×

03 სექტემბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს.

2019 წელს კასპში ხელოვნურსაფარიანი, უეფას II დონის საფეხბურთო  ცენტრალური სტადიონი აშენდა, რომელიც 480 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო 4 გასახდელი, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატთა ოთახები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, ასევე აღდგა ცენტრალური სტადიონის მიმდებარე  მინი მოედანი.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლის შენობასაც, რომელიც 250 აღსაზრდელს ემსახურება.

სტადიონის და საფეხბურთო სკოლის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა.