელირება, რომ "ქართულმა ოცნებამ" თურმე გააყალბა არჩევნები ალეკო ელისაშვილის სასარგებლოდ, "ევროპულ საქართველოს" მოპარა 30 ხმა და ის გადასცა ბატონ ალეკო ელისაშვილს. ეს ორი მაგალითი არის აბსოლუტურად ნათელი ლუსტრაცია იმისა თუ რას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები ნაცვლად იმისა, რომ გადავიდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში. ისინი კვლავ ტირაჟირებენ სიცრუეს და ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ტირაჟირებენ ისეთ სიცრუეს, რომელიც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ვნახოთ ფურცლებით, ვნახოთ გასაჩივრების ოქმებით, ვნახოთ შესწორების ოქმებით და ყველაზე მნიშვნელოვანი, თვალნათლივ დავინახეთ ეს იმ პრეზენტაციაში, რომელიც საჯაროა და რომელიც შალვა პაპუაშვილმა ორი დღის წინ მოამზადა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ გადავიდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში და ნუ შეეცდებიან რომ 21-ე საუკუნეში გამოიყენონ საინფორმაციო საშუალებები იმისთვის, რომ მოატყუონ ჩვენი მოსახლეობა.

11 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიულის აქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი გიორგი ხელაშვილი.

დღეს შევეხებით საქართველოს საგარეო ურთიერთობების თემებს, კერძოდ, ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. მივიღეთ მხარდაჭერის ორი ძალიან სერიოზული გზავნილი -  ერთი, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან, ხოლო მეორე საკანონმდებლო ორგანოსგან, სენატიდან. უკვე გაიგებდით, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოში შედგება  ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი. ეს ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უპრეცენდენტოდ მაღალი დონის და სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობების დადასტურებას და კიდევ ერთხელ აღიარებას.  ბატონი პომპეოს ვიზიტის მიზანია, მოკავშირეებთან ურთიერთობების გამყარება. თუ ვნახავთ მისი ტურნეს მიმდევრობას, ის ჩადის ყველაზე მეტად საიმედო  მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში და ასევე მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული გარკვეული მოვლენების პარალელურად. დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, ამერიკის შეერთებული  შტატები მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ამ პროცესების  გამოვლინება იყო ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ  გარემოში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს უწყვეტი და მზარდი მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოიხატება როგორც დიპლომატიურ მხარდაჭერაში, ასევე პოლიტიკურ, უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერაში და ამ მხარდაჭერის  მიზანი იყო, არის და იქნება საქართველოში სტაბილურობის და დემოკრატიის განვითარება.  კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან -  ბატონი პომპეოს ვიზიტის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, კერძოდ სენატის ასიგნებათა კომიტეტმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსებს განკარგავს, დაამტკიცა საქართველოსთვის უპრეცედენოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი - 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება საქართველოსათვის. ჩვენ ამ დახმარებას, ამ უპრეცედენტო დახმარებას ძალიან ვაფასებთ ორი მიზეზის გამო - უპირველეს ყოვლისა,  საქართველოს ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანხა, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში და მეორე, ეს გაზრდილი დახმარება არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ურთიერთობა გადავა თვისებრივად ახალ დონეზე.  აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ -  გახსოვთ ალბათ სპეკულაციები საქართველოსთვის ლამის სანქციების დაწესების თაობაზე. როგორც იცით, ოპონენტების ძალისხმევით, ზაფხულში, ამერიკული დახმარების პროექტში დროებით გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15%-ის შესაძლო შეყოვნების თაობაზე. საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანადაა ამოღებული, რაც არის იმის ნიშანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სწორ განვითარებას, სწორი გზით განვითარებას და მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს.  ეს ნიშნავს კიდევ ერთ რამეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო, სენატი ამ შემთხვევაში , არც კი განიხილავს დათქმებსა და შეკითხვებს საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას.  ჩვენი პარტიის და ქართველი ხალხის სახელით მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ გულუხვი დახმარებისათვის და სწორი პოლიტიკური გზავნილებისთვის

11 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიულის საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი გიორგი ხელაშვილი

დღეს შევეხებით საქართველოს საგარეო ურთიერთობების თემებს , კერძოდ, ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. მივიღეთ მხარდაჭერის ორი ძალიან სერიოზული გზავნილი - ერთი, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან, ხოლო მეორე საკანონმდებლო ორგანოსგან, სენატიდან. უკვე გაიგებდით, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოში შედგება ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი. ეს ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უპრეცენდენტოდ მაღალი დონის და სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობების დადასტურებას და კიდევ ერთხელ აღიარებას. ბატონი პომპეოს ვიზიტის მიზანია , მოკავშირეებთან ურთიერთობების გამყარება. თუ ვნახავთ მისი ტურნეს მიმდევრობას, ის ჩადის ყველაზე მეტად საიმედო მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში და ასევე მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული გარკვეული მოვლენების პარალელურად. დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ამ პროცესების გამოვლინება იყო ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს უწყვეტი და მზარდი მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოიხატება როგორც დიპლომატიურ მხარდაჭერაში, ასევე პოლიტიკურ, უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერაში და ამ მხარდაჭერის მიზანი იყო, არის და იქნება საქართველოში სტაბილურობის და დემოკრატიის განვითარება. კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ბატონი პომპეოს ვიზიტის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, კერძოდ სენატის ასიგნებათა კომიტეტმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსებს განკარგავს, დაამტკიცა საქართველოსთვის უპრეცედენოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი - 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება საქართველოსათვის. ჩვენ ამ დახმარებას, ამ უპრეცედენტო დახმარებას ძალიან ვაფასებთ ორი მიზეზის გამო - უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანხა, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში და მეორე, ეს გაზრდილი დახმარება არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ურთიერთობა გადავა თვისებრივად ახალ დონეზე. აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ - გახსოვთ ალბათ სპეკულაციები საქართველოსთვის ლამის სანქციების დაწესების თაობაზე. როგორც იცით, ოპონენტების ძალისხმევით, ზაფხულში, ამერიკული დახმარების პროექტში დროებით გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15%-ის შესაძლო შეყოვნების თაობაზე. საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანადაა ამოღებული, რაც არის იმის ნიშანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სწორ განვითარებას, სწორი გზით განვითარებას და მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს კიდევ ერთ რამეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო, სენატი ამ შემთხვევაში , არც კი განიხილავს დათქმებსა და შეკითხვებს საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას. ჩვენი პარტიის და ქართველი ხალხის სახელით მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ გულუხვი დახმარებისათვის და სწორი პოლიტიკური გზავნილებისთვის.

10 ნოემბერი, 2020

კახა კალაძის განცხადება

ყველამ ვიცით, რომ ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელია. ჩვენ მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, მას ბევრი გამოცდა შეხვდა. დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - თავისუფალი არჩევნები ჩვენ თვალწინ დაიხვეწა. გუშინდელი დღესავით გვახსოვს უბნების დარბევა, უბნებში ნიღბიანი, შეიარაღებული ხალხის შევარდნა, საარჩევნო ყუთების გატაცება და ბიულეტენების მასიური განადგურება. გუშინდელი დღესავით გვახსოვს დრო, როდესაც ქვეყნის ლიდერები, თითქმის, ასპროცენტიან მოდელირებულ მხარდაჭერას იღებდნენ, რაც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია მრავალპარტიულ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ მყიფე დემოკრატიის წიაღში დამკვიდრდა ტერმინი - რეჟიმი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და დემოკრატიის არაჯანსაღ მდგომარეობას ცხადყოფდა. დემოკრატია ვერ იქნება ვერც ფასადური, ვერც ფსევდო და ვერც მხოლოდ პიარისთვის გამოსაყენებელი განსაზღვრება. ჩვენ წლიდან-წლამდე ვცდილობთ დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას და დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებას. ჩვენ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ყველა არჩევნებს თან სდევს; მათი გამოსწორებისთვის ჩვენ, საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ. ამის ნათელი დადასტურებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პროცესიც - საჩივრების განხილვა, საჩივრების საფუძველზე ოპოზიციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა უშუალო მონაწილეობით უბნების გადათვლა, მათი საფუძვლიანი პრეტენზიების გათვალისწინება და ა.შ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს - თუკი მართლა გვინდა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქუჩის, დესტრუქციის ნაცვლად, რაც არავისთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის, პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ და მასში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავრთოთ. გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე. ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ამიტომაც, მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს! ქვეყანა უამრავი საშინაო, რეგიონალური და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას. არჩევნებზე ხალხის აქტიურობა, პირველ რიგში, ერთიანი გზავნილია ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი, რომ ვიმუშაოთ ერთად, კონსტრუქციულად და კონსოლიდირებულად ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მოლაპარაკება, პოლიტიკური კონსესუსი, საქმიანი ატმოსფერო - სწორედ ამას ელოდება ჩვენგან საქართველო და ქართველი ხალხი!

10 ნოემბერი, 2020

შალვა პაპუაშვილი: არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დეზინფორმაცია ვრცელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრმა მედიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ 5 დეზინფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვრცელდება და პრეზენტაციაზე სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. პირველი - არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დრო: რამდენჯერმე, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მოვისმინეთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი შედეგების გამოქვეყნება ძალიან დააგვიანა. იცით, რომ , დაახლოებით, ღამის 03:00 საათისთვის გამოცხადდა პირველადი შედეგები. სტატისტიკას რომ შევხედოთ, 2012 წლიდან მოყოლებული, ვნახავთ, რომ ესაა ჩვეულებრივი, საშუალო გამოცხადების დრო და, ცესკო-ს მხრიდან, არანაირი დაგვიანება არ ყოფილა. მეორე - თითქოსდა, ბევრია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის შემდეგ, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 3-დან 4%-მდე მერყეობს. 4.9%-იც კი ყოფილა. მესამე - თითქოს, 2020 წელს ჭარბი, დიდი რაოდენობით შესწორების ოქმია. იმის მიხედვით, თუ რამდენად კომპლექსურია არჩევნები, არის შესწორების ოქმების სხვადასხვა რაოდენობა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს იყო 1 171 შესწორების ოქმი და თითქმის ასეთივე რაოდენობა იყო 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს. 2016 წელს იყო ნაკლები შესწორების ოქმი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინ იყო 23 რეგისტრირებული სუბიექტი, წელს გვყავდა 50 პარტია, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში. ამასთან, ტარდებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მეოთხე- დისბალანსი ოქმებში, ანუ, როცა ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ხდება მანიპულაცია, თითქოს იყო კარუსელი ან ჩაყრა. დღეისთვის, გვაქვს დაახლოებით 966 ოქმი, რომელშიც იყო დისბალანსი. ესეც ჯდება საერთო სტატისტიკაში. რომ შევხედოთ 2012 წლის, 2016 წლის არჩევნებს, მაშინაც, დაახლოებით, 900-მდე ოქმი იყო, რომელშიც ბოლომდე არ იყო ბალანსი დაცული. ესაა ჩვეულებრივი ტექნიკური წუნი, რომელიც არჩევნებს ახლავს ხოლმე. მეხუთე - თითქოს, უპრეცედენტოდ ბევრი საჩივარია დაწერილი. სტატისტიკა პირიქით მეტყველებს. რომ შევადაროთ 2016 წლისა და 2020 წლის არჩევნები, ვნახავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების ოდენობა 71 ერთეულითაა შემცირებული. სამაგიეროდ, პარტიებს აქვთ 738 საჩივრით მეტი დაწერილი. მათი უმეტესობა არჩევნების მიმდინარეობისას არ დაწერილა, არამედ, ოქმების შედგენის შემდეგ. ვიცით, რომ ყველამ მოაწერა ხელი. საუბრო კომისიებში პარტიების 11 500 წარმომადგენელია. 11 500-ვემ მოაწერა ხელი ყველა ოქმს

09 ნოემბერი, 2020

კახა კალაძის ბრიფინგი

პირველ რიგში, მინდა მივმართო თითოეულ ადამიანს, როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ისე საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს. გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით. მეგობრებო, ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმებზე, მაგრამ ყველამ მინდა გაითვალისწინოს ერთი რამ ,რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო.არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას და არც ის, არ არის სასიამოვნო , რომ პოლიცია იძულებული ხდება მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს. ეს არ არის ის სურათი, რომლის ხილვაც სურს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც პანდემიის პირობებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირეს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. ქართველმა ხალხმა, 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა „ქართულ ოცნებას” გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას „ქართული ოცნება” დააკომპლექტებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემებთან მიმართებით ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, მოვუწოდებთ ყველას, დესტრუქციული ქმედებებით ნუ შეაფერხებენ მათივე საჩივრების საფუძველზე მიმდინარე ხმების გადათვლის პროცესს, არამედ მიყვნენ სამართლებრივ პროცედურებს, ამ გზით შეეცადონ საკუთარი პოზიციის დაცვას და მოემზადონ არჩევნების მეორე ტურისთვის. ამავეს მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და რომ მილიონამდე ადამიანის არჩევანს ვერავინ შეცვლის საპროტესტო აქციებით; ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, საკუთარი მიზნების სამართლებრივი გზებით მიღწევას, სხვაგვარად დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, სხვაგვარად თანამედროვე საზოგადოებად ვერ შევდგებით! ნიშანდობლივია, რომ გუშინ მომხდარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ოპოზიციის მხოლოდ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია სურთ. დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ბოლომდე შეინარჩუნეს პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმა და არ მიიღეს მონაწილეობა ცესკოზე მიტანილ ძალადობრივ შტურმში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აყვებიან რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის. დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს!

09 ნოემბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ეუთო მოუწოდებს ერთის მხრივ დემონსტრანტებს თავი შეიკავონ ძალადობისგან და მეორეს მხრივ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვა.ეუთო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლება არჩევნებისას იყო დაცული. მისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. იგი მიესალმება მოქალაქეების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, თუმცა აღნიშნავს რომ ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია და მოთმენას არ ექვემდებარება. ეუთო მოუწოდებს დემონსტრანტებს, რომ აქციები ჩატარდეს მშვიდობიანად ხოლო პოლიციას სიფრთხილის გამოჩენისკენ.სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაჟინებით მოუწოდებს ყველა მონაწილე მხარეს, დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი, არსებული პოლარიზაციის დასაძლევად და ითანამშრომლონ სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, ასევე გაითვალისწინონ საერთაშორისო საზოგადოების გზავნილები. მისია მხარს უჭერს ცესკოს მიერ მართულ ინკლუზიურ პროცესს, რომელიც მიმართულია სავარაუდო საარჩევნო დარღვევების აღმოსაფხვრელად. განცხადებაში ასევე გამოთქმულია იმედი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებას და პასუხისმგებლობას ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტეების შენებისა და მათ მიმართ საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცების მიზნით. ჩვენ, სრულად ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას და მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მიდგომებს და საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისგან მთელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ, კანონიერ ჩარჩოებს.