23 მაისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შორენა ბუხრაშვილთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად დიდი დიღმისა და ვაშლიჯვრის მოსახლეობას შეხვდა. თბილისის ამ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის პრობლემა აწუხებს, რომლის მოგვარების პირობაც მათ თბილისის მერობის კანდიდატისგან მიიღეს.