×

21 ივლისი, 2020

მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა

 

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგინა 

საზოგადოებას სიტყვით პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიმართეს. 

 

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან: 

  • დავით სერგეენკო - საბურთალოს საარჩევნო ოლქი 
  • ნოდარ ტურძელაძე - ვაკის საარჩევნო ოლქი 
  • ლევან კობიაშვილი -გლდანის საარჩევნო ოლქი 
  • სოზარ სუბარი - სამგორის საარჩევნო ოლქი 
  • კახი კახიშვილი - ისნის საარჩევნო ოლქი 
  • ბექა ოდიშარია - მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი  
  • მიხეილ ყაველაშვილი - ნაძალადევის საარჩევნო ოლქი 
  • გია ვოლსკი - დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი  
  • შალვა კერესელიძე - მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი 
  • ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი 
  • დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი 
  • ნინო ლაცაბიძე - რუსთავის საარჩევნო ოლქი 
  • ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი 
  • გოგი მეშველიანი - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი  
  • გიორგი ხოჯევანიშვილი - გორი-კასპის საარჩევნო ოლქი 
  • ზაზა დუგლაძე - ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი 
  • ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი 
  • სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი  
  • ზაზა ლომინაძე - ქუთაისის საარჩევნო ოლქი
  • პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი 
  • ბეჟან წაქაძე - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი 
  • გივი ჭიჭინაძე - სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი  
  • გოჩა ენუქიძე - ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი
  • ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდის საარჩევნო ოლქი
  • ირაკლი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი
  • ალექსანდრე მოწერელია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი
  • ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი 
  • რესან კონცელიძე- ბათუმის საარჩევნო ოლქი
  • ზაალ მიქელაძე - ქობულეთის საარჩევნო ოლქი 
  • ანზორ ბოლქვაძე - ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი