22 მაისი, 2014

წყალბურთის განვითარების ფონდის პრეზენტაცია „გახდი წყალბურთის მხარდამჭერი“ – „ივენთ ჰოლში“ გამართულ წყალბურთის განვითარების ფონდის პრეზენტაციას კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის წევრები. პრეზენტაციაზე გაიმართა რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის კლიპის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მხარდასაჭერად გადაიღეს. კონტინენტის პირველობა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 14-27 ივლისს ჩატარდება და საქართველოს ნაკრები ევროპის 12 საუკეთესო გუნდთან ერთად პირველად ითამაშებს. პრეზენტაციაზე წყალბურთის განვითარების გრძელვადიანი პროექტის გეგმაზე ისაუბრეს. საქართველოში წყალბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის დღეს ვეტერანი წყალბურთელები დააჯილდოვეს.

24 მაისი, 2014

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შორენა ბუხრაშვილთან ერთად ვაშლიჯვარში, ტურბაზის შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან ერთად, შენობაში წლების განმავლობაში მცხოვრები დევნილები ფართის დაკანონებას ითხოვენ. დავით ნარმანიას თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ზრუნავს ჩასახლების შიგნით არსებული პირობების გაუმჯობესებაზე, მერიის ვალდებულება კი დევნილებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და თბილისის მერია მას ამაში უნდა დაეხმაროს.

23 მაისი, 2014

„თბილისს თავისი არქეოლოგი ეყოლება“ - ახალი ინიციატივა არქეოლოგებს დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ჯაბა სამუშიასთან ერთად მეტეხის ხიდთან არსებული ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ციხის გალავანი დაათვალიერა. არქეოლოგიური აღმოჩენა ვახტანგ გორგასლის პერიოდს განეკუთვნება. იქვე მიაკვლიეს სასახლის უფრო ძველ ფენებსაც, რაც ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობამდე ბევრად ადრინდელ ხანას მოიცავს. ასევე ნაპოვნია I-II საუკუნის რომაული აბანო, IV საუკუნის მარანი და სხვადასხვა დროის სამარხები. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა,ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და მომავალში აქტიურად იზრუნებს იმაზე რომ გათხრები გაგრძელდეს და შენარჩუნდეს საუკუნეების წინანდელი მემკვიდრეობა. მისივე თქმით, წლების განმავლობაში მიმდინარე მშენებლობებმა ქალაქის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა შეიწირა. როგორც დავით ნარმანია აცხადებს, მისი გამარჯვების შემთხვევაში ბიუჯეტში აუცილებლად გამოიყოფა თანხები სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

30 მაისი, 2014

  „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მოსახლეობას დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლადო ძნელაძესთან ერთად შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა. დავით ნარმანია დღესვე ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ რიმა ბერაძესთან ერთად ნინოშვილისა და ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ჩუღურეთში 4000 ათასმდე მიწისძვრისგან დაზიანებული ოჯახი დახმარებას ითხოვს. მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა, რის გამოც აყრილია გზის საფარი, არ არსებობს ტროტუარი. მოსახლეობა ბაღებისა და სკვერების მოწესრიგებასაც ითხოვს.

24 მაისი, 2014

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე  კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანიასთან ერთად თბილისი "დინამოს" ბავშვთა აკადემიას ეწვია. სტუმრებმა აკადემიის ბაზა დაათვალიერეს და მის კონცეფციას გაეცნენ. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მის წინასაარჩევნო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, აქედან გამომდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მისი მთავარი მიზანი იქნება. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახი კალაძის განცხადებით, ცხოვრების ჯანსაღი წესი პრინციპულად მნიშვნელოვანია,ამიტომ ხელისუფლება მომავალშიც გეგმავს სპორტის პოპულარიზაციას.

25 მაისი, 2014

21 წლის შემდეგ აფხაზეთიდან 31 ქართველი მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ეს ის მებრძოლები არიან, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში 1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპნენ. ამ ტრაგედიას მაშინ 92 ადამიანი ემსხვერპლა. მართალია, სხვადასხვა დროს ეტაპობრივად ხდებოდა ცხედრების გადმოცემა, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა ყველა დაღუპულის ჩამოსვენება. საქართველოს მთავრობამ შექმნა ორმხრივი კომისია, რომელსაც ჩვენი მხრიდან ხელმძღვანელობს მინისტრი დავით დარახველიძე, ხოლო აფხაზეთიდან - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ინდირა ვარდანია. მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის შედეგადაც მოხდა დაღუპული 31 ქართველი მეომრის ცხედრის თბილისში ჩამოსვენება.  მადლობა მინდა გადავუხადო, ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს. დღევანდელი დღე ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი მივაგოთ ყველას, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას.   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

25 მაისი, 2014

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები დღეს თელავში გამართულ კოალიციის მხარდამჭერ აქციაზე წარადგინა თელავის მერობისთვის პლატონ კალმახელიძე იბრძოლებს, მუნიციპალიტების გამგებლობისთვის კი შემდეგი კანდიდატები : 1. საგარეჯო - გიორგი გზირიშვილი; 2. გურჯაანი - გია გერგიძე; 3. სიღნაღი - დავით ჯანიკაშვილი; 4. ლაგოდეხი - კახა ჯამბურია; 5. ყვარელი - ილია მზექალაშვილი; 6. დედოფლისწყარო - ნიკოლოზ ჯანიაშვილი; 7. ახმეტა - ბექა ბაიდაური; 8. თელავი - ალექსანდრე შათირიშვილი ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიციამ სამშობლოს მოყვარული და ერთგული პიროვნებები შეარჩია. მისივე თქმით, „საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 15 ივნისის გამარჯვება ერთი მთლიანი ციკლის დასასრული იქნება.

25 მაისი, 2014

დედაქალაქის ძველი უბნების განვითარებისა და რეაბილიტაციის გეგმა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ლაიფციგის უნივერსიტეტის არქიტექტორებს და სტუდენტებს ძველი თბილისის დათვალიერებისას გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა ტურისტებთან ერთად სოლოლაკისკენ ფეხით გაისეირნა და გზად სოფიკო ჭიაურელის სკვერში ყვავილების ფესტივალზე შეიარა. დავით ნარმანიამ გერმანელ ტურისტებს რუსთაველის გამზირზე გერმანელი არქიტექტორების მიერ აგებული შენობა-ნაგებობებიც დააათვალიერებინა. ექსკურსია გერმანელი არქიტექტორებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც მათ აღნიშნეს, დედაქალაქის განვითარების სამოქმედო გეგმა მათ ხედვას შეესაბამება.