24 მაისი, 2014
„კოალიცია ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს სოციალური თერაპიის სახლს ესტუმრა , სადაც ორგანიზაციის „კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ წევრების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა. ორგანიზაციის მიზანია, საქართველოში სოციალური თერაპიის დანერგვა, რათა შესაძლებელი გახდეს სრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განვითარება და სოციალური ინტერგრაცია.