29 აგვისტო, 2020
მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, მივესალმები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, ბატონ კახი კალაძეს, მივესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს დეპუტაციას, მივესალმები ბათუმელ საზოგადოებას, მივესალმები ბათუმელებს.
ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარელო ხალხო ჩემთვის უდიდესი პატივია ამ სცენიდან მოგმართოთ თქვენ, ამასთანავე არის უდიდესი პასუხისმგებლობა, თქვენი ხმა მივიტანო ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში.
მიუხედავად თავისი მრავალფეროვნებისა, ბათუმი ეს არის ერთ მუშტად შეკრული ძლიერი ოჯახი. ძლიერი და სამართლიანი ოჯახი გასცემს 2020 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პასუხს ყველას ვისაც აინტერესებს, თუ ვინ უნდა იაროს სწორი გზით. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 2012 წლიდან მისი საქმიანობა არის სწორი, აღმშენებლობითი, ადამიანის ღირებულებებზე დამკვიდრებული.
ჩემი საქმიანობაც, ჩემი ლაიტმოტივიც იქნება მთლიანად ადამიანის ღირებულებებზე, აღმშენებლობაზე და იმ ფასეულობებზე დაყრდნობილი, რომელიც უშუალოდ ადამიანთან ურთიერთობაში მოდის.
მინდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელს, უდიდეს ქველმოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს თავის გუნდთან ერთად უღრმესი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ნდობა გამომიცხადა და დღეს თქვენს წინაშე წარვსდექი, როგორც უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
მინდა, ჩემი სიტყვა დავასრულო ბათუმელებისთვის უსაყვარლესი პოეტის, ვახტანგ ღლონტის სიტყვებით - მე აქ მიყვარდა პირველად და უკანასკნელ ხანს ბათუმი სიყვარულია და არაფერი სხვა. ამ სიყვარულით ამ აღმშენებლობით, ურთიერთთანადგომით ჩვენ გავიმარჯვებთ და უდიდესი უპირატესობით დავდებთ 2020 წლის 31 ოქტომბერს სწორ და აუცილებელ შედეგს.