25 მაისი, 2014
სმენადაქვეითებული ბავშვების საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის მიზნით, სპეციალური მუნიციპალური პროგრამა შეიქმნება - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ სმენადაქვეითებულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, პრობლემებია სახელმძღვანელოებისა და სასმენი აპარატებით უზრუნველყოფის მხრივ. მხარდამჭერთა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე სხვა სპეციალურ საჭიროებებზეც ისაუბრეს.