×

22 მაისი, 2014

შეხვედრა ვაკის პარკში

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ წინასაარჩევნო პროგრამა დღეს ვაკის პარკში, აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს გააცნო. დავით ნარმანია ვაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, გიორგი მუსხელიშვილთან ერთად შეხვდა და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა.