×

14 აგვისტო, 2020

დავით სონღულაშვილის წარდგენა საგარეჯოში

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა საგარეჯოს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი წარუდგინეს. წარდგენას პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.