×
×

10 აგვისტო, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერეს, სადაც 71 ადამიანია დასაქმებული

ახალ სასტუმროში, რომელმაც ვიზიტორების მიღება ივლისიდან დაიწყო, მთავრობის მეთაური „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

სასტუმროს მფლობელმა, ლევან თორაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციისა და არსებული სერვისების შესახებ.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სასტუმროს კომპონენტით მხარდაჭერა ამ დრომდე 19-მა სასტუმრომ მიიღო, ჯამურმა ინვესტიციამ 56 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 621 ადამიანი შეადგინა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამა, რომლის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში 992 ათასი ლარის მოცულობის გრანტი გაიცა. დაფინანსდა ჯამში 112 პროექტი, აქედან 19 სასტუმროა.

2012 წლიდან დღემდე სააგენტო „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში 1105 სასტუმრო დაფინანსდა.