20 ნოემბერი, 2020
როგორც მოგეხსენებათ, ხვალ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური.
უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, მეორე ტური ტარდება თბილისის რვავე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში, მცხეთა-მთიანეთში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში, ქუთაისში, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში, ზუგდიდში, ბათუმში, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს ოლქში.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისათვის.
აქედან გამომდინარე, გვინდა მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ჩვენს მხარდამჭერებს ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით