15 სექტემბერი, 2016

შეხვედრა სამგორის მოსახლეობასთან

ჩვენ გვინდა სიყვარულზე, ხვალინდელ დღეზე დაფუძნებული, აგუგუნებული, გაფერადებული, განათებული ქვეყანა, დაქოქილი ეკონომიკით და მეტი სიყვარულით და ასეთ ქვეყანას ავაშენებთ ყველა თქვენგანთან ერთად, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამგორის რაიონის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მარიამ ჯაში, გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი წარუდგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში წინსვლა და განვითარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება დამშვიდდება და ერთმანეთისადმი სიყვარულით განიმსჭვალება. „ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ არ იქნება სიძულვილი და ყოველ დილით იმის კითხვა, წინა ღამით რომელმა პოლიტიკოსმა რომელი შეჭამა ტელეეთერში, ვინ ვის აჯობა, ვინ უფრო მეტი ღვარძლი გადმოანთხია და ა.შ. ეს უნდა დასრულდეს. 25 წელი გავიდა - მეოთხედი საუკუნე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. სამწუხაროდ, ამ 25 წლის მანძილზე ჩვენ ვერ მივიღეთ გაკვეთილი იმ მწარე საკუთარი შეცდომებიდან, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დასაწყისშივე დავუშვით. იქიდან მოყოლებული, ჩვენი ცხოვრება წარმატებების და ამავე დროს შეცდომების ერთი დიდი ისტორიაა. ამიტომ, ახლა მაინც, საზოგადოება დავამშვიდოთ, ერთმანეთის მიმართ მეტი სიყვარული, მეტი მოთმინება გამოვიჩინოთ, ვიყოთ კონსტრუქციულები. სიყვარულიდან წამოვიდეს ის შენიშვნაც, რასაც ჩვენ თანამოქალაქეებს ვაძლევთ და არა სიძულვილისგან და მოგების სურვილიდან, რადგან ვერავინ იქნება მოგებული, თუ ასე გაგრძელდა. ადამიანისა და სამშობლოს სიყვარული მოდის იქიდან, რომ ჩვენ გვიყვარდეს ერთი, რიგითი, უბრალო, არაფრით გამორჩეული ადამიანი. მხოლოდ ასე შევძლებთ, ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა და ოთხი წლის თავზე ვიამაყოთ წარმატებებით. ასეთი ქვეყანა გვინდა ჩვენ და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ამ გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ბრძენია, საქართველო მდიდარია მისი მრავალეროვანი შემადგენლობით, იმ კულტურით, რომელიც მრავალფეროვანია, მაგრამ ერთი ძლიერი ქართული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, ფონდმა „ქართუმ“ დააანონსა ახალი, 1-მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ხორციელდება. „ქუთაისში შეიქმნება 60 ათას სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი, რომელიც იქნება მეცნიერების და განათლების ახალი კერა საქართველოში. ეს არის უდიდესი რამ ქვეყნისთვის. დღეიდან სამი წლის თავზე დასრულებული იქნება ანაკლიის პორტის პირველი ფაზა, ოთხი წლის თავზე დასრულებული იქნება ძირითადი ინფრასტრუქტურა სამთო კურორტებზე და ქალაქში მოგვარებული იქნება საჭირბოროტო პრობლემები - ავარიული სახლების, სოციალურად დაუცველთა და ა.შ. რომელიც ყველას ძალიან გვაწუხებს. ერთი წამით არ ვართ ილუზიაში, რომ ყველა პრობლემა მოვაგვარეთ და საქართველოში ახლა ყველაფერი კარგად არის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების - მარიამ ჯაშის, გიორგი მოსიძის და შოთა ხაბარელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და თითოეული მათგანის ღირსებებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მარიამ ჯაში იყო ავტორი იდეისა, რომელმაც საქართველოში უკვე 300-მდე ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა - ეს არის „სოლიდარობის“ ფონდი, რომელიც უშუალოდ მისი ინიციატივით შეიქმნა, 8 მილიონი ლარის ნებაყოფლობით მობილიზება შეძლო და დღეს საქართველოში, დადასტურებული სიმსივნის გამო, უსახსრობის მიზეზით ბავშვები აღარ იღუპებიან. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მარტო ეს საქმე ღირს იმად, რომ ადამიანმა მთელი ცხოვრების მანძილზე იამაყოს. მარიამ ჯაში, ამავდროულად, საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის პროგრამების თანაავტორია. „ჩვენი ყველა მოქალაქისთვის საამაყოა, რომ 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, იმართება სპეციალური შეხვედრა, რომელსაც გენერალური მდივნის ორი მოადგილე ესწრება და რომელზეც საუბარი იქნება საქართველოსა და „სოლიდარობის ფონდის“ წარმატებაზე. არ ვიცი, მეტი რა შეიძლება გააკეთოს ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ნამდვილად ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერება. დარწმუნებული ვარ, მარიამი, მისთვის დამახასიათებელი გულისხმიერებით მოეკიდება და გადაჭრის თქვენს წინაშე მდგარ პრობლემებს, რადგან ოთხი წლის განმავლობაში ვუყურებდი, როგორ მუშაობდა, როგორ არ ერიდება არც ერთ ბარიერს, აღებს აბსოლუტურად ყველა კარს. იგი, არა მხოლოდ სამთავრობო სექტორის, არამედ კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც ეფექტურად მუშაობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მარიამ ჯაშს 11-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს; მას, გაეროს ეგიდით, მიღებული აქვს მონაწილეობა 20-მდე ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის რეფორმირებაში; საქართველოში იყო შიდსისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამების თანაავტორი. „მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანი იამაყებდა ასეთ ისტორიით და მე პირადად მეამაყება, რომ მარიამის თანამებრძოლი ვარ. ეს აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვებია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის შეფასებით, მარიამ ჯაშმა მსოფლიოში საუკეთესო განათლება მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში, ჰქონდა ძალიან გამართული და წარმატებული საერთაშორისო კარიერა, მაგრამ დაბრუნდა, რომ საკუთარ ქვეყანას და ხალხს ემსახუროს, რაც დასაფასებელია. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მარიამ ჯაში, როგორც გამორჩეული კანდიდატი, სამგორის რაიონში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, არიან სხვა კანდიდატები, რომლებიც საუბრობენ, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, რაც აბსოლუტური ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა, არჩევანი „ქართული ოცნების“ კანდიდატზე, მარიამ ჯაშზე გააკეთონ. „არავითარი სხვა არჩევანი სამგორის რაიონში არ არსებობს, არც ოფიციალური და არც არაოფიციალური და მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. მინდა, მარიამს წარმატება ვუსურვო, მთელი გუნდის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო და მინდა, გთხოვოთ თქვენ, ნუ დააკარგინებთ საქართველოს შანსს, ჰყავდეს ასეთი პარლამენტარი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარი კანდიდატები არ არიან სიის მაღალ ეშელონებში, ამიტომ ყველა თქვენგანის ხმა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მარიამი შევიდეს საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე, ყველა თქვენგანი იამაყებს, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ“, - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.

15 სექტემბერი, 2016

ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიებს მოუწოდებს, აიღონ პოლიტიკური პასუხიმგებლობა და უარი თქვან კონტრაქციებზე კონტრაქციების გამართვა და სხვა სუბიექტისთვის აგიტაციაში ხელის შეშლა არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიუღებელი ფორმა, კონტრაქციები არის პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის, ძალადობის პროვოცირების ყველაზე საშიში ინსტრუმენტი,- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გვსურს, ერთხელ კიდევ გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია საარჩევნო პროცესში კონტრაქციების გამართვასთან დაკავშირებით, რაზეც გუშინ გააკეთა შესაბამისი განცხადება ჩვენმა ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა. ერთხელ კიდევ ვაცხადებთ, რომ კონტრაქციების გამართვა და სხვა სუბიექტისთვის აგიტაციაში ხელის შეშლა ჩვენთვის არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიუღებელი ფორმა. კონტრაქციები არის პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის, ძალადობის პროვოცირების ყველაზე საშიში ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, პარტიების მხრიდან კონტრაქციებზე უარის თქმით, მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი პროვოკაციების მოწყობისა და ძალადობის პროვოცირების რისკი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. როგორც კობახიძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში აგიტაციის მხოლოდ კორექტული ფორმების გამოყენებაზე. „ამასთან, უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში ჩვენ არაერთგზის მოვითხოვეთ პოლიტიკური პარტიებისგან ანალოგიური პოზიციის დაფიქსირება. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო პარტია, რომელმაც უარი თქვა, აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ პარტიის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც კონტრაქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პროვოკაციების მოწყობისა და განსაკუთრებით, ძალადობის პროვოცირების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ამ მიზნით, ვთავაზობთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, შეუერთდნენ შესაბამის მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში. მემორანდუმის ტექსტი ჩვენ შეგვიძლია დავუგზავნოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და მზად ვართ დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები ტექსტთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ამ მემორანდუმს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

13 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ქუთაისის მოსახლეობასთან

გეგმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ჩვენი ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან გაჟღერდა, საკმაოდ ამბიციურია, თუმცა მოგახსენებთ, რომ ეს არის რეალური და შესრულებადი,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. პარტიის გენერალური მდივანი მოსახლეობას ქუთაისის 47-ე და 48-ე ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან, გენადი მარგველაშვილთან და დიმიტრი მხეიძესთან ერთად შეხვდა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.  „მე მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ ჩვენს საქმიანობაზე, იმ განვლილ წლებზე და ჩვენს სამომავლო გეგმებზე, რომელიც ჩვენს გუნდს, პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს დასახული. ჩვენ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. ძალიან მძიმე იყო ეს ოთხი წელი. ძალიან ბევრი სირთულე იყო, თუმცა, ჩვენ მართლაც ღირსეულად გამოვიარეთ, თავაწეულები მოვდივართ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, ბევრი რეფორმა წამოვიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ავიღოთ დარგების მიხედვით, თუ რა მდგომარეობა იყო, ჯანდაცვის მიმართულებით და რა მდგომარეობაა დღეს. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ, ჯანდაცვა დღეს ხელშესახებია თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და საჭიროების შემთხვევაში ექიმების მომსახურება, საავადმყოფოს მომსახურება, ეს არის ყველაფერი უფასო. მილიონობით გადაუდებელი, მძიმე, ძვირადღირებული ოპერაციები გაკეთდა ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა მომავალშიც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება თითოეული ჩვენგანისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ნამდვილად საამაყოა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, იმდენი მიწა დამუშავდა, რაც 20-25 წლის განმავლობაში არ მომხდარა. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იმისთვის, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ყოფილიყო მოგვარებული და ეს პრობლემა არის უმუშევრობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით შეიქმნა დაახლოებით 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, თუმცა ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი იმ პრობლემასთან მიმართებაში, რაც ჩვენ უმუშევრობასთან დაკავშირებით გვაქვს, მაგრამ, აქ მთავარი არის ის, რომ ეს არის სწორი გზა, სწორი არჩევანი იმისთვის, რომ ამ მიმართულებით, ის პრობლემა, რაც უმუშევრობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს, მოგვარდეს მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში შევქმნით 200 ათას ახალ სამუშაო ადგილს. ეს რეალურად დღეს შესაძლებელია და ამის შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენ ამაზე გაგვიჭირდებოდა საუბარი, ეს რომ ყოფილიყო 2012 წელი, რადგან განსხვავებით 2012 წლისგან, დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. ჩვენ, მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ, შევქმენით საფუძველი, ფუნდამენტი იმისთვის, რომ უკვე ქვეყანა სწრაფად განვავითაროთ, ქვეყანა სწრაფად წინ წავიდეს, ეკონომიკურად მოვძლიერდეთ, რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგრძნოს ის კეთილდღეობა, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს დასახული მიზნად“,-განაცხადა კახა კალაძემ.  პარტიის გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.  „დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე, როგორც იმერელი, ამ რეგიონის შვილი, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თქვენს ქალაქში, ქუთაისში, დღეს საფუძველი ჩაეყარა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამ პროექტისთვის დაახლოებით ერთი მილიარდი იქნება დახარჯული. ეს იქნება 60 ათას სტუდენტზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე. 140 ჰექტარი ტერიტორია იქნება გამოყენებული ამ პროექტის განხორციელებისთვის. ამ პროექტს განახორციელებს ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით“,-აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არ დაემსგავსება სხვა ოპონენტებს , სხვა პოლიტიკურ პარტიებს და არ დაიწყებს ისეთი დაპირებების გაცემას, რისი გაკეთებაც და განხორციელებაც შეუძლებელი იქნება. „ არის რაღაც მიმართულებები, რისი გაკეთებაც შეიძლება გართულდეს. ამაზეც არ უნდა მოგვერიდოს საუბარი, პირდაპირ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს რადგან ხვალ, ზეგ, როდესაც მოვალთ თქვენთან, თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია და რის გაკეთებასაც აუცილებლად მოვახერხებთ. ძალიან ბევრი კითხულობს, თუ როგორ შეიძლება 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მე ვისაუბრე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ასევე,პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ვაწარმოოთ პროდუქტები და არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც არის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული და გამოყოფილია თანხები დაფინანსებისთვის, ესეც მომავალშიც გაგრძელდება, უფასო ხვნა-თესვის პროგრამა იმისთვის, რომ გლეხი გავაძლიეროთ, სოფელი გავაძლიეროთ, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რამხელა დატვირთვა აქვს ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობას. კლიმატური პირობები ხელს გვიწყობს, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მთავრობა, ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას იმისთვის, რომ ეს პროექტები დააფინანსოს, რათა ხელი შევუწყოთ სოფლად მაცხოვრებელ ადამიანს, რომ გვყავდეს ძლიერი სოფელი, ძლიერი რაიონები, ძლიერი ქალაქები. ეს უკვე ძლიერი საქართველოა“,- განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა. კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე. „ტურისტული მიმართულებით ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები. ბოლო წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ჩვენ ქვეყანას სტუმრობდა დაახლოებით 6 მილიონი ტურისტი, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს ქვეყანას, მთაში, ბარში, ზღვაზე, ყველანაირი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ ტურისტული მიმართულება განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, შეიქმნას ინფრასტრუქტურა, ცენტრალური მაგისტრალების დასრულება- ეს ყველაფერი შესაძლებელია ამ ოთხი წლის განმავლობაში და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, თვისობრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, თვისობრივად განსხვავებული ტურისტული მიმართულებები“,-აღნიშნა მან. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ყველაზე მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. “ ჩვენი მთავარი მონაპოვარი- ეს არის თავისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენ გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირსეული- თავისუფლება. და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ვერავინ ვერ გაბედავს, ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან, არასდროს არ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც შეეხებიან ამ ჩვენს ძვირად მოპოვებულ თავისუფლებას. ვერავინ ვერ გაბედავს, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დაიჩაგრონ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენოს განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს, არ დავაბრუნებთ იმას, რომ ქვებით, ხელკეტებით დასდევდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, იყოს პოლიციური რეპრესიები და ა. შ და ა.შ. ეს ყველაფერი არის წარსული. ეს,რა თქმა უნდა, არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დამსახურება ჩვენ გუნდთან ერთად. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ბევრი დროს არგასულად, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი დამოკიდებულება იყო„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ. ეს თითოეულმა თქვენგანმა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს თავზე, საკუთარ ოჯახებზე გამოვიარეთ. ჩვენ ნამდვილად არ დაუშვებთ იმას, რომ ასეთი დრო დაბრუნდეს ქვეყანაში”,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას საზოგადოების კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება გავაერთიანოთ. უფრო მეტი სიყვარული იყოს,უფრო მეტი კეთილშობილება იყოს ურთიერთპატივისცემა იყოს,მერე რა, რომ არსებობს განსხვავებული აზრი ქვეყანაში,ეს უნდა იყოს, უნდა იყოს ადამიანები, ვისაც სხვადასხვა შეხედულებები აქვს, თუ ყველას ერთნაირი შეხედულებები გვექნება ყველაფერზე, თუ ყველას ერთნაირი გემოვნება გვექნა, მერწმუნეთ, წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ამიტომ, ნორმალურად უნდა მივიღოთ განსხვავებული აზრი,ნორმალურად უნდა მივიღოთ განსხვავებული შეხედულებები და უნდა დავასრულოთ ურთიერთ დაპირისპირებები, უნდა დავასრულოთ ეს ერთმანეთის ჭამა, საზოგადოებაც დაიღალა ამ ყველაფრისგან და ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. ჩვენ მოვახერხებთ იმას რომ, პოლიტიკა და პოლიტიკური ცხოვრება გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე, სადაც იქნება უფრო მეტი კონსტრუქციულობა,სადაც იქნება უფრო მეტი თანამედროვეობა და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, იქნება ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.ეს სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას. ეს სჭირდება დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“,-აღნიშნა მან. კახა კალაძის თქმითვე, “ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ კავშირია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან. „ჩვენ აქ არ მოვსულვართ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ 41 შემოხაზეთ, „ქართულ ოცნებას“ მიეცით ხმა,არავითარ შემთხვევაში. თქვენ ყველა ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით,ყველა კარგად ხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილები, თუ რა გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში, არ არის ეს ასე,ჩვენ კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ის სოციალური სირთულეები, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ქვეყანაში,ეს ყველაფერი არის მოგვარებადი. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს პრობლემებზე საუბარი,ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ ყველაფერ ამაზე, რომ შესაძლებელი იყოს ამ პრობლემების მოგვარება და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ თქვენ ერთად, თქვენი ჩართულობა იქნება უმნიშვნელოვანესი,რადგან თითოეულმა თქვენგანმა უნდა დააფიქსიროს თქვენი მოქალაქეობრივი ვალი,ჩვენ ვართ თქვენს სამსახურში, თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პროექტი და ის დაპირება შევასრულოთ,რომელიც იქნება გაცემული ჩვენს მიერ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია„ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია და ბოლოს, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება,ჩვენი თანამოაზრეების და აქტივისტების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია„ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ კავშირია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან. ამიტომ, ვიაქტიუროთ,მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. თქვენ ნახეთ, ყველა პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ქვეყნის განვითარებისა, გააკეთეთ სწორი ანალიზი და თქვენი ანალიზის შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ანდოთ ხელისუფლება ხვალ,ვინ უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა.კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მინდა გაგამხნევოთ, გისურვოთ გამარჯვებები და გისურვოთ მთავარი, რომ ყოველი დილა იყოს ბედნიერი თითოეული თქვენგანისთვის“,-დასძინა კახა კალაძემ.

13 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ქობულეთის მოსახლეობასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქობულეთის მოსახლეობას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა მომავალი 4 წლის გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმები ეკონომიკის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან გარღვევას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობას ისახავს მიზნად. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს მთავრობის ცენტრალური ფიგურა ადამიანია და მისი ღირსება, უფლება, იყოს თავისუფალი, ჰქონდეს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და არავინ ახორციელებდეს მასზე არანაირ ზეწოლას, უზენაესია. „დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ვერ დამისახელებთ ბიზნესმენს, რომელიც დაიბარეს ფინანსურ პოლიციაში, თუ სხვაგან და უთხრეს, რომ განახორციელოს მისთვის არასასურველი პროექტი. ვერ დამისახელებთ, ვერც ერთ მსხვილ თუ წვრილ ბიზნესმენს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ამგვარი ზეწოლის ობიექტი გახდა. ეს ყველაფერი დიდი მონაპოვარია და ამყველაფერს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, რაც სწრაფი ნაბიჯებით განხორციელდება. ასევე, გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

13 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ხულოს მოსახლეობასთან

საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, იყოს გათითოკაცებული, გახლეჩილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთ მუშტად შევიკრათ, - ამის სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხულოს მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე წარადგინა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო აღარ უნდა დაბრუნდეს წარსულში, უნდა წავიდეს მხოლოდ წინ და ამის გარანტიას, უალტერნატივოდ, „ქართული ოცნება“ იძლევა. „არც ერთი ადამიანის ღირსებაზე არ გადავივლით და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის მათაც, ვინც შეიძლება დღეს გზააბნეული იყოს, იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, იყოს გათითოკაცებული, გახლეჩილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული”, - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც სერიოზული წინსვლისა და ეკონომიკური გარღვევის მომტანი იქნება. გასული ოთხი წლის უმთავრეს მონაპოვრად კი პრემიერ-მინისტრმა ადამიანის ღირსება და თავისუფლება დაასახელა. „დღეს ადამიანის ღირსება არის ის უზენაესი, რომელსაც ჩვენ ხელის გულზე ციმ-ციმ ვატარებთ და რომელიც ჩვენთვის ყველაზე გასაფრთხილებელია. საქართველოში აღარასოდეს უნდა მობრუნდეს ის პერიოდი, როცა უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ, ბიზნესმენებს აიძულებდნენ სხვადასხვა პროექტის გაკეთებას, ოჯახის წევრებს უჭერდნენ. რა თქმა უნდა, წარსულში იყო დადებითი მომენტებიც და ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო ბევრი უარყოფითიც. ჩვენ უნდადავინახოთ კარგიც და ცუდიც. ჩვენ არ ვართ არაობიექტურები, ჩვენ ყოველთვის სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს და სიმართლე არის ერთი, რომ 2012-მა წელმა საქართველოში შეცვალა პოლიტიკური ამინდი. დღეს გაცილებით უფრო თავისუფალია ქართველი ხალხი.დღეს ტელევიზიებს არავინ ერჩის, წერენ და გადმოსცემენ, რაც მათ სურთ. ხშირად არის უსამართლო, ხშირად არის დამახინჯებული რეალობა, მაგრამ ჩვენ ასეთი ქვეყანა გვინდა. ჩვენ გვინდა თავისუფალი ქვეყანა. დაწმუნებული ვართ, ქართველ ხალხს გააჩნია იმის შინაგანი ძალა და ენერგია, რომ ასეთი თავისუფლებით მიაღწიოს ყველაზე კარგ შედეგს - განავითაროს ჩვენი ქვეყანა და მოუტანოს უკეთესი მომავალი ჩვენს მომავალ თაობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა განათლების სისტემის ძირეულ რეფორმასა და პედაგოგების დაფასების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2017 წლიდან, პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება, რისთვისაც გათვალისწინებულია 60 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება. „ქუთაისში დაიწყო საქართველოსთვის უპრეცენდენტო მასშტაბის უმაღლესი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი და საქართველოში მთლიანად შეცვლის ამინდს. ჩვენ კიდევ უფრო უნდა წავახალისოთ ბიზნესი და 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, მოგების გადასახადი აღარ იქნება, თუ მოგება დივიდენდის სახით არ გადანაწილდა. თუ მოგება იქნება ჩაბრუნებული ბიზნესის განვითარებაში, ის მოგების გადასახადით არ დაიბეგრება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

13 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ქედის მოსახლეობასთან

საქართველო გახდება მართლაც თანამედროვე ქვეყანა, სადაც ყველა ოჯახში მივა კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქედის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე წარადგინა. პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა, ასევე განსაკუთრებით აღნიშნა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს. „ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მთის კანონს, ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მორალური უფლება, რომ თუნდაც აჭარის მაღალმთიანეთში ითხოვოს მხარდაჭერა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მომავალი 4 წელი, განვითარების გეგმებით გაცილებით საინტერესო და დატვირთული იქნება. როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ფუნდამენტური რეფორმები იგეგმება, განათლების სისტემაში, მმართველობასა და ინფრასტრუქტურაში. „პედაგოგი საქართველოში უნდა იყოს გაცილებით უფრო დაფასებული. მაშინ, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა, როდესაც ბავშვები მთიან რეგიონებში, სოფლიდან სოფლად ფეხით მიდიოდნენ სკოლაში, ჩვენი მასწავლებლები, თავიან მოწაფეებთან ერთად, აი ამ გაჭირვებაში უზრუნველყოფდნენ განათლების უწყვეტობას. არ შეიძლება, მათ ეს არ დავუფასოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავნიშნეთ მაღალმთიან სოფლებში ავტობუსები, რათა ბავშვებმა ფეხით აღარ იარონ სკოლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მომავალი წლიდან, ვზრდით მასწავლებლის ხელფასს და საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავსინჯავთ უმაღლესი განათლების პრიორიტეტებს და ჩვენი ახალგაზრდები აღარ ისწავლიან იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც ნაკლებად საჭიროა და შეისწავლიან იმ პროფესიებს, რომლებიც უფრო მეტად არის საჭირო საქართველოში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს ფიზიკური რეალობის შემცვლელ პროგრამას უწოდებს მთავრობის მეთაური ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ პერიოდში, ყველა მნიშვნელოვანი მაგისტრალი, როგორც ავტობანები, ასევე ტურისტული და რეგიონებთან დამაკავშირებელი გზები დასრულდება. პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იწყება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება ბათუმიდან აჭარის მაღალმთიანეთთან დამაკავშირებელელი გზაც; ასევე, აქტიურად გაგრძელდება გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პროექტები.

13 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ხელვაჩაურის მოსახლეობასთან

საქართველოს მომავალი არის ძალიან ნათელი, სითბოთი და სიყვარულით აღსავსე და ის წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველანი გავერთიანდებით ერთიანი, ძალიან საინტერესო განვითარების გეგმების გარშემო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხელვაჩაურის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ილია ნაკაშიძე და მერაბ კარანაძე წარუდგინა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ საქართველოს აშენებს ხელისუფლება და მის მშენებლობაში თითოეული ადამიანის მონაწილეობა სურს. პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და მოსახლეობას სამომავლო გეგმები, მათ შორის მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმები გააცნო. „ძალიან საინტერესო პერიოდი გველის წინ - აღმავლობის, სწრაფი განვითარების და ჩვენი ქვეყნის, რეალურად თანამედროვე, განვითარებულ ქვეყანად გარდაქმნის. ჩვენ მოვახდინეთ მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში. ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანები გათავისუფლდნენ, ბიზნესი გათავისუფლდა, დღეს არავის აღარ აძალებენ ამ თუ იმ ობიექტის მშენებლობას, არ აძალებენ მათთვის არასასურველი პროექტის განხორციელებას. დღეს წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ თავისუფალია. დღეს არ არის ტელევიზიებზე, მედიაზე ზეწოლა. ისმის ხშირად მთავრობის კრიტიკა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ცუდები ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი ქვეყანა გვინდა, სადაც ადამიანები არიან თავისუფლები, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე და აღნიშნა, რომ უკვე შექმნილია ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გაცილებით უფრო სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდეს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საუბარია, უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემის რეფორმაზე, რათა პედაგოგი უფრო დაფასებული იყოს. „პედაგოგი უნდა იყოს აუცილებლად ყველაზე დაფასებული ადამიანი, რა თქმა უნდა ექიმებთან ერთად. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც გაჭირვების წლებში უზრუნველყვეს ჩვენს ქვეყანაში განათლების უწყვეტობა, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სოფლიდან სოფლად კილომეტრებს გადიოდნენ საკუთარ მოსწავლეებთან ერთად, რომ გაკვეთილი ესწავლებინათ, მაშინ როდესაც, შიოდათ, სწყუროდათ და ჩასაცმელი არ ჰქონდათ. ამიტომ, არ შეიძლება, ჩვენ ამ ადამიანებს მინიმუმ მადლობა არ ვუთხრათ, არ დავუფასოთ და მუდმივად დავაშინოთ გამოცდებით, ტესტირებით და ასე შემდეგ”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერის განმარტებით, ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციასაც მოიცავს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა დაიწყება, ხოლო, ბათუმიდან აჭარის მთიანეთში მიმავალი გზები იქნება სრულიად თანამედროვე სტანდარტის, რათა აჭარაში განვითარდეს მცირე, საოჯახო ტურიზმი, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება ყველა ოჯახში. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა კიდევ უფრო ხალხზე ორიენტირებული გახდება, მმართველობის რეფორმის ფარგლებში, ბიუჯეტირების პროცესში რეგიონები ჩაერთვებიან. „რეგიონებში ცხოვრების დონე უნდა დავუახლოვოთ ქალაქის ცხოვრების დონეს. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა სოფლად. ჩვენ მივიღეთ მთის კანონი, რომელიც უმნიშვნელოვანესია აჭარისთვისაც და, რა თქმა უნდა, მთიანი რეგიონების განვითარება იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. უმნიშვნელოვანესია მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია - ორი ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტში მივა ინტერნეტი, ასევე, გაზიფიცირება, წყლით მომარაგება, ირიგაცია, სარწყავი სისტემების განვითარება - ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმის სახით უკვე გვაქვს და ჩვენ ვიწყებთ ამ ძალიან ამბიციური, ძალიან მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებას“, - მიმართა პრემიერმა ხელვაჩაურის მოსახლეობას.

12 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ქუთაისის მოსახლეობასთან.

გეგმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ჩვენი ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან გაჟღერდა, საკმაოდ ამბიციურია, თუმცა მოგახსენებთ, რომ ეს არის რეალური და შესრულებადი,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. პარტიის გენერალური მდივანი მოსახლეობას ქუთაისის 47-ე და 48-ე ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან, გენადი მარგველაშვილთან და დიმიტრი მხეიძესთან ერთად შეხვდა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „მე მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ ჩვენს საქმიანობაზე, იმ განვლილ წლებზე და ჩვენს სამომავლო გეგმებზე, რომელიც ჩვენს გუნდს, პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს დასახული. ჩვენ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. ძალიან მძიმე იყო ეს ოთხი წელი. ძალიან ბევრი სირთულე იყო, თუმცა, ჩვენ მართლაც ღირსეულად გამოვიარეთ, თავაწეულები მოვდივართ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, ბევრი რეფორმა წამოვიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ავიღოთ დარგების მიხედვით, თუ რა მდგომარეობა იყო, ჯანდაცვის მიმართულებით და რა მდგომარეობაა დღეს. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ, ჯანდაცვა დღეს ხელშესახებია თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და საჭიროების შემთხვევაში ექიმების მომსახურება, საავადმყოფოს მომსახურება, ეს არის ყველაფერი უფასო. მილიონობით გადაუდებელი, მძიმე, ძვირადღირებული ოპერაციები გაკეთდა ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა მომავალშიც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება თითოეული ჩვენგანისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ნამდვილად საამაყოა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, იმდენი მიწა დამუშავდა, რაც 20-25 წლის განმავლობაში არ მომხდარა. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იმისთვის, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ყოფილიყო მოგვარებული და ეს პრობლემა არის უმუშევრობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით შეიქმნა დაახლოებით 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, თუმცა ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი იმ პრობლემასთან მიმართებაში, რაც ჩვენ უმუშევრობასთან დაკავშირებით გვაქვს, მაგრამ, აქ მთავარი არის ის, რომ ეს არის სწორი გზა, სწორი არჩევანი იმისთვის, რომ ამ მიმართულებით, ის პრობლემა, რაც უმუშევრობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს, მოგვარდეს მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში შევქმნით 200 ათას ახალ სამუშაო ადგილს. ეს რეალურად დღეს შესაძლებელია და ამის შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მომავალი წლების განმავლობაში. ჩვენ ამაზე გაგვიჭირდებოდა საუბარი, ეს რომ ყოფილიყო 2012 წელი, რადგან განსხვავებით 2012 წლისგან, დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. ჩვენ, მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ, შევქმენით საფუძველი, ფუნდამენტი იმისთვის, რომ უკვე ქვეყანა სწრაფად განვავითაროთ, ქვეყანა სწრაფად წინ წავიდეს, ეკონომიკურად მოვძლიერდეთ, რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგრძნოს ის კეთილდღეობა, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს დასახული მიზნად“,-განაცხადა კახა კალაძემ. პარტიის გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. „დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე, როგორც იმერელი, ამ რეგიონის შვილი, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თქვენს ქალაქში, ქუთაისში, დღეს საფუძველი ჩაეყარა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამ პროექტისთვის დაახლოებით ერთი მილიარდი იქნება დახარჯული. ეს იქნება 60 ათას სტუდენტზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე. 140 ჰექტარი ტერიტორია იქნება გამოყენებული ამ პროექტის განხორციელებისთვის. ამ პროექტს განახორციელებს ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით“,-აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არ დაემსგავსება სხვა ოპონენტებს , სხვა პოლიტიკურ პარტიებს და არ დაიწყებს ისეთი დაპირებების გაცემას, რისი გაკეთებაც და განხორციელებაც შეუძლებელი იქნება. „ არის რაღაც მიმართულებები, რისი გაკეთებაც შეიძლება გართულდეს. ამაზეც არ უნდა მოგვერიდოს საუბარი, პირდაპირ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს რადგან ხვალ, ზეგ, როდესაც მოვალთ თქვენთან, თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია და რის გაკეთებასაც აუცილებლად მოვახერხებთ. ძალიან ბევრი კითხულობს, თუ როგორ შეიძლება 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მე ვისაუბრე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ასევე,პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ვაწარმოოთ პროდუქტები და არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც არის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული და გამოყოფილია თანხები დაფინანსებისთვის, ესეც მომავალშიც გაგრძელდება, უფასო ხვნა-თესვის პროგრამა იმისთვის, რომ გლეხი გავაძლიეროთ, სოფელი გავაძლიეროთ, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რამხელა დატვირთვა აქვს ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობას. კლიმატური პირობები ხელს გვიწყობს, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მთავრობა, ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას იმისთვის, რომ ეს პროექტები დააფინანსოს, რათა ხელი შევუწყოთ სოფლად მაცხოვრებელ ადამიანს, რომ გვყავდეს ძლიერი სოფელი, ძლიერი რაიონები, ძლიერი ქალაქები. ეს უკვე ძლიერი საქართველოა“,- განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა. კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე. „ტურისტული მიმართულებით ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები. ბოლო წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ჩვენ ქვეყანას სტუმრობდა დაახლოებით 6 მილიონი ტურისტი, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს ქვეყანას, მთაში, ბარში, ზღვაზე, ყველანაირი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ ტურისტული მიმართულება განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, შეიქმნას ინფრასტრუქტურა, ცენტრალური მაგისტრალების დასრულება- ეს ყველაფერი შესაძლებელია ამ ოთხი წლის განმავლობაში და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, თვისობრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, თვისობრივად განსხვავებული ტურისტული მიმართულებები“,-აღნიშნა მან. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ყველაზე მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. “ ჩვენი მთავარი მონაპოვარი- ეს არის თავისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენ გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირსეული- თავისუფლება. და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ვერავინ ვერ გაბედავს, ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან, არასდროს არ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც შეეხებიან ამ ჩვენს ძვირად მოპოვებულ თავისუფლებას. ვერავინ ვერ გაბედავს, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დაიჩაგრონ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენოს განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს, არ დავაბრუნებთ იმას, რომ ქვებით, ხელკეტებით დასდევდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, იყოს პოლიციური რეპრესიები და ა. შ და ა.შ. ეს ყველაფერი არის წარსული. ეს,რა თქმა უნდა, არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დამსახურება ჩვენ გუნდთან ერთად. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ბევრი დროს არგასულად, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი დამოკიდებულება იყო„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ. ეს თითოეულმა თქვენგანმა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს თავზე, საკუთარ ოჯახებზე გამოვიარეთ. ჩვენ ნამდვილად არ დაუშვებთ იმას, რომ ასეთი დრო დაბრუნდეს ქვეყანაში”,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას საზოგადოების კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება გავაერთიანოთ. უფრო მეტი სიყვარული იყოს,უფრო მეტი კეთილშობილება იყოს ურთიერთპატივისცემა იყოს,მერე რა, რომ არსებობს განსხვავებული აზრი ქვეყანაში,ეს უნდა იყოს, უნდა იყოს ადამიანები, ვისაც სხვადასხვა შეხედულებები აქვს, თუ ყველას ერთნაირი შეხედულებები გვექნება ყველაფერზე, თუ ყველას ერთნაირი გემოვნება გვექნა, მერწმუნეთ, წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ამიტომ, ნორმალურად უნდა მივიღოთ განსხვავებული აზრი,ნორმალურად უნდა მივიღოთ განსხვავებული შეხედულებები და უნდა დავასრულოთ ურთიერთ დაპირისპირებები, უნდა დავასრულოთ ეს ერთმანეთის ჭამა, საზოგადოებაც დაიღალა ამ ყველაფრისგან და ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. ჩვენ მოვახერხებთ იმას რომ, პოლიტიკა და პოლიტიკური ცხოვრება გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე, სადაც იქნება უფრო მეტი კონსტრუქციულობა,სადაც იქნება უფრო მეტი თანამედროვეობა და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, იქნება ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.ეს სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას. ეს სჭირდება დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“,-აღნიშნა მან. კახა კალაძის თქმითვე, “ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ კავშირია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან. „ჩვენ აქ არ მოვსულვართ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ 41 შემოხაზეთ, „ქართულ ოცნებას“ მიეცით ხმა,არავითარ შემთხვევაში. თქვენ ყველა ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით,ყველა კარგად ხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილები, თუ რა გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში, არ არის ეს ასე,ჩვენ კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ის სოციალური სირთულეები, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ქვეყანაში,ეს ყველაფერი არის მოგვარებადი. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს პრობლემებზე საუბარი,ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ ყველაფერ ამაზე, რომ შესაძლებელი იყოს ამ პრობლემების მოგვარება და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ თქვენ ერთად, თქვენი ჩართულობა იქნება უმნიშვნელოვანესი,რადგან თითოეულმა თქვენგანმა უნდა დააფიქსიროს თქვენი მოქალაქეობრივი ვალი,ჩვენ ვართ თქვენს სამსახურში, თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პროექტი და ის დაპირება შევასრულოთ,რომელიც იქნება გაცემული ჩვენს მიერ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია„ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია და ბოლოს, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება,ჩვენი თანამოაზრეების და აქტივისტების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია„ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ კავშირია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან. ამიტომ, ვიაქტიუროთ,მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. თქვენ ნახეთ, ყველა პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ქვეყნის განვითარებისა, გააკეთეთ სწორი ანალიზი და თქვენი ანალიზის შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ანდოთ ხელისუფლება ხვალ,ვინ უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა.კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მინდა გაგამხნევოთ, გისურვოთ გამარჯვებები და გისურვოთ მთავარი, რომ ყოველი დილა იყოს ბედნიერი თითოეული თქვენგანისთვის“,-დასძინა კახა კალაძემ.

11 სექტემბერი, 2016

შეხვედრა წეროვანის დევნილთა დასახლებაში.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. დღეს პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ქალაქ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე. „ მთავარია ერთობა ერთსულოვნება და თქვენი გვერდში დგომა, სხვანაირად წარმოუდგენელია ამ პროექტების განხორციელება. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა იქნება, განსხვავებული ინფრასტრუქტურით, განსხვავებული შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ საბოლოოდ იგრძნოს კეთილდღეობა, ყველა ცენტრალური ავტობანი, სოფლის გზები იქნება დასრულებული, ეს ყველაფერი გვაძლევს საქართველოში, დაახლოებით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას, ეს რეალური გეგმაა, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ. ჩვენ არ გვინდა არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ისე, რომ ვინმეს დედა, მამა იყოს დაჩაგრული, ეს არცერთი პატარას ცრემლად არ ღირს, ეს საქართველოში არასდროს განმეორდება, ჩვენთვის კანონი უზენაესია.“- განაცხადა კახა კალაძემ. მომავალი საქმიანობის და უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა დიმიტრი ხუნდაძემ და მოსახლეობას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. „ჩვენ მოსახლეობას დავპირდით სახლების დაკანონებას და ეს შესრულებულია, შევპირდით საბავშვო ბაღის მშენებლობას და შენდება, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას დავპირდით და ისიც მოწესრიგდა. ვეტერანებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და ვპირდები მათ, რომ ჩემი პარლამენტში შესვლისთანავე შევიტან კანონპროექტს, რათა გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა, თქვენ ხართ ხალხი, ვინც ყველაზე მეტად იცის მშვიდობის, თავისუფლების ფასი. დღეს უფრო მეტად ძლიერები ვართ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს თანადგომას და მჯერა თქვენი მხარდაჭერის.“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. წეროვანის დასახლებაში გამართულ შეხვედრას დევნილთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი და დუშეთის, მთიანეთისა და ყაზბეგის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრნენ.

10 სექტემბერი, 2016

შეხვედრა პირველკურსელ ახალგაზრდებთან

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გიორგი ვოლსკისთან ერთად რაიონში მცხოვრებ პირველკურსელ ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებსა და 4 წლის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. „ჩვენს ქვეყანაში განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ძალიან სერიოზული მიდგომები გვაქვს ამ დარგის მიმართ. ჩვენ ახალგაზრდებს ავუხსენით, რომ მთავარია დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა,-" განაცხადა კახა კალაძემ. ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა,ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონის განვითარების ხედვებზე ესაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. “შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც წელს გახდნენ სტუდენტები და პირველად უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მათი თაობა პოლიტიკოსებს შორის ჯანსაღი კამათის ატმოსფეროში უნდა იზრდებოდეს. ასე დაიხვეწება ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა.“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

10 სექტემბერი, 2016

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი - ირაკლი კობახიძე

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერჯერობით პროვოკაციების მასშტაბი არ არის დიდი, თუმცა დინამიკა მზარდია. „სწორედ აქედან გამომდინარე, გვინდა ამ პროვოკაციებზე თქვენი ყურადღების გამახვილება. აქვე ვიტყვი, რომ განსაკუთრებული კონცენტრაცია პროვოკაციების კუთხით შეინიშნება ორ რეგიონში, ეს არის სამეგრელოს რეგიონი, კონკრეტულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ასევე, აჭარის რეგიონი, სადაც რამდენიმე, საკმაოდ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი ჩვენი აქტივისტების მიმართ ამ ბოლო დღეების განმავლობაში. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. პირველ რიგში, მაგალითად ვიტყვი, რომ 3 სექტემბერს ჩვენს კანდიდატს, მერაბ ქვარაიას, ქალაქ ზუგდიდში ჰქონდა შეხვედრა აქტივისტებთან სადგურის დასახლების მაცხოვრებლებთან, სადაც მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მე-13 ნომრის, ქებურიას დედა მზია გახარია თავის აქტივისტებთან ერთად და იქ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვაში, გამომწვევ მოქმედებაში და ა.შ. 6 სექტემბერს ასევე ზუგდიდში, ზუგდიდის მეორე კანდიდატს, ედიშერ თოლორაიას, შეხვედრა ჰქონდა სოფელ ანაკლიაში, სადაც ჟანა ცხადაია, ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი ზუგდიდის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის და მისი თანხმლები აქტივისტები, მივიდნენ შეხვედრაზე. ისინიც გამოირჩეოდნენ ლანძღვითა და სხვა პროვოკაციული მოქმედებებით. ეს არის ორი მაგალითი, რომელიც ზუგდიდის შემთხვევაში შეგვიძლია მოვიყვანოთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ასევე ისაუბრა ბათუმში განხორციელებულ პროვოკაციებზე. „ბათუმში მოხდა ასეთი შემთხვევა, 68-ე ოლქში ფატი ხალვაშს და ვახტანგ წულაძეს, ჩვენს ორ კანდიდატს ჰქონდათ შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდა ქალბატონი ნაზი ფუტკარაძე. ეს არის ყოფილი საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის“. მასთან ერთად მივიდა ვინმე ივანიძე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილი. მათაც მოაწყვეს მსგავსი პროვოკაცია. ამ პროვოკაციის ამსახველი ვიდეო კადრები ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ დღესვე.პროვოკაცია საკმაოდ მძიმე ფორმას ატარებდა. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც იქ გაისმა არის ის, რომ ქალბატონმა ივანიძემ დასძინა- ისინი იყვნენ ღირსნი ცოცხებისა და დუბინკების. ასეთი მძიმე ფრაზა გაისმა ამ შეხვედრაზე, რასაც ბუნებრივია მოჰყვა რეაქცია ჩვენი აქტივისტების მხრიდან, თუმცა ეს რეაქცია იყო ღირსეული და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ აქტივისტებს იმისათვის, რომ ისინი არ აყვნენ პროვოკაციებს და შემოიფარგლნენ მხოლოდ ღირსეული პასუხით ამ კონკრეტულ შემთხვევაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ვიდრე სანდრა რულოსვის პირით „ნაციონალები“ ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ დუბინკები და ცოცხები აღარ იქნება,მათი აქტივისტები, მათი თანაპარტიელები რეალურად ამის საპირისპიროს ამტკიცებენ. „გუშინდელი ფრაზაც სწორედ ამის კიდევ ერთი დასტური იყო.„ნაციონალური მოძრაობა“ არის მარგინალური პოლიტიკური ძალა და ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეეძლოთ ქვეყნის მართვა. ასევე, მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეუძლიათ მათ ოპოზიციის რანგში პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა და თავიანთი კამპანიის წარმოება.კიდევ ერთხელ, მასშტაბი პროვოკაციების ჯერჯერობით არ არის დიდი, თუმცა დინამიკა არის მზარდი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება. ჩვენი ამოცანა არის პროვოკაციების პრევენცია და ვაკეთებთ ყველაფერს ამისათვის.მოუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიკავონ თავი პროვოკაციებისგან. თავი შეიკავონ კონტრაქციების მოწყობისაგან. ჩვენ არცერთი კონტრაქცია არ მოგვიწყვია არცერთი ოპონენტის წინააღმდეგ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. იგივესკენ მოვუწოდებთ ჩვენც ჩვენს ოპონენტებს ამ საარჩევნო პროცესში“,-დასძინა ირაკლი კობახიძემ.

09 სექტემბერი, 2016

„ჩემი საქართველო აქ არის“ - „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი

ჩემი საქართველო აქ არის“ - „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი, რომელიც გიორგი ცაბაძის ამავე სახელწოდების სიმღერაზეა გადაღებული, დამსწრე საზოგადოებას გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მუსიკალური კლიპის მიზანია, საზოგადოებაში გაფანტული დადებითი ენერგია შეკრიბოს და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერთ აზვირთებულ, პოზიტიურ ენერგიად გარდაქმნას.  “ამ ენერგიების შეკრების გარეშე შეუძლებელია, რაიმე შედეგის მიღწევა და ჩვენ დავადასტურეთ საქმითაც და სიტყვითაც, რომ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოწოდებულია, დაასრულოს საქართველოში კონფრონტაცია, დაასრულოს დაპირისპირება, გააერთიანოს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ ნამდვილად გვინდა, ისეთი საზოგადოება, სადაც იქნება აზრთა სხვადასხვაობა, პოლემიკა, მაგრამ იქნება ცივილიზებული, სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობები. სწორედ ამიტომ მეგობრებო, ეს კლიპი არის სიყვარულზე დაფუძნებული. ეს არის ურთიერთპატივისცემაზე, ეს არის ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე, რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიაშია დასავლურ ფასეულობებთან. ეს მუსიკალური კლიპი არის მშვიდ ცხოვრებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და სიკეთეზე, ეს არის გულისხმიერებაზე და დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი, ყველზე კარგ სიზმარში ხედავს იმ საქართველოს, რომელსაც ახლა ყველა თქვენგანი ნახავთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

08 სექტემბერი, 2016

თამარ ჩუგოშვილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს აფასებს

გვინდა გამოვეხმაუროთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, რომელიც უკვე რიგით მეოთხე ვიზიტია, რაც თავისთავად აღნიშნავს ნატოს განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებზე, რომლებიც გუშინ მივიღეთ ნატოს გენერალური მდივნისგან და ასევე სხვა წევრებისგან, რომლებიც, დღეს საქართველოში იმყოფებიან. კერძოდ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პროგრესი, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების კუთხით. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გახდეს ნატოს წევრი და თანაც, საქართველო, განსაკუთრებულად ეფექტურად და სრულად იყენებს ამ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ ერთის მხრივ დაუახლოვდეს ნატოს და გახდეს მომავალში ნატოს წევრი, ხოლო მეორეს მხრივ იმისთვის, რომ გაატაროს რეფორმები, განახორციელოს რეფორმები და შესაბამისად, განვავითაროთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საკუთარი ქვეყანა და შევიქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ და არის ასევე იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს და ახორციელებს ძალიან სწორ საგარეო პოლიტიკას, რომელიც არის თანმიმდევრული და რომელიც არის მაქსიმალურად მშვიდი, გააზრებული, შეიძლება ითქვას პრაგმატულიც. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ სწორედ აი ამ კუთხით წარმართვას ჩვენი საგარეო პოლიტიკის, რაც აუცილებლად გახდება გარანტი ქვეყნის სტაბილური, მშვიდი განვითარების, როგორც ეს გასული ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა.კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ ნატოს გენერალური მდივნის შეფასებებს და გამოვხატავთ სურვილს და მზაობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენის მხრივ იმისთვის, რომ ნატოსთან კავშირი, ნატოსთან დაახლოება, ამ ურთიერთობების გაღრმავება სულ უფრო მეტად გაგრძელდეს.

08 სექტემბერი, 2016

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული სია წარადგინა

07 სექტემბერი, 2016

ნინო წილოსანი - მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი

„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანი წარმოადგენს,- მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ წარადგინა. ნინო წილოსანი არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი. გავლილი აქვს პოლიტიკის კურსი ოქსფორდის უნივერსიტეტში. მას აქვს ბიზნესსექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება. წლების განმავლობაში იყო ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის საფინანსო- ეკონომიკური განყოფილების უფროსი. დღეს კი, ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. კახა კალაძის განცხადებით, ნინო წილოსანს მისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ასევე სერიოზული გამოცდილება აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. „იმასთან ერთად, რომ ნინო ახალგაზრდა და წარმატებული ადამიანია, არის 3 შვილის დედა. ნინო ლანჩხუთელია, მას კარგად იცნობს რაიონის მოსახლეობა და ძალიან წარმატებული მაჟორიტარი დეპუტატი იქნება“,-აღნიშნა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. კახა კალაძის თქმით, მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი თემურ ჭკუასელი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება. „რაც შეეხება ბატონ თემურს, ის, რა თქმა უნდა, რჩება ჩვენი გუნდის წევრად, იქნება ჩვენი საპარლამენტო სიის წარმომადგენელი და ჩვენთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის.მინდა წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ნინოს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა. ჩოხატაური-ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის ახალმა კანდიდატმა ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ და ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემს უსაყვარლეს რეგიონში- გურიაში. კერძოდ, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. დიდი მადლობა ბატონ გიორგი კვირიკაშვილსა და მთელს გუნდს ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. გურია ჩემი მშობლიური მხარეა, ჩემი ფუძე იქიდან არის, ამიტომ, მე ძალიან კარგად ვიცი ყველა ის საკითხი, რაც არის მოსაგვარებელი და გადასწყვეტი. ჩემს გურულებს კი მინდა ვუთხრა, თითოეული თქვენგანის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და გარწმუნებთ, რომ გავაკეთებ ყველაფერს, არ დავიშურებ ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას, რომ ჩვენი რეგიონი იყოს სწრაფად განვითარებული და თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს. 

05 სექტემბერი, 2016

„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს - თამარ ჩუგოშვილი

„ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. „საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ამ დრომდე წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, განსაკუთრებული ინციდენტებისა და დარღვევების გარეშე, რაც აღიარებულია დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებით. ჩვენი პარტიის მიზანია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს სწორედ ამგვარ მშვიდ და სამართლიან გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად გარემოში წარმართოს საარჩევნო კამპანია და ამომრჩევლებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მიზანი სრულიად საპირისპიროა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არამხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს თხოვნით მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ისეთ ფაქტებზე და შემთხვევებზე, რომლემაც შესაძლოა, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს. „ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები და არ დაუშვან, რომ მათი მხრიდან მოხდეს გარკვეული დაპირისპირების პროვოცირება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირების მხრიდად არის პროვოცირება, არ აჰყვნენ ასეთი ტიპის პროვოკაციებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.   „ მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, რომ საარჩევნო გარემო არ წარიმართოს ისე მშვიდად და სამართლიანად, როგორც ამისთვის ჩვენ ვართ მომართული, ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ და ჩავატარებთ არჩვენებს, ყველაზე სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.ცალკეული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემაზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე შევთანხმდით. შევაფასეთ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა“. - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს. „ძალიან მიხარია, რომ ამ საკითხში ყველა პარტია ერთად დგას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მე მას შევხვდი სტრასბურგში, მან გამოთქვა სურვილი რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის. თქვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას“. - განცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.

04 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ყვარლის მოსახლეობასთან

ჩვენ უნდა დავამშვიდოთ საზოგადოება, აღარ უნდა იყოს კონფრონტაცია, ერთმანეთთან დაპირისპირება; შეიძლება, ყველა ერთ აზრზე არ ვიყოთ, მაგრამ უნდა არსებობდეს სულისკვეთება საზოგადოებაში, რომ ყველანი ერთად ერთ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყვარელში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ყვარლისა და თელავის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, ირაკლი სესიაშვილი წარადგინა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყვარელი არის საქართველოს მარგალიტი, უმშვენიერესი ადგილი, რომელსაც ყოველთვის გამორჩეული ინტელიგენცია ჰყავდა. გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს პედაგოგი უფრო დაფასებულია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებს, არსებობს „მთის კანონი“, რომლის მიხედვითაც პედაგოგები, ექიმები, ექთნები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეღავათებით სარგებლობენ. „დღეს ჩაყრილია საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოში ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ვმოგზაურობთ საქართველოს ყველა რეგიონში, ვხვდებით ადამიანებს და ჩანს რამხელა განსხვავებაა ქალაქსა და სოფელს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეგიონებში, რაიონებში, სოფლებში იყოს ყველა ინფრასტრუქტურა და ცხოვრების ის კომპონენტები, რომელიც პრაქტიკულად მოშლის განსხვავებას. რა თქმა უნდა, ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავება იქნება, მაგრამ ინფრასტრუქტურულად, ყველაფერი ის, რაც არის ქალაქში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი სოფლად. ჩვენ წამოვიწყეთ უპრეცედენტოდ ამბიციური პროექტი, რომ საქართველოს 2000 დასახლებულ პუნქტში მივიდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, სწრაფი ინტერნეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემისთვის, როდესაც შესაძლებელი გახდება სოფლის სკოლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, ტელეხიდების მეშვეობით, სასწავლო გაკვეთილების ჩატარება. ეს ყველაფერი რეალობაა, დაწყებულია და გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე დღიდან ოთხი წლის თავზე, ჩვენ თვისობრივად ახალი საქართველო უნდა მივიღოთ - საქართველო, რომელშიც იქნება თვისობრივად განსხვავებული განათლების სისტემა, როდესაც პედაგოგი იქნება კიდევ უფრო დაფასებული. ნამდვილად დაიმსახურეს ჩვენმა პედაგოგებმა, რომ ჩვენ ისინი მუდმივად არ ვატეროროთ გამოცდებით, არამედ აქცენტი გადავიტანოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემაში, რათა ახალგაზრდებმა ოთხი წელი არ დახარჯონ იმ სპეციალობებზე, რომლებიც ნაკლებად მოთხოვნადია; არამედ, ყურადღება გამახვილდება და სახელმწიფო რესურსი დაიხარჯება უფრო მოთხოვნად სპეციალობებზე, რათა ადამიანი, უმაღლესი განათლების მიღებისთანავე დასაქმდეს. „ჩვენ გვექნება პროფესიული გადამზადების პროგრამები არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველასთვის. ჩვენ არც ერთი ადამიანის რესურსი არ უნდა დავკარგოთ, არც ახალგაზრდის, არც შუახნის ადამიანების და არც ხნიერების“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, მთავრობას ასევე კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ უნდა შეუწყოს ხელი კერძო სექტორს. გიორგი კვირიკაშვილმა გამოყო მცირე სასტუმროების წასახალისებელი პროგრამა - „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იქნება, თუ მოგებული თანხა ბიზნესში ჩაბრუნდება; ასევე, 2017 წლის ბოლოდან ამოქმედდება თვისობრივად განსხვავებული საპენსიო სისტემა, ხოლო არსებული პენსიონერების უზრუნველყოფას, მთავრობა ეკონომიკურ ზრდას შეუსაბამებს.თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი სესიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით რეგიონის პოტენციალზე გაამახვილა. „ჩვენ დღეს, პირველი რაც შეგვიძლია თქვენ შეგპირდეთ და სიტყვა ვთქვათ, არის ის, რომ უნდა გავერთიანდეთ სიკეთის გარშემო. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საერთო ქვეყნის, უსაფრთხოების, მშვიდობის, სტაბილურობის გარშემო და რა თქმა უნდა, ამ სიკეთემ უნდა მოუტანოს თითოეულ ჩვენგანს კეთილდღეობა. ამ რეგიონს და მთლიანად კახეთს აქვს გამორჩეული პოტენციალი თავისი სოფლის მეურნეობის შესაძლებლობებით, ტურისტული შესაძლებლობებით. ყველაფერს თავი დავანებოთ - ეს არის მშრომელი ხალხი და არცერთს არ გვეპარება ეჭვი, რომ ამ რეგიონს, ჩვენს რეგიონებს აქვს ძალიან სერიოზული პერსპექტივები. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მეც თქვენთან ერთად მინდა ვიყო მაქსიმალურად ჩართული ჩემი ენერგიით, ჩემი ძალღონით, ჩემი შესაძლებლობებით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს და იმაზე მეტს უნდა ელოდეთ, ვიდრე თითოეულ თქვენგან წარმოგიდგენიათ“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე თქმით, პატრიოტიზმი ერთგულების გარეშე არ შეიძლება. „ ერთგულება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი, თუმცა სიყვარული პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს და აი ამ პასუხისმგებლობით მოვდივარ. თითოეულ თქვენგანს, პირველი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებს. ჩემი პასუხისმგებლობით ვეცდები და გავაკეთებ კიდევაც იმას, რომ, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, ყველა ის სიკეთე, რასაც „ქართული ოცნება“ მთელ ქვეყანას შესთავაზებს, რა თქმა უნდა,ამას მე თქვენთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, ამ ყველაფერს ჩვენს საყვარელ თელავსა და ყვარელს მოვუტან“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.