18 აგვისტო, 2020
სოფელ იმერას ახალი სკოლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი.
პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, ასევე რეკრეაციული ზონების მოწყობა. სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მშენებლობას საქართველოს მთავრობა 1,2 მლნ ლარით აფინანსებს.