14 ნოემბერი, 2020
ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, კიდევ ერთი, ცალსახა შეფასება გაკეთდა, საქართველოში ჩატარებულ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ხაზი გაესვა საქართველოში გასამართი არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას, რომლითაც დარჩენილი მაჟორიტარული მანდატები უნდა გადანაწილდეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით და განცხადებით მნიშვნელოვანია, პროცესი კვალავაც კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში წარიმართოს.
ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ოპოზიციისთვის, რომ ისინი უნდა მოემზადონ მეორე ტურისთვის, პროცესი გადაიტანონ კონსტრუქციულ რეჟიმში, უარი თქვან რადიკალურ დღის წესრიგზე და პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ასევე საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებაზე ხაზგასმა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უმაღლესი დონის ურთიერთობებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელს მსოფლიოს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები, რისთვისაც ბუნებრივია დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ და მათ წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს განცხადება გააკეთეს დღეს.