23 მაისი, 2014
დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ არაგვიჰესი გახსნა.
არაგვი ჰესი არის პირველი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც განხორციელდა მხოლოდ ქართული და დასავლეთევროპული კერძო ინვესტორების თანამშრომლობის შედეგად. სადგური აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის დასავლეთევროპული დანადგარებით და მართვის სისტემებით, რომელიც იქნა დამზადებული და მოწოდებული ავსტრიული კომპანია „კიოსლერის“ მიერ.