30 აგვისტო, 2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა შუახევის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინეს.