×

04 ნოემბერი, 2020

მამუკა მდინარაძე: გაუგებარია რას აპროტესტებენ პარტიები, არჩევნების შედეგები კვლევებსა და ეგზიტპოლებს უმნიშვნელო ცდომილებით დაემთხვა

სულ ჩატარდა 4 კვლევა და ეგზიტპოლი. „მთავარი არხის“ მიერ 18 ოქტომბერს ჩატარებული კვლევით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 40,3%, შემდეგ 40%. ეგზიტპოლში მათ, თქვეს, რომ 41% აქვს „ქართულ ოცნებას“. პარალელური დათვლის შედეგად „სამართლიანმა არჩევნებმა“ თქვა რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 45,8%. დღეს ცესკოს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს 48,2%.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველ კვლევაში 31%, მეორე კვლევაში 33%, საბოლოო ეგზიტპოლში 33% და პარალელური დათვლით ეს იყო 26,4%; ამ წუთის ცესკოს მონაცემებით „ნაცმოძრაობას“ აქვს 27,18%.

„ევროპული საქართველო“ პირველი კვლევით 6,8%, შემდეგ 7%, საბოლოო ეგზიტპოლით 5%, პარალელური დათვლის შედეგად 3,7% და ცესკოს მონაცემებით 3,78%,

„სტრატეგია აღმაშენებელი“ 6,8% პირველი კვლევით, შემდეგ 7%, საბოლოო ეგზიტპოლში 3%, პარალელური დათვლის შედეგით 3% და ცესკოს შედეგებით 3,15%.

„ლელო“ - პირველი-მეორე კვლევით 4,5%,საბოლოო ეგზიტპოლში 4% და 3,1% პარალელური დათვლის შედეგად და ცესკოს შედეგებით 3,16%.

„გირჩი“ - 3,4%-2% პირველი ორი კვლევა, საბოლოო ეგზიტპოლით 3%, 2,8% პარალელური დათვლის შედეგად და ცესკოს მონაცემებით 2,89%.

„ელისაშვილი - მოქალაქეები“ - პირველი-ორი კვლევა 1 %, საბოლოო ეგზიტპოლი 1%, 1,3% პარალელური დათვლის შედეგად, და 1,33% ცესკოს მონაცემებით.

„ლეიბორისტული პარტია“ - ორი კვლევის თანახმად - 2,6% და 2%. ასევე 2% საბოლოო ეგზიტპოლში და 1,1 % როგორც პარალელური დათვლის შედეგად ისე ოფიციალურ შედეგებში.

„ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთი დაკვეთით შეასრულეს. ყველა პატარა პარტიამ, რომელმაც მიიღო 2%-3%-1%-იანი შედეგი, მეასედების სიზუსტით დაემთხვა, როგორც „ედისონ რისერჩის“ ისე „მთავარი არხის“, „რუსთავი2“-ის და „ფორმულას“ კვლევებს