29 აგვისტო, 2020
მოგესალმებით, ჩემო ბათუმელებო! პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, გენერალურო მდივანო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარევ, ძვირფასო ბათუმელებო!
უპირველეს ყოვლისა, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს აქ მობრძანებისა და დაფასებისთვის. ასევე, გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამომიცხადა და მომცა შესაძლებლობა დღეს თქვენს წინაშე წარვმდგარიყავი.
დღეს მე აქ მომიყვანა ჩემი ქვეყნის, ჩემი კუთხისა და ქალაქის სიყვარულმა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ბათუმელს, მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა, უყვარს თავისი ქალაქი და უნდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრება იყოს უკეთესი, ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული თანაცხოვრებისა და ღირსების წესების შესაბამისად.
მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, ჩვენი ქალაქი ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით, დავძლევთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენი თანაქალაქელების წინაშეა და შევძლებთ მის გადალახვას, თითოეული თქვენგანის ხმას მივაწვდენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც ემსახურები სიმართლეს, აკეთებ საჭირო საქმეს და გესმის შენი ხალხის ხმა.
მზად ვარ, ვემსახურო ბათუმს, თითოეული ბათუმელი ახალგაზრდის, პენსიონერის, ვეტერანის, სოციალური მუშაკის, პედაგოგის, მეწარმის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისათვის.
მადლობა ყველას, ვინც ნდობას მიცხადებს ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე. ჩვენ ერთად შევქმნით ბათუმის წარმატებულ მომავალს! ერთად საქართველოს წარმატებისთვის, ერთად ბათუმის წარმატებისთვის.