04 აგვისტო, 2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე საქართველოში ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ვლადიმირ მისევს და ქსენია დაშუტინას შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.