პარტიის შესახებ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის თებერვალში ქართველი ბიზნესმენისა და მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნდა. პარტიის თავმჯდომარეა ირაკლი კობახიძე. პარტიის გენერალური მდივანი - კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი კი - მამუკა მდინარაძე. პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობაში ყრილობის მიერ არჩეული წევრები შედიან.

პარტია არის მემარცხენე ცენტრისტული გაერთიანება, რომლის მიზანია მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში მონაწილეობა.

გაიგე მეტი

პარტიის წესდება

ჩვენი მიზანია:

  • საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიისა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების რეალიზება, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა
  • საქართველოში დემოკრატიული და ქმედითი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება
  • საქართველოში დემოკრატიული, ქმედითი და სტაბილური პოლიტიკური სისტემის განვითარება
  • საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა
  • ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული წინსვლისა და მოქალაქეთა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტერესების რეალიზების უზრუნველყოფა
  • საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მშვიდობიანი და ქმედითი თანამშრომლობის უზრუნველყოფა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია
  • საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.