×

20 სექტემბერი, 2020

პარლამენტის ვიცე სპიკერ მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა ზესტაფონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე

არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა. მაგალითად, აგროპროექტები. ბოლო წლებში 400 მილიონი დოლარით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი და როდესაც ასეთი ინერცია გაქვს აღებული ეროვნულ პროდუქციაზე, ეს განსაკუთრებით საამაყოა. ასევეა გზების, მოსახლეობის წყლით მომარაგების და სხვა საკითხების შემთხვევაში.
როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი გზებია გაკეთებული, მათ შორის, შიდა გზები, ვიდრე წინა პერიოდში. მაინც და მაინც წინა ხელისუფლების დროს არ ვადარებ. საუბარია, ზოგადად, 2012 წლამდე. როდესაც წყალმომარაგებაზე იყო საუბარი - მაქსიმალური შედეგი იყო ქვეყნის მოსახლეობის 25%-ის მომარაგება. დღეს კი 50%-ს გავცდით. 2024 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 70%-ს ექნება უწყვეტი წყალი. ასეთი ციფრები გვაქვს ყველა მიმართულებით.
ოპონენტები საუბრობენ ხოლმე სიღარიბეზე. 2002-2012 წლებში ოთხი პროცენტით დაიკლო ამ ქვეყანაში სიღარიბემ. ხოლო 2012 წლის შემდეგ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 10%-ზე მეტით შემცირდა. თუმცა, როდესაც გაჭირვებულები გყავს, თვითკმაყოფილებას ვერ მიეცემი, გამორიცხულია. დინამიკა უნდა იყოს მზარდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოზიტიური ინერცია არსებობს. ამ მიმართულებით სიარული მშვიდობით და განვითარებით ევროპისკენ, იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ კიდევ გავძლიერდებით.