×

24 მაისი, 2014

„ლელო“ „არმია“ 24:11

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ საქართველოს რაგბის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრო. დაძაბულ ბრძოლაში „ლელომ“ „არმია“ 24:11 დაამარცხა. “ლელომ“ ამ გამარჯვებით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდს ოქროს მედლები და გამარჯვებულის გარდამავალი თასი გადაეცა.