11 აგვისტო, 2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინეს. წარდგენას პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.