14 აგვისტო, 2020
ძვირფასო საგარეჯოელებო,
ბატონებო და ქალბატონებო,
ბატონო პრემიერო,
ჩემთვის პატივია, წარმოვადგენდე დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
ვიყო კახეთის მოსახლეობის ხმა პარლამენტში და ვიზრუნო მათი ხედვების, გზავნილებისა და მოთხოვნების განხორციელებაზე.
რთულ პერიოდში გვიწევს საქმიანობა. პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, გამოწვევებიც ერთიორად ამწვავებს ეკონომიკურ თუ სოციალურ ფონს.
სირთულეების ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენმა ხელისუფლებამ, ქართული ოცნების მთავრობამ დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლებების გადალახვის რესურსი აქვს. როცა ზრუნვა ადამიანზე არის უპირველესი ღირებულება, როცა მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მთავარი ორიენტირია, ეკონომიკური თუ სოციალური ზედნაშენები აღარ წარმოადგენს სირთულეს.
მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, ჩვენი კახელები ამას კარგად ხედავენ და კარგად გრძნობენ.
ხელისუფლების ანტიკრიზისული პაკეტები უკვე მოქმედებაშია და მის ნაყოფსა და შედეგს უმრავლესობა პოზიტიურად აფასებს.
წარდგენასდავასწარიდასაგარეჯოსუმრავლესსოფელშიუკვეშევხვდიმოსახლეობას. ცხარე დისკუსიებიც გვქონდა და ჯანსაღი კრიტიკაც მოვისმინე, ერთობლივი გეგმებიც დავსახეთ და სამომავლო პერსპექტივებზეც ვისაუბრეთ. ის, რაც ვნახე და მოვისმინე შთამბეჭდავია - უამრავი პროექტი განხორციელდა, უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული - ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლისა და ეკონომიკის განვითარების, სოფლის მეურნეობის აღორძინების, წარმოების გამართვის, განათლების სისტემის გაუმჯობესების, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციის, კულტურის, ძეგლთადაცვისა და სპორტული მოედნების მიმართულებით. შედეგები მართლაც თვალსაჩინო და ხელშესახებია.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ რომან მუჩიაშვილს და მის გუნდს.
ამ ყველაფერს მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. ძალიან კარგად იცის, რომ ქართულ ოცნებას ქვეყნისა და საგარეჯოს წინსვლისთვის ალტერნატივა არ ყავს. ფაქტია, რომ უიმედობა, რომელიც გამეფებული იყო ჩვენი თანამოქალაქეების გულებში, უკეთესი ცხოვრების, კეთილდღეობის ზრდის, წინსვლის შესაძლებლობებმა და იმედმა ჩაანაცვლა სამუდამოდ!
თუმცა, საკეთებელსა და გასაუმჯობესებელს რა გამოლევს.
როგორც რიგით კახელსა და როგორც ამ ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს უკვე დავალებაც მაქვს და სათხოვარიც გადმოსაცემი მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ. ეს თხოვნა თითოეული საგარეჯოელის, თითოეული სოფლისა და ქალაქ საგარეჯოს მოსახლეობისგანაა. ეს თხოვნა და სურვილი ჩემთვის არის უპირველესი შესასრულებელი ამოცანაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
საკითხი ეხება მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის კარდინალურ გაუმჯობესებას, ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქისა და ყველა სოფლის მოსახლეობას, თითოეულ მოქალაქესა და ოჯახს სასმელი წყლით გაუმჯობესებული ციკლით. ჩვენი დაპირება ბოლომდე უნდა შესრულდეს გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეფორმა ირიგაციისა და მელიორაციის კუთხით, მიწების სრული ინვენტარიზაციის შემდგომ, უნდა მოხდეს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწების შესწავლა და საკუთრების ფორმების განსაზღვრა-დამტკიცება.
თხოვნას, კიდევ ერთ თხოვნას დავამატებ, რომელიც ინტერნეტის ხარისხსა და ხელმისაწვდომობას ეხება სოფლებში. დისტანციურ და შერეულ სწავლებაზე გადასვლამ ინტერნეტზე მოთხოვნის მასშტაბები გაზარდა და სოფლების მოსახლეობის ნაწილისთვის გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ეს საკითხი უსწრაფეს გადაჭრას მოითხოვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსწავლეებსა და მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომის ბარიერი არ ქონდეს უახლოეს მომავალში.
ეს და კიდევ სხვა საკითხების მოგვარება ხელს შეუწყობს ხელისუფლების მიერ გატარებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორცილებას, რომლის ნაწილიც არის ქალაქში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების დაახლოება. სწორედ ეს სტრატეგია უნდა გახდეს ქვაკუთხედი ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და ჩვენი, როგორც კახეთის რეგიონის დაახლოების ევროპასთან.
ღირებულებები, რომელიც გაგვაჩნია ნამდვილად ევროპულია, ფასეულობები, რომელიც ჩვენ ცხოვრებასა და საქმიანობას განსაზღვრავს ნამდვილად ევროპულია. ჩვენი ამოცანა არის კეთილდღეობის იმ სტანდარტებთან მიახლოება, რასაც ევროპული სტანდარტები ქვია.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიღწევა ერთად, ჩვენ მოქალაქეებთან, ჩვენ მოსახლეობასთან ერთად, შესაძლებელია უახლოეს მომავალში.
მე კახელი ვარ და მაჟორიტარობის კანდიდატობა კახეთში არ არის მხოლოდ რაღაც პოზიცია ან მომავალი თანამდებობის დაკავების სურვილი. მე ამ კულტურის ნაწილი ვარ და კახეთის მსახურება არის ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილი.
ამიტომ ვერ იქნება ჩემი სიტყვები, ჩვენი დაპირებები, ჩვენი საქმეები ფუჭი. მე მარტო არ ვარ და ჩემს უკან დიდი გამოცდილებაა, ყველაზე წარმატებული გუნდია ჩვენი ხელისუფლების, ქართული ოცნების სახით!ჩემო საგარეჯოელებო!
მიმიღეთ თქვენ სამსახურში რიგით ჯარისკაცად.
ვემსახურები საგარეჯოს!
ვიბრძოლოთ ერთად თითოეული საგარეჯოელის წარმატებისთვის!
ერთად, ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის!