×

11 აგვისტო, 2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა ყვარელში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა ყვარლის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინეს. წარდგენას პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.