×

03 სექტემბერი, 2020

გიორგი ხოჯევანიშვილის სიტყვით გამოსვლა კასპში

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, თქვენთან ერთად და მომავალში მქონდეს საშუალება წარმოვადგენდე პარლამენტში ამ უმნიშვნელოვანეს ქალაქს, რა თქმა უნდა გორთან ერთად. 

არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ  ორი წლის წინ დაწყებული საქმიანობა მხარის გუბერნატორის პოზიციაზე ჩემთვის გამოჩეული იყო იმით, რომ მართლაც აღმოჩენა იყო კასპის  მუნიციპალიტეტი. ნებისმიერი ცივილიზებული ერის ისტორიას დაამშვენებდა ამდენი ციხესიმაგრე, ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელიც მარტო კასპის მუნიციპალიტეტშია თავმოყრილი. ჩვენი ქვეყნის ძლიერებაზე, განათლებაზე, განვითარებაზე ყოველთვის ზრუნავდნენ აქაური თავისუფლებისმოყვარე, მშრომელი, გაუტეხელი და  პატრიოტი ადამიანები. ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ გენერალი მაზნიაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი სააკაძე, ყველასთვის, კასპელებისთვის ყველასთვის საამაყო ქართველი. თევდორე მღვდლის ისტორია, რომელიც კასპში განვითარდა,  მთელი ქვეყნისთვის სამაგალითო იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების კვალზე გაიზრდებიან ნამდვილი სასიქადულო და წარმატებული ქართლელი, კასპელი ადამიანები და ახალგაზრდები. 

მართლაც ძალიან ბევრი რამ კეთდება კასპის მუნიციპალიტეტში.  ჩემთვის პატივი იყო, რომ  ორი წელი ამ პროექტებს აქტიურად ვადევნებდი თვალყურს, ბევრი ინიციატივაც სწორედ ჩვენი  ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა შემუშავებული. უნდა ითქვას ისიც, რომ ძალიან ბევრი პროექტია, რომელიც ბოლოდმე  უნდა მივიყვანოთ. როდესაც ხვალინდელ წარმატებულ პროექტებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ  ავღნიშნო ტექნოპარკი, პროფესიული კოლეჯი,  ახალი სტადიონი. ეს ის  პროექტებია, რომლებიც ჩემი წინამორბედის და მოქმედი მაჟორიტარის, ირაკლი მეზურნიშვილის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ჩვენ ერთად, გუნდური მუშაობით შევძელით ამ პროექტების რეალიზება და საამაყოც არის, როდესაც ჩვენ განათლების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოფლის მეურნეობა უნდა იყოს მხარდაჭერილი. 

კასპის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით მართლაც დიდი პონტენციალია. საჭიროა პროფესიონალი ადამიანები და სწორედ ესეთ პროფესიონალ ადამიანებს გადაამზადებს პროფესიული კოლეჯი. გვერდით იგივე სივრცეში იქნება ტექნოპარკი, რომელიც ნებისმიერი ინოვაციის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი და სხვადასხვა ინოვაციურ იდეებს დააფინანსებს.  

რა თქმა უნდა, უნდა შევეხოთ დევნილების საკითხს და ოკუპაციას, რომელიც მართლაც  განსაკუთრებული სიმძაფრით იგრნძობა კასპსა და გორში. დავეთანხმები წინა გამომსვლელებს და გეტყვით, რომ ჩვენ ერთობით, ერთად დგომით შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი განათლება, კვალიფიკაციის მქონე  ადამიანები და შრომა, რომელიც ჩვენ ნამდვილად არ გვეზარება და პირიქით, ამისთვის ვართ მომართულები.  მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად ვიქნები ჩართული იმ პროექტების რეალიზებაში, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ჩვენი  ქვეყნის მოქალაქეებს სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის ტურიზმი, ეკონომიკის გაძლიერება, სოფლის მეურნეობა და აუცილებლად ერთობლივად ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. 

არ დაგიმალავთ ასევე და გეტყვით, რომ კასპელი სპორტსმენები მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული ადამიანები არიან, ვისაც ყოველთვის ვუცხადებდი  მხარდაჭერას და შემდგომი წლების განმავლობაშიც ვაპირებ, რომ ასე გავაგრძელო. ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ დღეს ჩვენ კასპში გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელზეც ძალიან ბევრი ახალგზარდა აღიზრდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. მე ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გვერდზე დგომით ჩვენ ერთად ყველა გავიმარჯვებთ და ერთად ვიქნებით ყველა ფრონტზე, მათ შორის საქართველოს გამარჯვების ფრონტზე.